პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის რეზოლუცია 13 იანვარი 2023 წ. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
17.01.2023
პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის
რეზოლუცია
13 იანვარი 2023 წ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დრამატული მდგომარეობის შესახებ შემაშფოთებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მათ შორის სამედიცინო დიაგნოზების, რომლებიც ადასტურებენ მისი ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესებას, სასწრაფო სპეციალიზებული მკურნალობის დაწყების აუცილებლობის გათვალისწინებით, რომლის განხორციელება შეუძლებელია საქართველოში სათანადო სამედიცინო საშუალებების უკმარისობის გამო, ქართველების პროევროპული განწყობების ფორმირებაში მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელოვანი წვლილის გათვალისწინებით, რომლის შედეგადაც საქართველოს ხელისუფლების მიერ 2022 წელს შეტანილ იქნა ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე ყურადღების გამახვილებით, რომ მკურნალობის, რეაბილიტაციის და გამოჯანმრთელების შემდეგ ის მზადაა დაბრუნდეს ქვეყანაში და წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და ადასტურებს რა, მზადყოფნას განაგრძოს მტკიცე თანამშრომლობა და საქმიანობა საქართველოს განვითარებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან გაერთიანებისთვის, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო პრინციპებით, რომელთა თანახმადაც, უზენაეს ღირებულებას წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიეცეს მიხეილ სააკაშვილს აუცილებელი სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა, მსოფლიო სტანდარტების უზრუნველყოფით, ექიმების რეკომენდაციების მიხედვით, ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს მეგობრებს სოლიდარობისა და ინტენსიური ქმედებებისკენ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.
სეიმის თავმჯდომარე
ელჟბეტა ვიტეკი