თბილისში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო განყოფილება გაცნობებთ, რომ 2024 წლის 11 ივნისიდან შენგენის ვიზაზე განაცხადის განხილვის მოსაკრებელი გაიზრდება 90 ევრომდე, ხოლო 6-12 წლამდე ასაკის ვიზის მსურველი განმცხადებლებისთვის - 45 ევრომდე
07.06.2024
თბილისში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო განყოფილება გაცნობებთ, რომ 2024 წლის 11 ივნისიდან შენგენის ვიზაზე განაცხადის განხილვის მოსაკრებელი გაიზრდება 90 ევრომდე, ხოლო 6-12 წლამდე ასაკის ვიზის მსურველი განმცხადებლებისთვის - 45 ევრომდე. ცვლილება დაკავშირებულია მოსაკრებლების ოდენობის პერიოდულ გადახედვასთან, რაზეც პასუხისმგებელია ევროკომისია.