მარიუშ მაშკევიჩმა ყოველწლიური კონფერენციის, „Local Self-Government Platform: Finance, Energy Efficiency and Fundraising“-ის გახსნაზე ისაუბრა.
25.08.2023
მარიუშ მაშკევიჩმა ყოველწლიური კონფერენციის, „Local Self-Government Platform: Finance, Energy Efficiency and Fundraising“-ის გახსნაზე ისაუბრა.
ელჩმა ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა, რომელსაც მშვენივრად ესმოდა თვითმმართველობის როლი 100 წლის წინაც კი: „თვითმმართველობის საფუძველი ის არის, რომ ადგილობრივ საკითხებს მოსახლეობა წყვეტს თავად. ისტორია ადასტურებს, რომ თვითმმართველობა საუკეთესო წამალია ადამიანის ყველა საჭიროებისთვის. ის ყველგან უნდა დაირგოს, რადგან უმალვე ყვავის."
კონფერენციის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობისთვის სახსრების მოზიდვის, ფინანსური მენეჯმენტისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საუკეთესო პრაქტიკის განხილვა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის გამოცდილების გაცვლაა.
აღნიშნული კონფერენცია Solidarity Fund PL in Georgia და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ფინანსურ ოფიცერთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივაა.