In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.
Back

კამპანია „Pomoc Polakom na Wschodzie“-ს

22.12.2021

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცელარიაში სახელმწიფო მდივნის, ბ-ნ ადამ კვიატკოვსკის წყალობით, საშობაო ამანათები საქართველოში მცხოვრებმა პოლონელებმაც მიიღეს. აქტივობა, „Pomoc Polakom na Wschodzie“-ს ფარგლებში განხორციელდა. პრეზიდენტისა და პირველი ლედის პატრონაჟით, ეს იყო წლევანდელი კამპანიის მესამე ღონისძიება. თბილისში 3,5 ტონაზე მეტი საჩუქრები დაურიგდათ, როგორც საქართველოში მოქმედი პოლონური დიასპორის რეგისტრირებულ ერთეულებს, ისე პოლონური წარმოშობის მქონე ფიზიკურ პირებს.

8

საქართველოში ყოფნისას, მინისტრმა ადამ კვიატკოვსკიმ თბილისსა და ლაგოდეხში პოლონური ოჯახები მოინახულა. იგი ასევე ეწვია წმინდა დედოფალ იადვიგის სახელობის პოლონურ სკოლას და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოში გამართული ცერემონიისას, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბ-ნ ანდჟეი დუდას გადაწყვეტილებით, ცალკეულ პირებს სახელმწიფო ორდენები გადასცა. საქართველოში პოლონური საზოგადოებისთვის გაწეული ღვაწლისთვის, პოლონური კულტურა-ისტორიის პოპულარიზაციისთვის, ქველმოქმედებისთვის, გაჭირვებულთა და სოციალურად დაუცველთა დახმარებისთვის დაჯილდოვდნენ: ქალბატონი მარია ფილინა, მამა ზიგმუნტ ნიეჯვეჯი, მამა ვიტოლდ შულჩინსკი, ქალბატონი ნუკრი გაბუნია და მამა პაველ დილი.

მინისტრმა ადამ კვიატკოვსკიმ, ელჩმა მარიუშ მაშკევიჩმა და პოლონეთის რესპუბლიკის კონსულმა პიოტრ პომიანოვსკიმ პოლონეთის რესპუბლიკის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მემორიალი შეამკეს ყვავილებით და სიმბოლური სანთლები დაანთეს. ლეხ კაჩინსკის ხსოვნას მათ წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

Photos (9)

{"register":{"columns":[]}}