In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.
Back

კონფერენცია: "Polish-Ukrainian Spotlight Session in Georgia: Fighting for Freedom, Defending Europe - War in Ukraine and the Role of Its Partners in Defending Ukraine & Euro-Atlantic Security"

26.02.2024

Polish-Ukrainian Spotlight Session in Georgia: Fighting for Freedom, Defending Europe - War in Ukraine and the Role of Its Partners in Defending Ukraine & Euro-Atlantic Security.

„გასულ შაბათს 2 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოს დაესხა უკანონოდ თავს. ამ თვალსაზრისით პირველი საქართველო იყო 2008 წელს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი რუსეთის მიერ არის დღემდე ოკუპირებული. თუმცა კრემლის მადა არ შემოიფარგლება არც აფხაზეთით, არც ცხინვალის რეგიონით, არც ყირიმით და არც მთელი უკრაინით. რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის მადა ვერასდროს დაკმაყოფილდება, რადგან მას მუდმივად სჭირდება გარე კონფლიქტები თავად რუსეთის სამართავად. ასე რომ, ეს არ არის ის მომენტი, როცა ომით ან უკრაინის დახმარებით უნდა დავიღალოთ. ჩვენი ამოცანაა უკრაინას დავეხმაროთ იქამდე, სანამ რუსეთის საფრთხეს არ ავიცილებთ თავიდან. უკრაინის დახმარებისგან გამოწვეული დაღლილობის ამჟამინდელი დონე კი შეუდარებლად დაბალია, ვიდრე მომავალში ჩვენი დაუდევრობის პოტენციური შედეგები.“ - ამ სიტყვებით გახსნა ელჩმა მარიუშ მაშკევიჩმა კონფერენცია: "Polish-Ukrainian Spotlight Session in Georgia: Fighting for Freedom, Defending Europe - War in Ukraine and the Role of Its Partners in Defending Ukraine & Euro-Atlantic Security."

მოწვეული სპიკერები იყვნენ: ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა და პოლონეთის ყოფილი ელჩი უკრაინაში ბარტოშ ჩიხოცკი.

„ორი წლის წინ, 24 თებერვალს, მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა. ეს იყო მართლაც უმძიმესი გამოცდილება ოცდაშვიდივე წევრი სახელმწიფოსთვის და ევროკავშირისთვის. რუსეთის აგრესიის შედეგად დამდგარი ეგზისტენციალური საფრთხის მიუხედავად, უკრაინელებმა მსოფლიოს გამბედაობისა და სიმამაცის მაგალითები აჩვენეს. უკრაინის ტერიტორიის დაცვის აუცილებლობის მიუხედავად, რაც ჩვენი მონუმენტური ამოცანაა, ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად რეფორმების განხორციელება არ წყდება, რადგან ევროკავშირში ინტეგრაციას მოაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. ჩვენ ვალში ვართ უკრაინელების წინაშე, რომლებიც იღუპებიან და იბრძვიან ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის. მივესალმოთ და აღვადგინოთ უკრაინა“. - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

დამსწრე საზოგადოებას ასევე საშუალება ჰქონდა ექსპერტების მოსაზრებები მოესმინა. ექსპერტებს შორის იყვნენ: მარია ზოლკინა უკრაინული ფონდის, „დემოკრატიული ინიციატივების“ ექსპერტი, ენერგეტიკული ფორუმის პროგრამების კოორდინატორი მაჩეი ზანიევიჩი და GeoCase-ს თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი.

"უკრაინული საზოგადოება კვლავ ძლიერია. უკრაინელების 90%-ს გამარჯვების სჯერა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ 2024 წელი სირთულეების წელი იქნება. დასავლეთის დახმარების გაზრდის ყველაზე დიდი დაბრკოლება არის იმის შიში, თუ რა მოუვა რუსეთს უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში." - მარია ზოლკინა

სადისკუსიო პანელების მოდერატორები იყვნენ ანალიტიკოსი და ნატოს პოლიტიკური ოფიცერი საქართველოში, არკადიუშ ლეგიეჩი და დანიელ შელიგოვსკი (PISM).

ღონისძიება პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, უკრაინის საელჩოსთან და GeoCase-სთან თანამშრომლობით გაიმართა.

 

ფოტო: ხათუნა გოგიჩაიშვილი

Photos (13)

{"register":{"columns":[]}}