პოლონეთის დღეები საქართველოში 2022
21.11.2022
"პოლონეთის დღეები საქართველოში 2022" იწყება. „პოლონეთის დღეები“ ყველაზე მნიშვნელოვანი, ციკლური სარეკლამო ღონისძიებაა პოლონელი მეწარმეებისთვის საქართველოში, რომელიც პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს მიერ არის ორგანიზებული.
ინიციატივის მიზანი ქართველი მომხმარებელის ინფორმირებაა პოლონური პროდუქციის შესახებ. ამიტომაც, ღონისძიების განმავლობაში (18 ნოემბერი - 3 დეკემბერი), ის, რაც უკვე ხელმისაწვდომია ადგილობრივ სუპერმარკეტებში, სათანადოდ იქნება წარმოდგენილი და გამოფენილი მაღაზიათა დახლებზე.
აუცილებლად შეიძინეთ "პოლონური დღეების" ლოგოთი მონიშნული პროდუქცია.