საქართველოში პოლონეთის საელჩოს საკონსულო განყოფილება გაცნობებთ, რომ 2024 წლის 1 ივნისიდან იცვლება პოლონეთის ეროვნული ვიზის (D ტიპის ვიზა) განაცხადის მიღებისა და განხილვის მოსაკრებლის, ასევე პოლონეთის ეროვნული ვიზის განაცხადის ხელმეორედ განხილვის მოსაკრებლის ოდენობა
31.05.2024
საქართველოში პოლონეთის საელჩოს საკონსულო განყოფილება გაცნობებთ, რომ 2024 წლის 1 ივნისიდან იცვლება პოლონეთის ეროვნული ვიზის (D ტიპის ვიზა) განაცხადის მიღებისა და განხილვის მოსაკრებლის, ასევე პოლონეთის ეროვნული ვიზის განაცხადის ხელმეორედ განხილვის მოსაკრებლის ოდენობა. 2024 წლის 1 ივნისიდან მოსაკრებელი შეადგენს 135 ევროს.
უცვლელი რჩება შენგენის ვიზაზე (C ტიპის ვიზა) განაცხადის მიღებისა და განხილვის მოსაკრებლის, ასევე შენგენის ვიზის განაცხადის ხელმეორედ განხილვის მოსაკრებლის ოდენობა.