7 სექტემბერს, პოლონური ლიტერატურის მოყვარულები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიულ შენობაში შეიკრიბნენ და იულიუშ სლოვაცკის "კორდიანი"-დან წაიკითხეს ფრაგმენტები.
07.09.2024
გასულ შაბათს, 7 სექტემბერს, პოლონური ლიტერატურის მოყვარულები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიულ შენობაში შეიკრიბნენ და იულიუშ სლოვაცკის "კორდიანი"-დან წაიკითხეს ფრაგმენტები. ღონისძიება კითხვის მე-13 ეროვნული კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას ტრადიციული პატრონაჟით ტარდება.
ღონისძიებას პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები, წმინდა იადვიგას სახელობის პოლონური სკოლის კურსდამთავრებულები, ახალგაზრდები და საქართველოში მცხოვრები პოლონელები ესწრებოდნენ.
ღონისძიება იულიუშ სლოვაცკის შესახებ ორგანიზებული ვიქტორინით დავასრულეთ. გამარჯვებულებს სამსახსოვრო პრიზები პოლონეთის რესპუბლიკის კონსულმა საქართველოში, პიოტრ პომიანოვსკიმ გადასცა.
შეხვედრის თანაორგანიზატორი იყო პოლონური ინსტიტუტი თბილისში.