In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.
Back

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ (2020 წლის 31 ოქტომბერი)

02.11.2020

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფასებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სწრაფი და ეფექტური ორგანიზების კუთხით, რომელიც შესწორებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარდა. მიღწეული აქტივობა, განსაკუთრებით პანდემიის ვითარებით გამოწვეული სირთულეების პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმატებაა.

Ministry of Foreign Affairs

ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას (ეუთო / ODIHR, ევროკავშირი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეები, ევროსაბჭო და ნატო), რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და, ზოგადად, დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები და საერთაშორისო სტანდარტები.

ამასთან, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ შემაშფოთებელ ცნობებს დარღვევებისა და გადაცდომების შესახებ (სავარაუდოდ, ისინი აღემატება 2016 წლის არჩევნებისას დაფიქსირებულ მაჩვენებლებს). ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სათანადო დაკვირვებით და ინსტიტუციონალური პროცესის პატივისცემით, არსებული პროცედურების შესაბამისად შეისწავლოს თითოეული საჩივარი. ეს ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და ნდობას, განსაკუთრებით 21 ნოემბერს დაგეგმილი მეორე ტურის წინ.

პოლონეთი მუდმივად გამოხატავს თავის ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

 

{"register":{"columns":[]}}