In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.
Back

ერთობლივი ფრენა – თბილისში ერთმანეთს საქართველოსა და პოლონეთის სამოქალაქო დრონების გაერთიანების წარმომადგენლები ხვდებიან

25.06.2024

სასწავლო დაწესებულებების, კვლევითი სექტორის, ბიზნესის, სტარტაპებისა და სამოქალაქო უპილოტო საჰაერო სისტემების სფეროში მოღვაწე ქართველი და პოლონელი ლიდერები თბილისში იკრიბებიან, რათა ახალგაზრდა ტალანტები გაიცნონ და პოტენციურ პარტნიორებთან დაამყარონ საქმიანი კონტაქტები.

drony

17-19 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებებს მხარს უჭერენ პოლონეთის რესპულიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი და დეკემბერი32 (ქართული ინოვაციური კომპანია სამოქალაქო დრონების სექტორში).

პოლონეთიდან ვიზიტორები არიან: ლუკაშევიჩის ავიაციის ინსტიტუტი (ILOT), ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, პოლონეთის უპილოტო საფრენი აპარატების პალატა, Spectre Solutions, Mobile Monitoring და Neptun Studio.

ღონისძიებას ქართული მხრიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ჰორაიზონ ევროპას ეროვნული ოფისისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფოტოები: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 

Photos (20)

{"register":{"columns":[]}}