პროექტს "სოციალურ მომსახურებებზე მისაწვდომობის გაზრდა ყრუ-უსინათლო პირებისთვის საქართველოში"
22.12.2023
ორგანიზაცია HumanDoc-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი და საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირი პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს "სოციალურ მომსახურებებზე მისაწვდომობის გაზრდა ყრუ-უსინათლო პირებისთვის საქართველოში".
ორგანიზაცია HumanDoc-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი და საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირი პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს "სოციალურ მომსახურებებზე მისაწვდომობის გაზრდა ყრუ-უსინათლო პირებისთვის საქართველოში". პროექტის მიზანია აუდიოვიზუალური პროდუქციისა და ვიზუალური ხელოვნების აუდიოაღწერის გამოყენების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ნანა ჯორჯაძის ფილმის „პეპლების იძულებითი მიგრაცია“ ჩვენება გაიმართა მხედველობისა და სმენის დარღვევის მქონე მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი ვერსიით. გარდა ამისა, მომზადდა უსინათლო და მცირემხედველი დამთვალიერებლისთვის ნიკო ფიროსმანაშვილის 13 ნამუშევრის აუდიოაღწერა. პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში.