In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.
Back

ოზურგეთში ერთობლივი პოლონურ-ესტონური გაიხსნა: "REDI – Rural Empowerment through Digital Inclusion"

07.06.2024

დღეს ოზურგეთში ერთობლივი პოლონურ-ესტონური 4-წლიანი პროექტი გაიხსნა: "REDI – Rural Empowerment through Digital Inclusion". პროექტს Solidarity Fund PL in Georgia და E-Governance Academy ახორციელებენ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

REDI

დღეს ოზურგეთში ერთობლივი პოლონურ-ესტონური 4-წლიანი პროექტი გაიხსნა: "REDI – Rural Empowerment through Digital Inclusion".

პროექტს Solidarity Fund PL in Georgia და E-Governance Academy ახორციელებენ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

REDI მიზნად იმ ციფრული ჩამორჩენის აღმოფხვრას ისახავს, რომელიც საქართველოში სოფლებსა და ქალაქებს შორის არსებობს, კავშირის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებითა და ციფრული წიგნიერების გაზრდით. პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე, მცირე-საშუალო საწარმოებზე და გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, იმერეთისა და კახეთის მეჩხერად დასახლებული სოფლების მკვიდრებზე ამახვილებს. პროექტის ამოცანაა სოფლებში ციფრული ცენტრების შექმნა და შესაბამისი უნარების განვითარება (200-მდე სოფელში).

ოფიციალური გახსნის ცერემონიასთან ერთად გაიმართა ე.წ. ციფრული ბაზრობაც, რომლის დროსაც დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ: რობოტიკის საიდუმლოებებს, ვირტუალურ რეალობას, მონაწილეობა მიიღონ თამაშებში და დრონის შოუში.

 

ფოტოები: Paulina Pielech-Legieć

Photos (8)

{"register":{"columns":[]}}