In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.
Back

პოლონეთი აქტიურად ეხმარება საქართველოს სარკინიგზო კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოებაში.

22.06.2023

კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოებაში. თბილისში 2-წლიანი თვინინგ პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. საერთო ჯამში, შედგა 56 მისია, 4 სასწავლო ვიზიტი და 3 სტაჟირება პოლონურ ინსტიტუტებში.

trains

პოლონეთი აქტიურად ეხმარება საქართველოს სარკინიგზო კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოებაში. თბილისში 2-წლიანი თვინინგ პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. საერთო ჯამში, შედგა 56 მისია, 4 სასწავლო ვიზიტი და 3 სტაჟირება პოლონურ ინსტიტუტებში.

პროექტში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განვითარების ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროს სპეციალისტები, სარკინიგზო ტრანსპორტის ოფისი, ევროკავშირის სატრანსპორტო პროექტების ცენტრი, რკინიგზის ინსტიტუტი, სარკინიგზო ავარიების გამომძიებელი სახელმწიფო კომისია, PKP SA და PKP PLK SA. საქართველოს მხრიდან პროექტში ჩართულები იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები.

პროექტის შედეგი, გარდა საკანონმდებლო წინადადებებისა, არის საქართველოს რკინიგზის სექტორის რესტრუქტურიზაციის სისტემური გადაწყვეტილებები, გაიდლაინები და რეკომენდაციები, რომლებიც ევროკავშირის მარეგულირებელი პრაქტიკისა და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებითაა შემუშავებული.

Photos (4)

{"register":{"columns":[]}}