In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.
Back

კითხვის ეროვნულ დღე თბილისში

09.09.2023

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო და პოლონური ინსტიტუტი თბილისში კითხვის ეროვნულ დღეზე გიწვევთ, რომელიც 2023 წლის 9 სექტემბერს, 14:30 საათზე, ჰენრიკ ჰრინევსკის სახელობის პოლონურ სამკითხველო დარბაზში გაიმართება. მისამართი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსი, ლადო გუდიაშვილის 5.

narodowe czytanie 2023

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო და პოლონური ინსტიტუტი თბილისში კითხვის ეროვნულ დღეზე გიწვევთ, რომელიც 2023 წლის 9 სექტემბერს, 14:30 საათზე, ჰენრიკ ჰრინევსკის სახელობის პოლონურ სამკითხველო დარბაზში გაიმართება. მისამართი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსი, ლადო გუდიაშვილის 5.

წელს ელიზა ოჟეშკოს "ნემანის პირას" წავიკითხავთ. მონაწილეებს ვურჩევთ, ნაწყვეტები წინასწარ მოამზადონ წასაკითხი ტექსტებიდან. გარდა ამისა, იგეგმება კონკურსი კითხვაში და ვიქტორინა ავტორის ბიოგრაფიაზე. გამარჯვებულებისთვის განკუთვნილია პრიზები, ხოლო მონაწილეებისთვის - ტკბილეული და საინტერესო დისკუსია. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: Tbilisi.amb.rk@msz.gov.pl

ელიზა ოჟეშკო მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ლიტერატურულ და სოციალურ ცხოვრებაში, როგორც პოლონეთში, ისე საქართველოში. მწერლის რჩეული ნაწარმოებები 1983 წელს გამოიცა თბილისში, სათაურით „შეწყვეტილი იდილია“. (ელიზა ოჟეშკო. შეწყვეტილი იდილია. თბილისი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1983). ელიზა ოჟეშკოს ყველაზე ცნობილი რომანი "ნემანის პირას" ორჯერ გამოიცა ქართულად, 1975 და 1989 წლებში (ელიზა ოჟეშკო. ნემანის პირას. თბილისი გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1975; ელიზა ოჟეშკო. ნემანის პირას. თბილისი, გამომცემლობა, „მერანი“, 1989). ქართულ ლიტერატურაში ელიზა ოჟეშკოს უფრო ადრეც იცნობდნენ. 1897 წელს ჟურნალმა „კვალმა“, გიორგი წერეთლის რედაქტორობით, ელენე წერეთლის სტატია გამოაქვეყნა, სათაურით "ელიზა ოჟეშკო და მისი აზრები ქალებზე". (წერეთელი ელენე. ელიზა ოჟეშკო და მისი აზრები ქალებზე. კვალი, 1897, გვ. 203-207). ამავე ჟურნალში, თუმცა 1899 წელს, ანასტასია ჩხენკელის სტატია გამოქვეყნდა ელიზა ოჟეშკოს საქმიანობის შესახებ (ჩხენკელი ანასტასია. ელიზა ოჟეშკო. კვალი, 1899, № 17. გვ. 270-273). ელიზა ოჟეშკოს წიგნები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (ონლაინ კატალოგი): https://bit.ly/37al9Qf

{"register":{"columns":[]}}