In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.
Back

ევროპა ახალი ბალანსით

23.04.2020

"ჩვენ არ ვართ დამნაშავენი, თუმცა პასუხისმგებლობა გვეკისრება" - წერდა ჰერმან ჰესე. დღეს, ჩვენ უკანასკნელი ათწლეულების ყველაზე მასშტაბური სოციალურ-ეკონომიკური კრიზისისა და საყოველთაო ჯანდაცვის გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. მიუხედავად იმისა, რომ ვერავინ იწინასწარმეტყველა ან თავიდან აირიდა პანდემია, მისი გრძელვადიანი შედეგები დიდწილად ჩვენზეა დამოკიდებული."

Premier Mateusz Morawiecki

ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ჩინეთს ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდ ეკონომიკური შეფერხება ემუქრება, შეერთებულ შტატებში კი უმუშევრობის მაჩვენებელმა შესაძლოა 20%-ს მიაღწიოს. მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს 4.8 ტრილიონი დოლარის გამოყოფა სურთ, როგორც ფისკალური პაკეტები COVID-19–ის შედეგებთან საბრძოლველად. აღნიშნული თანხა თითქმის სამჯერ აღემატება 2007-2009 წლების ეკონომიკური კრიზისისას გაკეთებულ ფინანსურ ინექციებს. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ ისე გვჭირდება სოლიდარული ევროპა, როგორც არასდროს - ამბიციური ბიუჯეტით და ახალი, აღდგენილი ბალანსით. ევროკავშირის ფუნქციონირება სოლიდარული ეკონომიკური თანამშრომლობის ამბიციით უნდა მოხდეს, რომელიც ინტეგრირებული ევროპული ბაზრის დასაცავადაა აუცილებელი.

 

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გადაწყვეტილებები, რომელსაც დღეს ვიღებთ, არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ევროპული ოცნებები, გეგმები და ამბიციები გადავარჩინოთ. ეს წარმოუდგენლად რთული ამოცანაა, რადგან ის მოითხოვს სინქრონულ მოქმედებას მრავალ დონეზე. ეკონომიკასა და ჯანმრთელობას ახლა გადაუდებელი სამაშველო გეგმა სჭირდება. ჩვენ უკვე ხაზი უნდა გავუსვათ ახალი ევროპული ბალანსის ყველაზე მნიშვნელოვან პრინციპებს.

 

ძირითადი კრიტერიუმი
კორონავირუსის პანდემიამ სასტიკი დაღი დაასვა ჩვენს სოციო-ეკონომიკურ წესრიგს. ვირუსმა ცხადყო თუ რამდენად არის ევროპა სხვა კონტინენტების სადისტრიბუციო ქსელებზე დამოკიდებული. თანხის დაზოგვის მცდელობამ, ბევრ ევროპულ კომპანიას საკუთარი წარმოების აზიის იაფ ბაზრებზე გადატანისაკენ უბიძგა, რაც ადგილობრივი მიწოდების წყაროებს უგულებელყოფს. დღეს აშკარაა, რომ ევროკომისიის მიერ დაწესებულმა ფინანსურმა დისციპლინამ წევრ ქვეყნებს რთული არჩევანის გაკეთება აიძულა, რაც ჯანდაცვის სფეროში სახელმწფო ინვესტიციათა შემცირების ხარჯზე მოხდა. თუმცა, ეს არ უნდა გახდეს სასოწარკვეთის მიზეზი. უბრალოდ, საჭიროა საქმეების თავად კეთება. დღეს, ახალი ევროპული ბალანსის ძირითადი კრიტერიუმი მსგავს კოლექტიურ კრიზისებთან გამკლავების შესაძლებლობათა აღდგენა უნდა იყოს. ევროპის ეკონომიკის სტიმულირებისათვის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პაკეტია საჭირო. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს ამბიციურ ფორმაზე, გავზარდოთ საკუთარი რესურსები და ამავდროულად, ევროკავშირის შემოსავლები. მხოლოდ ამ გზით მივაგნებთ იმ ბალანსს, რომელიც შიდა დაპირისპირებებისა და უთანხმოების გამო გაქრა.

 

ჩვენ ვაფასებთ, რომ ევროკავშირმა თავისი წევრებისათვის ბევრი რამ გააკეთა კრიზისთან საბრძოლველად - ჩამოაყალიბა ინსტრუმენტები, რომელიც კრედიტების გარანტიასა და ევროპის ფინანსური სახსრების გამოყენების უფრო მოქნილ წესებს უზრუნველყოფს. გამარტივდა წევრ სახელმწიფოებში საზოგადოებრივი დახმარების გაწევის უფლება და დროებით შეჩერდა სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის პაქტის წესები. თითოეულმა წევრმა ქვეყანამ - ზოგმა ადრე, ზოგმაც გვიან - ეროვნული ბიუჯეტების ფარგლებში, სამუშაოებისა და ეკონომიკის შენარჩუნება დაიწყეს. თუმცა, იმისათვის, რომ ევროპამ თავისი დინამიური ზრდა და ბრწყინვალება დაიბრუნოს, ერთად მეტი უნდა გავაკეთოთ.

 

თქვენს საჭიროებებზე მორგებული ბიუჯეტი
დღეს ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ამბიციური ბიუჯეტის შიშისგან. მიმდინარე კრიზისის პირობებში, ევროკავშირის დახმარების ყველაზე ეფექტიანი ფორმა იქნება დამატებითი თანხების მობილიზება და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მხარდაჭერა. თუმცა, ფინანსური რესურსების დამატება უკვე არსებულ თანხებზე მხოლოდ გადარჩენის მოკლევადიანი ტაქტიკაა. ევროპას სჭირდება სტრატეგია საკუთარი პოზიციის აღსადგენად.
 

ევროკავშირმა უნდა გამოყოს სრულიად ახალი ფინანსური რესურსები (შესაძლოა აღდგენის ფონდის ფარგლებში) პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან საბრძოლველად. გამოცდილებით უკვე ვიცით, რომ "ქამრების მოჭერის" სტრატეგია 2007–2013 წლების კრიზისისას არ აღმოჩნდა ეფექტური.

 

ჯერ კიდევ გვაქვს დაფინანსების ახალი წყაროების მოძიების ფუფუნება. მაგალითად, თუნდაც ფინანსური ტრანზაქციის გადასახადისა და SMF-ს  შემოღება.

 

კიდევ ერთი საკითხია საგადასახადო თაღლითობის შემცირება. ევროკავშირის ქვეყნები ყოველწლიურად მინიმუმ 200 მილიარდ ევროს კარგავენ საგადასახადო სისტემების ტრანსსასაზღვრო თაღლითობების გამო (დღგ, CIT, ჩრდილოვანი ეკონომიკა). ეს მეტია, ვიდრე ევროკავშირის წლევანდელი ბიუჯეტი. ევროპული Raison d'etat არსებული საგადასახადო თავშესაფრების გაუქმებაა. ეს დიდი რეზერვებია და აჩვენებს ევროპის ფინანსურ პოტენციალს. აქ და ახლა უნდა დავამუშავოთ სახსრები ახალი ინვესტიციებისათვის ინოვაციებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ევროპის კონტინენტზე საწარმოო ქსელების აღდგენაში.

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ”ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ევროპამ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე უკანასკნელი კრიზისის პირველ ოთხ წელიწადში”. ეს ყველაფერი სიმართლეა. დღეს საზოგადოება არნახული გამოწვევების წინაშე დგას. მაგრამ, ეს მხოლოდ პირველი კილომეტრია იმ მარათონში, რომელშიც ვმონაწილეობთ. ის, თუ როგორ ვუპასუხებთ პანდემიის შედეგებს, ევროკავშირს განსაზღვრავს. ”მომავალი იწყება დღეს და არა ხვალ” - თქვა წმინდა პაპმა იოანე პავლე მეორემ. ჩვენი დრო კი ახლაა.

{"register":{"columns":[]}}