In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.
Back

საქართველოში საგზაო უსაფრთხოების შესახებ დაძმობილებული (Twinning) პროექტის შეჯამება

15.03.2024

ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრის მოადგილემ კონრად ვოინაროვსკიმ მონაწილეობა მიიღო თბილისში ორწლიანი დაძმობილების (Twinning) პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაში, სახელწოდებით „საგზაო უსაფრთხოების მონაცემთა ბაზის შექმნისა და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში“.

PD

ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრის მოადგილემ კონრად ვოინაროვსკიმ მონაწილეობა მიიღო თბილისში ორწლიანი დაძმობილების (Twinning) პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაში, სახელწოდებით „საგზაო უსაფრთხოების მონაცემთა ბაზის შექმნისა და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში“.

პროექტი განხორციელდა პოლონეთის ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროს მიერ ვილნიუსის გედიმინასის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

პროექტის ბენეფიციარები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მართვის სისტემის განვითარებას, ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაუმჯობესებას საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში და ავარიების მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მეთოდების ხარისხის დახვეწას.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ვოინაროვსკი საქართველოს ცენტრალური ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, მზია გიორგობიანს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, გურამ გურამიშვილს.

ღონისძიება პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

Twinning პროექტი - არის ევროკომისიის (EC) მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომლის მიზანია ევროკავშირის ქვეყნების საჯარო ინსტიტუტებმა მხარი დაუჭირონ დაძმობილებულ ინსტიტუტებს ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებში და იმ ქვეყნებში, რომლებიც სამეზობლო და პარტნიორული პოლიტიკითაა დაფარული.

Photos (6)

{"register":{"columns":[]}}