სახელობის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის გახსნა და ქუთაისის ბანაკ 0331-ში დატყვევებული პოლონელებისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის ინაუგურაცია
10.11.2022
6 ნოემბერს, ქ. ქუთაისში პოლონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებები გაიმართა. პროგრამის კულმინაცია პროფ. ს. კრუკოვსკის სახელობის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის გახსნა და ქუთაისის ბანაკ 0331-ში დატყვევებული პოლონელებისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის ინაუგურაცია იყო.
6 ნოემბერს, ქ. ქუთაისში პოლონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებები გაიმართა.
პროგრამის კულმინაცია პროფ. ს. კრუკოვსკის სახელობის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის გახსნა და ქუთაისის ბანაკ 0331-ში დატყვევებული პოლონელებისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის ინაუგურაცია იყო. იქ ჩვენი თანამემამულეები ვილნიუსის რეგიონიდან ჩაასახლა საბჭოთა ნკვდ-მ 1945 წლის მარტში.
საბჭოთა ნკვდ-ს მიერ ქ. ქუთაისის ბანაკში დაკავებული პოლონელებისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის ინაუგურაციის ფარგლებში, დოკუმენტური ფილმის, „ბანაკი 0331“ ჩვენება გაიმართა.
გჟეგოჟ ჩერნიაკის, იერჟი როჰოჟინსკისა და ვოიჩეხ სარამონოვიჩის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი პოლონეთის ეროვნული არმიის ჯარისკაცებისა და სამოქალაქო პირების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც საბჭოთა ნკვდ-მ ვილნიუსის რეგიონიდან ქუთაისის ბანაკში გადმოასახლა 1945 წლის მარტში. უამრავი მათგანი შიმშილით, ავადმყოფობითა და მონური შრომით დაიღუპა.
„ბანაკი 0331“ არის უწინ, საბჭოთა ნარატივით ფესვგადგმული დისკურსის ერთგვარი წინააღმდეგობაა. ამ პროპაგანდისტული გზავნილების თანახმად, პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლნი, იაპონელი სამხედრო ტყვეები და ნაცისტები წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც „სსრკ-ს მტრები“. ამ მიზანმიმართული საბჭოთა ფარისევლობისა და ისტორიული ჭეშმარიტების აღდგენის კვლევის არარსებობის შედეგი კი ის არის, რომ გერმანელებს, იაპონელებსა და პოლონელებს ყოველგვარი განსხვავების გარეშე ხშირად ერთად მოიხსენიებენ, როგორც შრომითი ბანაკის „მსხვერპლებს“. ღონისძიებას ესწრებოდა სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკაც.