In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.
Back

საპროექტო შეხვედრას გაუწია ორგანიზება: "სოციალურ მომსახურებებზე მისაწვდომობის გაზრდა ყრუ-უსინათლო პირებისთვის საქართველოში"

06.02.2024

audio

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ საპროექტო შეხვედრას გაუწია ორგანიზება: "სოციალურ მომსახურებებზე მისაწვდომობის გაზრდა ყრუ-უსინათლო პირებისთვის საქართველოში".

შეხვედრაზე წინა აქტივობები შეაჯამეს და შემდგომი ინიციატივები განიხილეს, მათ შორის ის, რაც მიზნად სისტემური ცვლილებების დანერგვას ისახავს (სოციალური სივრცის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებთან).

შეხვედრას პროექტის ორგანიზატორები და ის მონაწილეები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროექტის წყალობით ახალ პროფესიას დაეუფლნენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, პროექტის ფარგლებში, აუდიო აღმწერთა 15-კაციან ჯგუფს ტრენინგი ჩაუტარდა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანაშვილის 13 ნამუშევრის აუდიოაღწერა მომზადდა.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში და ხორციელდება ფონდ ჰუმანდოკ სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირის მიერ.

{"register":{"columns":[]}}