In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.
Back

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ პოლონეთის ნატოში გაწევრიანების 25 წლის იუბილე აღნიშნა

14.03.2024

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ ნატოს მოკავშირეებთან და ქართველ პარტნიორებთან ერთად პოლონეთის ნატოში გაწევრიანების 25 წლის იუბილე აღნიშნა.

NATO

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ ნატოს მოკავშირეებთან და ქართველ პარტნიორებთან ერთად პოლონეთის ნატოში გაწევრიანების 25 წლის იუბილე აღნიშნა.

მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებს მობრძანებისთვის, განსაკუთრებით კი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ალეკსანდრე ვინნიკოვსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, პაატ პატიაშვილს. ცერემონიის სპეციალური სტუმრები AGAT-ის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ.

„1999 წლის 12 მარტს, შუაღამისას, ტრუმენის ბიბლიოთეკის შენობაში, მისურის შტატში, პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თავიანთი ქვეყნების ნატოში გაწევრიანების აქტები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მადლენ ოლბრაიტს გადასცეს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრონისლავ გიერემეკმა მაშინ თქვა: „პოლონეთი სამუდამოდ ბრუნდება იქ, სადაც მისი ადგილია - თავისუფალ სამყაროში. პოლონეთი მარტო აღარ არის საკუთარი თავისუფლების დაცვის საქმეში" - ასე დაიწყო პოლონეთის ელჩმა თავისი სიტყვით გამოსვლა. „პოლონეთის ნატოში გაწევრიანების მაგალითი გვიჩვენებს ამ პროცესის წარმატებისთვის აუცილებელ ორ ელემენტს: ეს მოიცავს როგორც ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას ნატოში ინტეგრაციისათვის და, რა თქმა უნდა, თავად სახელმწიფოს ღვაწლს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებში ალიანსთან დაახლოების კუთხით“, - აღნიშნა მარიუშ მაშკევიჩმა.

Photos (9)

{"register":{"columns":[]}}