In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.
Back

საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია.

26.04.2023

wmr

26-28 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

ამ ვიზიტთან დაკავშირებით, გაეცანით მინისტრ ზბიგნევ რაუს მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მინისტრ ზ. რაუს განცხადება პრესისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ჩემი მოწვევისთვის სამუშაო ვიზიტით და მსოფლიოში განთქმული ქართული სტუმართმოყვარეობისთვის.

საქართველო, ისევე როგორც ქართველი ხალხი ყოველთვის განსაკუთრებულ სიმპათიას იმსახურებდა პოლონეთში. ეს დამოკიდებულება ჩამოყალიბდა ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პროცესში, ასევე რუსული იმპერიალიზმისთვის ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევის დროს, რომლის მსხვერპლი დღეს უკრაინაა, ხოლო 2008 წელს იყო საქართველო.

პოლონეთი ცალსახად მხარს უჭერს ქართული საზოგადოების მისწრაფებებს იცხოვროს თავისუფალ, დამოუკიდებელ, მშვიდობიან და სუვერენულ ქვეყანაში. თვითონ აირჩიოს მისთვის სასურველი განვითარების მოდელი, ალიანსები და საინტეგრაციო ორგანიზაციები.

ჩვენი ღრმა რწმენით, ევროპის მშვიდობა და უსაფრთხოება, მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს სრულად გარანტირებული, როდესაც შესაძლებელი გახდება განვითარებისა და უსაფრთხოების მოდელის ჰარმონიზაცია მთელი კონტინენტის მასშტაბით, როდესაც ევროპა - პოლონელი პაპის იოანე პავლეს II, ოცნების შესაბამისად, გაჟღერებულს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საბოლოოდ შეძლებს ორივე ფილტვით სუნთქვას, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ტრადიციების გათვალიწინებით.

ჩვენ გვჯერა, რომ ევროპული უსაფრთხოების ჰარმონიზაციამ და განუყოფლობამ, ევროპის მასშტაბით თანაბარი განვითარების პირობების უზრუნველსაყოფად, ხელს შეუწყობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის მიერ ღია კარის პოლიტიკის პრაქტიკულ განხორციელებას.

ასეთი პოზიცია ჰქონდა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის, როდესაც 2008 წელს ბუქარესტში ნატოს სამიტზე ცალსახად ემხრობოდა საქართველოსთვის ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას, ხოლო როდესაც რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა, იგი სათავეში ჩაუდგა რეგიონის სახელმწიფოებს და საერთაშორისო საზოგადოებას, რუსაეთის შესაჩერებლად.

სწორედ რუსული იმპერიალიზმის შეჩერების განზრახვით და ყველა ევროპელისთვის თანაბარი განვითარების შესაძლებლობების შესაქმნელად, ევროკავშირმა, პოლონეთის ინიოციატივით, დაიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის გატარება, რომელიც ასევე მოიცავდა საქართველოს.

ამ მიზეზების გათვალისიწნებით, პოლონეთი თანმიმდევრულად მხარს უჭერდა, უჭერს და დაუჭერს ქართული საზოგადოების მისწრაფებებს, შეუერთდეს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი გაწევრიანება ევროკავშირსა და ნატოში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს.

ეს არის შესაძლებლობა და არა საფრთხე ევროპისთვის. მაგრამ იმისათვის, რომ ამ შესაძლებლობით ისარგებლოს, იმისათვის, რომ საქართველომ გადადგას შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ, აუცილებელია გაფართოების პროცესში ჩართული ყველა მხარის ძალისხმევა. როგორც ევროპული და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციების, ასევე საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების.

ახლოვდება ვილნიუსში ნატოს სამიტი და ამ წლის ბოლომდე ევროკავშირმა შესაძლოა გადაწყვიტოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება.

ამ მიზეზით, იზრდება ყველა დაინტერესებული მხარის დიპლომატიური სამსახურის საქმიანობის ინტენსივობა, მათ შორის ჩვენი პარტნიორების, ვეიმარის სამკუთხედის ქვეყნებიდან.

ცოტა ხნის წინ საქართველოს ეწვია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. უახლოეს მომავალში დაგეგმილია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში.

ამიტომ ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში არის ამ ინტენსიური დიპლომატიური და პოლიტიკური კომუნიკაციის გამოვლინება, იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელთანაც ამჟამად საქმე გვაქვს.

მისი მიზანია, პოლონურ-ქართული მეგობრობისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სულისკვეთებით, განვიხილოთ ის გამოწვევები და პრობლემები, ასევე მათი გადაჭრის შესაძლებლობები, მათ შორის პოლონეთის მონაწილეობა ამ გამოწვევების გადაჭრის პროცესში.

მინისტრი დარაჩიაშვილი ამ კვირაში ევროკავშირის საბჭოს საგარეო პოლიტიკის სპეციალური სტუმარი გახლდათ, ხოლო ჩვენი დღევანდელი მოლაპარაკებები თბილისში იყო ბრიუსელში გამართული კონსულტაციების ბინებრივი გაგრძელება, რომელიც შეეხო, როგორც საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებს, ასევე ევროპის უსაფრთხოებას, ნატოს სამიტის კონტექსტში ვილნიუსში.

ჩვენ შევეხეთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასაც. თითოეულ ამ საკითხთან მიმართებაში პოლონეთი ცდილობს მოიძიოს შესაძლო კონსტრუქციული გადაწყვეტილებები და უზრუნველყოს ყველა შესაძლო დახმარება.

ჩვენ ღრმად გვჯერა, რომ პოლონურ-ქართული თანამშრომლობა ემსახურება ორივე ქვეყნის ეროვნულ და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, ისევე როგორც ევროპისა და თავისუფალი სამყაროს ფართო საზოგადოებრივ ინტერესებს.

Zdjęcia: @PolandMFA, Mariusz Pietrzak

Photos (6)

{"register":{"columns":[]}}