თბილისში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაცია
14.03.2020
კორონავირუსის გავრცელების მაღალი საფრთხის გამო პოლონეთის რესპუბლიკაში ეპიდემიური საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აიკრძალა პოლონეთში შესვლა. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში წყვეტს სავიზო განაცხადების მიღებას ა.წ. 27 მარტამდე.
საკონსულოში ჩაწერილი მოქალაქეები ვიზიტის ახალი თარიღის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ელ-ფოსტაზე მიიღებენ.