Back

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში ეძებს კვალიფიციურ კანდიდატს მძღოლის პოზიციაზე, რათა შეუერთდეს ადმინისტრაციულ-ფინანსური განყოფილების გუნდს.

26.08.2024

Komunikat

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში ეძებს კვალიფიციურ კანდიდატს მძღოლის პოზიციაზე, რათა შეუერთდეს ადმინისტრაციულ-ფინანსური განყოფილების გუნდს.

 

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:

პოზიცია: მძღოლი პოლონეთის საელჩოში თბილისში

მისამართი: საქართველო, თბილისი, ოთარ ონიაშვილის ქ. 24

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი)

 

შესასრულებელი სამუშაო (ფუნქცია-მოვალეობები):

  • საელჩოს თანამშრომლების (ძირითადად ელჩის) უსაფრთხო ტრანსპორტირება კონკრეტულ ადგილებში, მათ შორის ოფიციალური ღონისძიებებსა და შეხვედრებზე (ასევე დამსაქმებლის მიერ დავალებული მარშრუტების შესრულება ჩვენი დაწესებულების სამსახურებრივი ავტომანქანებით, კერძოდ, ელჩის მძღოლის რანგში);
  • ავტომობილი მარშრუტების საგზაო ბარათში დაფიქსირება, ავტომობილის საგზაო ბარათის წარმოება;
  • საწვავის, ზეთისა და სხვა სითხეების შევსება და ავტომობილის საგზაო ბარათში დაფიქსირება;
  •  საელჩოს მანქანებთან დაკავშირებული გადახდების განხორციელება;
  • ობიექტის ავტოპარკში არსებული  ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირების თარიღების მონიტორინგი;
  •  ობიექტის საკუთრებაში არსებული  მანქანებისთვის საჭირო შეკეთების ან შესყიდვების შესახებ დამსაქმებლის დროული ინფორმირება;
  • საელჩოს და რეზიდენციის ავტოფარეხში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში ბარგის ან დაწესებულისთვის განკუთვნილი მარაგების ჩატვირთვა-გადმოტვირთვაში დახმარება;
  • დახმარება წვეულებების და შეხვედრების ორგანიზებაში.

 

შესარჩევ ეტაპში მონაწილეობისთვის  აუცილებელი პირობები:

  • მინიმუმ ზოგადი განათლების საშუალო საფეხური;
  • პიროვნული კულტურისა და პროფესიონალიზმის მაღალი დონე საელჩოს პერსონალთან და დაწესებულების კონტრაქტორებთან ურთიერთობისას;
  • მართვის მოწმობის ფლობა და  მინიმუმ 10 - წლიანი გამოცდილება ამ პროფესიაში;
  • დადასტურებული გამოცდილება კომპეტენტური ორგანოს მიერ;
  • პუნქტუალურობა;
  • ხელმისაწვდომობა და მზადყოფნა, ზოგჯერ ასევე ღამით ან შაბათ-კვირას;
  • საქართველოს და ევროპის საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა;
  • თბილისისა და მიმდებარე ტერიტორიის ტოპოგრაფიის ცოდნა;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
  • საკუთარი სამუშაოს ძალიან კარგი ორგანიზება;
  • პროფესიული კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
  • საქართველოს მოქალაქეობა;
  • ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/პასპორტის) ფლობა.

 

სავალდებულო დოკუმენტები:

  • განათლების დამადასტურებელი დიპლომის/სერთიფიკატის ასლი;
  • CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილით;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა);
  • კანდიდატის ხელმოწერილი თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე;
  • მართვის მოწმობის ასლი;
  • ცნობა, განზრახ დანაშაულში ან განზრახ საგადასახადო სამართალდარღვევაში საბოლოო სასამართლო განაჩენის არშეფარდების შესახებ;
  • ცნობა ნასამართლობის არარსებობის შესახებ;

 

შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით რეკრუტირების შემდეგი ეტაპის თარიღის შესახებ.

 

თუ თვლით, რომ ეს შემოთავაზება სწორედ თქვენთვისაა, გთხოვთ გამოაგზავნოთ ზემოაღნიშნული  დოკუმენტები ქართულ ენაზე 2024 წლის 2 სექტემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisi.amb.sekretariat@msz.gov.pl

{"register":{"columns":[]}}