პოლონეთის რესპუბლიკის კონსული პიოტრ პომიანოვსკი პოლონური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის პოლონური ენის კურსის მსმენელებს, რომელსაც მასწავლებელი ბეატა კარაში უძღვება
15.11.2022
პოლონეთის რესპუბლიკის კონსული პიოტრ პომიანოვსკი პოლონური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის პოლონური ენის კურსის მსმენელებს, რომელსაც მასწავლებელი ბეატა კარაში უძღვება.
შეხვედრის მონაწილეები ინიციატივა "პოლონეთის კვალდაკვალ"-ის ფარგლებში, თბილისში სასეირნოდ გავიდნენ. მათ პოლონეთთან დაკავშირებული ობიექტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია; ეწვივნენ საქართველოში მცხოვრები პოლონელების შემოწირულობით, მე-19 საუკუნეში აგებულ ეკლესიასა და პოლონელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებულ ისტორიულ შენობებს; გასეირნების ბოლოს კი თბილისის ევანგელისტურ-ლუთერანულ სასაფლაოზე განსვენებული არქიტექტორის საფლავზე დაანთეს სანთლები.