ქუთაისში, ამავე ქალაქში დაბადებული და გაზრდილი, პოლონეთის რესპუბლიკის დევნილი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი გაიხსნა.
03.11.2022
ქუთაისში, ამავე ქალაქში დაბადებული და გაზრდილი, პოლონეთის რესპუბლიკის დევნილი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს დელეგაცია (სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვანდა ზვინოგროძკას ხელმძღვანელობით), პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი მარიუშ მაშკევიჩი და ქ. ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელობა.
პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს დელეგაციას თან ახლდნენ პროექტის განხორციელებაში ჩართული კუიავო-პომერანის სავოევოდოს წარმომადგენლები.