In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.
Back

პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ექიმის/ექიმ-სტომატოლოგის პროფესიით მუშაობის მსურველი უცხოელების მიერ ვიზის მოთხოვნის წესებთან დაკავშირებული ინფორმაცია

პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ექიმის, ექიმ-სტომატოლოგის, ექთნის, მეანის ან პარამედიკოსის პროფესიული საქმიანობის განხორციელების მსურველი უცხოელების მიერ ვიზის მოთხოვნის წესებთან დაკავშირებული ინფორმაცია

2020 წლის 30 დეკემბრიდან ამოქმედდა რეგულაციები, რომლებიც ახალი დამატებითი წესების საფუძველზე, პოლონეთში მუშაობის შესაძლებლობას აძლევს:

  1. ექიმებს,
  2. ექიმ-სტომატოლოგებს,
  3. ექთნებს,
  4. მეანებს,
  5. პარამედიკოსებს,

რომელთაც პროფესიული საქმიანობის განხორციელების კვალიფიკაცია მიენიჭათ  ევროკაშირის არაწევრ ქვეყანებში. პოლონეთში ზემოაღნიშნული პროფესიული საქმიანობის განხორციელების ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული საქმის წარმოება გამარტივდა, ხოლო პროცედურის ვადა მნიშვნელოვნად შემცირდა.  

ექიმს ან ექიმ-სტომატოლოგს, რომელსაც პროფესიული კვალიფიკაცია მიენიჭა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  1. ფლობს ექიმის ან ექიმ-სტომატოლოგის დიპლომს, რომელიც ადასტურებს მინიმუმ ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღებას;
  2. გააჩნია სრული ქმედუნარიანობა (ამ პირობის დაკმაყოფილების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოდგენს ექიმის/ექიმ-სტომატოლოგის მიერ ხელმოწერილი განცხადების წარდგენა);
  3. აქვს ჯანმრთელობის სათანადო მდგომარეობა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად (ამ პირობის დაკმაყოფილების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოდგენს ექიმის ცნობა, რომელიც უფლებამოსილია, სამედიცინო კვლევები ჩაუტაროს თანამშრომლებს);
  4. ავლენს უზადო ეთიკურ ქცევას (ამ პირობის დაკმაყოფილების  დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოდგენს ექიმის/ექიმ-სტომატოლოგის მიერ ხელმოწერილი განცხადების წარდგენა);  

შეუძლია, ეპიდემიური მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით,  პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს მიმართოს განცხადებით პოლონეთის ტერიტორიაზე ექიმის ან ექიმ-სტომატოლოგის პროფესიული საქმიანობის განხორციელების ნებართვის მისაღებად და აგრეთვე, საოლქო საექიმო საბჭოს პროფესიული საქმიანობის განხორციელების პირობითი უფლების მისანიჭებლად. პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის ნებართვის მოპოვება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუშაობის დაწყების მიზნით ვიზის მოთხოვნის საფუძველს წარმოშობს.   

ექიმს ან ექიმ-სტომატოლოგს, რომელიც მოიპოვებს პოლონეთში პროფესიული საქმიანობის განხორციელების პირობით უფლებას, პოლონეთში პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება არ ექნება სხვა დაწესებულებაში, გარდა იმ სამედიცინო დაწესებულებისა, რომელიც გათვალისწინებულია კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტებისათვის სამედიცინო მომსახურების გასაწევად, თუ იგი არ მიიღებს ჯანდაცვის მინისტრის დამატებით ნებართვას აღნიშნულზე. ექიმი ვალდებული იქნება იმუშაოს კურატორის ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც იქნება მე-2 ხარისხის სპეციალიზაციის ან სპეციალისტის ხარისხის მქონე ექიმი. ექიმის ან ექიმ-სტომატოლოგის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პირობითი უფლება ძალაშია 5 წლის ვადით მისი გაცემის დღიდან და ძალას კარგავს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. არ იქნება შესაძლებელი ამ უფლების მომდევნო პერიოდით გაგრძელება ან მისი გაცემის თარიღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ პროფესიული საქმიანობის იმავე პირობებით განსახორციელებლად ახალი უფლების გაცემა. ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ ექიმს ან ექიმ-სტომატოლოგს პოლონეთში პროფესიული საქმიანობის განხორციელება შეეძლება სხვა რეგულაციებით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კერძოდ, მხოლოდ დიპლომის ნოსტრიფიცირების ან ექიმის კვალიფიკაციის შესამოწმებელი გამოცდის ჩაბარების შემდეგ, რომელსაც ატარებს ქ. ლოძის სამედიცინო საგამოცდო ცენტრი, დიპლომისშემდგომი სტაჟირების გავლის ან აღიარების შემდეგ, საბოლოო სამედიცინო გამოცდის ჩაბარების შემდეგ.

 

ექიმს ან ექიმ-სტომატოლოგს, რომელსაც პროფესიული კვალიფიკაცია მიენიჭა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  1. ფლობს ექიმის ან ექიმ-სტომატოლოგის დიპლომს, რომელიც ადასტურებს მინიმუმ ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღებას;
  2. ფლობს სპეციალისტის ხარისხის მინიჭების  დამადასტურებელ დიპლომს;
  3. გააჩნია სრული ქმედუნარიანობა (ამ პირობის დაკმაყოფილების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოდგენს ექიმის/ექიმ-სტომატოლოგის მიერ ხელმოწერილი განცხადების წარდგენა);
  4. აქვს ჯანმრთელობის სათანადო მდგომარეობა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად (ამ პირობის დაკმაყოფილების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოდგენს ექიმის ცნობა, რომელიც უფლებამოსილია, სამედიცინო კვლევები ჩაუტაროს თანამშრომლებს);
  5. ავლენს უზადო ეთიკურ ქცევას (ამ პირობის დაკმაყოფილების  დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოდგენს ექიმის/ექიმ-სტომატოლოგის მიერ ხელმოწერილი განცხადების წარდგენა);  

შეუძლია, ეპიდემიური მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით,  პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს მიმართოს განცხადებით პოლონეთის ტერიტორიაზე ექიმის ან ექიმ-სტომატოლოგის პროფესიული საქმიანობის განხორციელების ნებართვის მისაღებად და აგრეთვე, საოლქო საექიმო საბჭოს პროფესიული საქმიანობის განხორციელების პირობითი უფლების მისანიჭებლად. პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის ნებართვის მოპოვება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუშაობის დაწყების მიზნით ვიზის მოთხოვნის საფუძველს წარმოშობს. 

ექიმი ან ექიმ-სტომატოლოგი, რომელიც მოიპოვებს პოლონეთში პროფესიული საქმიანობის განხორციელების პირობით უფლებას, პირველი 3 თვის განმავლობაში პროფესიული საქმიანობის განხორციელებას შეძლებს ზედამხედველობის ქვეშ, არ ექნება უფლება, იმუშაოს სხვა დაწესებულებაში, გარდა იმ სამედიცინო დაწესებულებისა, რომელიც გათვალისწინებულია კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტებისათვის სამედიცინო მომსახურების გასაწევად, თუ იგი არ მიიღებს ჯანდაცვის მინისტრის დამატებით ნებართვას აღნიშნულზე. ექიმის ან ექიმ-სტომატოლოგის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პირობითი უფლება ძალაშია 5 წლის ვადით მისი გაცემის დღიდან და ძალას კარგავს კანონით განსაზღვრულ  შემთხვევებში. არ იქნება შესაძლებელი ამ უფლების მომდევნო პერიოდით გაგრძელება ან მისი გაცემის თარიღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ პროფესიული საქმიანობის იმავე პირობებით განსახორციელებლად ახალი ნებართვის გაცემა. ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ ექიმს ან ექიმ-სტომატოლოგს პოლონეთში პროფესიული საქმიანობის განხორციელება შეეძლება სხვა რეგულაციებით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კერძოდ, მხოლოდ დიპლომის ნოსტრიფიცირების ან ექიმის კვალიფიკაციის შესამოწმებელი გამოცდის ჩაბარების შემდეგ, რომელსაც ატარებს ქ. ლოძის სამედიცინო საგამოცდო ცენტრი, დიპლომისშემდგომი სტაჟირების გავლის ან აღიარების შემდეგ, საბოლოო სამედიცინო გამოცდის ჩაბარების შემდეგ.

 

ექიმს ან ექიმ-სტომატოლოგს, რომელსაც პროფესიული კვალიფიკაცია მიენიჭა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ და დამატებით აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  1. წარადგინა განცხადება, რომ საკმარის დონეზე ფლობს პოლონურ ენას, რათა შეძლოს მასზე დაკისრებული პროფესიული საქმიანობის განხორციელება (ამ პირობის დაკმაყოფილების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოდგენს ექიმის/ექიმ-სტომატოლოგის მიერ ხელმოწერილი განცხადების წარდგენა);
  2. მიიღო ცნობა პოლონეთის სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელიც შეიცავს სამედიცინო დაწესებულების ორგანიზაციული ერთეულების ჩამონათვალს  და უცხოელის დასაქმების სავარაუდო პერიოდს მედიცინის კონკრეტულ დარგში მინიჭებული სპეციალისტის ხარისხის შესაბამისად პროფესიული საქმიანობის სფეროს მითითებით;
  3. გააჩნია ექიმის ან ექიმ-სტომატოლოგის პროფესიით მუშაობის სულ მცირე სამწლიანი გამოცდილება მედიცინის მოცემულ დარგში, მიღებული ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ უნდა უსწრებდეს წინ პოლონეთში  სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის მიღებას;
  4. ფლობს სპეციალისტის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელ დიპლომს, რომელიც გაცემულია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მიერ;
  5. გავლილი აქვს სპეციალიზებული სწავლება, რომელიც შეესაბამება პოლონეთში არსებული სპეციალიზებული სწავლების პროგრამას (ამ პირობის დაკმაყოფილების  დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოდგენს სპეციალიზებული სწავლების  პროგრამა);

შეუძლია განცხადებით მიმართოს პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს პოლონეთის ტერიტორიაზე ექიმის ან ექიმ-სტომატოლოგის პროფესიული საქმიანობის განხორციელების ნებართვის მისაღებად და აგრეთვე, საოლქო საექიმო საბჭოს პროფესიული საქმიანობის კონკრეტულ სფეროში განსაზღვრული ვადითა და განსაზღვრულ  სამედიცინო დაწესებულებაში პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლების მისანიჭებლად. ექიმი ვალდებული იქნება 1 წლის განმავლობაში იმუშაოს კურატორის ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც იქნება მე-2 ხარისხის სპეციალიზაციის ან სპეციალისტის ხარისხის მქონე ექიმი. პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის ნებართვის მოპოვება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუშაობის დაწყების მიზნით ვიზის მოთხოვნის საფუძველს წარმოშობს. ექიმის ან ექიმ-სტომატოლოგის პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება ძალაშია 5 წლის ვადით მისი გაცემის დღიდან და ძალას კარგავს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ ექიმს ან ექიმ-სტომატოლოგს პოლონეთში პროფესიული საქმიანობის განხორციელება შეეძლება სხვა რეგულაციებით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კერძოდ, მხოლოდ დიპლომის ნოსტრიფიცირების ან ექიმის კვალიფიკაციის შესამოწმებელი გამოცდის ჩაბარების შემდეგ, რომელსაც ატარებს ქ. ლოძის სამედიცინო საგამოცდო ცენტრი, დიპლომისშემდგომი სტაჟირების გავლის ან აღიარების, საბოლოო სამედიცინო გამოცდის ჩაბარების შემდეგ.

ექიმის ან ექიმ-სტომატოლოგის პროფესიული საქმიანობის განხორციელების  ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენისას ექიმის ან ექიმ-სტომატოლოგის დიპლომი, ასევე სპეციალისტის ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომი ან მათი დუბლიკატები აპოსტილით უნდა იყოს დამოწმებული იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ, სადაც არის გაცემული. იმ შემთხვევაში, თუ საბუთის აპოსტილით დამოწმება მეტისმეტად რთული ან შეუძლებელი იქნება, ჯანდაცვის მინისტრს შეუძლია გაათავისუფლოს განმცხადებელი პირი ამ ვალდებულებისაგან. 

ექთანს ან მეანს, რომელსაც პროფესიული კვალიფიკაცია მიენიჭა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  1. ფლობს ექთნის ან მეანის დიპლომს;
  2. გააჩნია სრული ქმედუნარიანობა (ამ პირობის დაკმაყოფილების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოდგენს ექთნის/მეანის მიერ ხელმოწერილი განცხადების წარდგენა);
  3. აქვს ჯანმრთელობის სათანადო მდგომარეობა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად (ამ პირობის დაკმაყოფილების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოდგენს ექიმის ცნობა, რომელიც უფლებამოსილია, სამედიცინო კვლევები ჩაუტაროს თანამშრომლებს);
  4. ავლენს უზადო ეთიკურ ქცევას (ამ პირობის დაკმაყოფილების  დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოდგენს ექთნის/მეანის მიერ ხელმოწერილი განცხადების წარდგენა); 

შეუძლია, ეპიდემიურ მდგომარეობასთან ან ეპიდემიური საფრთხის მდგომარეობასთან დაკავშირებით, პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს მიმართოს განცხადებით პოლონეთის ტერიტორიაზე ექთნის ან მეანის პროფესიული საქმიანობის განხორციელების ნებართვის გასაცემად და აგრეთვე, საოლქო საექთნო-სამეანო საბჭოს პროფესიული საქმიანობის განხორციელების პირობითი უფლების მისანიჭებლად. პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის ნებართვის მოპოვება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუშაობის დაწყების მიზნით ვიზის მოთხოვნის საფუძველს წარმოშობს.  

ექთანს ან მეანს, რომელიც მოიპოვებს პოლონეთში პროფესიული საქმიანობის განხორციელების პირობით უფლებას, პოლონეთში პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება არ ექნება სხვა დაწესებულებაში, გარდა იმ სამედიცინო დაწესებულებისა, რომელიც გათვალისწინებულია კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტებისათვის სამედიცინო მომსახურების გასაწევად, თუ იგი არ მიიღებს ჯანდაცვის მინისტრის დამატებით ნებართვას აღნიშნულზე. ექთანი ან მეანი ვალდებული იქნება სხვა ექთნის ან მეანის ზედამხედველობის ქვეშ იმუშაოს.

იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული საქმიანობის განხორციელების პირობითი უფლების მქონე ექთანს ან მეანს გააჩნია სულ მცირე სამწლიანი პროფესიული გამოცდილება ექთნად ან მეანად მუშაობის, მიღებული ბოლო ხუთი წლის ვადაში, რომელიც უშუალოდ უსწრებს წინ სამუშაო ნებართვის მისაღებად ამ გზით განაცხადის წარდგენას, პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე პროფესიით დასაქმების პირველი სამი თვის განმავლობაში პროფესიულ საქმიანობას განახორციელებს სხვა ექთნის ან მეანის ზედამხედველობის ქვეშ.

ექთნის ან მეანის პროფესიული საქმიანობის შესრულების პირობითი უფლება ძალაშია 5 წლის ვადით მისი გაცემის დღიდან და ძალას კარგავს კანონით განსაზღვრულ  შემთხვევებში. არ იქნება შესაძლებელი ამ უფლების მომდევნო პერიოდით გაგრძელება ან მისი გაცემის თარიღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ პროფესიული საქმიანობის იმავე პირობებით განსახორციელებლად ახალი ნებართვის გაცემა. ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ ექთანს ან მეანს პოლონეთში პროფესიული საქმიანობის განხორციელება შეეძლება მხოლოდ დიპლომის ნოსტრიფიცირების ან საექთნო ან სამეანო მიმართულებით უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის) დამთავრების შემდეგ.

 

ექთანს ან მეანს, რომელსაც პროფესიული კვალიფიკაცია მიენიჭა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ და დამატებით აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  1. წარადგინა განცხადება, რომ საკმარის დონეზე ფლობს პოლონურ ენას, რათა შეძლოს მასზე დაკისრებული პროფესიული საქმიანობის შესრულება;
  2. მიიღო ცნობა პოლონეთის სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელიც შეიცავს სამედიცინო დაწესებულების ორგანიზაციული ერთეულების ჩამონათვალს, დასაქმების სავარაუდო პერიოდს პროფესიული საქმიანობის სფეროს მითითებით,  მიღებული განათლების შესაბამისად;
  3. გააჩნია ექთნის ან მეანის პროფესიით მუშაობის სულ მცირე სამწლიანი გამოცდილება, მიღებული ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ უნდა უსწრებდეს წინ პოლონეთში სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის მიღებას.

შეუძლია პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს მიმართოს განცხადებით  პოლონეთის ტერიტორიაზე ექთნის ან მეანის პროფესიული საქმიანობის განხორციელების  ნებართვის მისაღებად და აგრეთვე, საოლქო საექთნო-სამეანო საბჭოს პროფესიული საქმიანობის კონკრეტულ სფეროში განსაზღვრული ვადითა და განსაზღვრულ სამკურნალო დაწესებულებაში პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლების მისანიჭებლად. პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის ნებართვის მოპოვება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუშაობის დაწყების მიზნით ვიზის მოთხოვნის საფუძველს წარმოშობს.

ექთანი ან მეანი ვალდებული იქნება 1 წლის განმავლობაში იმუშაოს სხვა ექთნის ან მეანის ზედამხედველობის ქვეშ, რომელსაც დაუნიშნავს იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი, სადაც იქნება დასაქმებული.

ექთანს ან მეანს, რომელიც ამ გზით მოიპოვებს პოლონეთში პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლებას, პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე  პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება არ ექნება სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, გარდა იმ სამედიცინო დაწესებულებისა, რომელმაც ცნობა გასცა მის სახელზე.

ექთნის ან მეანის პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება ძალაშია  5 წლის ვადით მისი გაცემის დღიდან და ძალას კარგავს კანონით განსაზღვრულ  შემთხვევებში. არ იქნება შესაძლებელი ამ უფლების მომდევნო პერიოდით გაგრძელება ან მისი გაცემის თარიღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ პროფესიული საქმიანობის იმავე პირობებით განსახორციელებლად ახალი ნებართვის გაცემა. ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ ექთანს ან მეანს პოლონეთში პროფესიული საქმიანობის განხორციელება შეეძლება მხოლოდ დიპლომის ნოსტრიფიცირების ან საექთნო ან სამეანო მიმართულებით უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის) დამთავრების შემდეგ.

ექთნის ან მეანის პროფესიული საქმიანობის განხორციელების ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენისას ექთნის ან მეანის დიპლომი ან მათი დუბლიკატები აპოსტილით უნდა იყოს დამოწმებული იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ, სადაც არის გაცემული. იმ შემთხვევაში, თუ საბუთის აპოსტილით დამოწმება მეტისმეტად რთული ან შეუძლებელი იქნება, ჯანდაცვის მინისტრს შეუძლია გაათავისუფლოს განმცხადებელი პირი ამ ვალდებულებისაგან. 

პარამედიკოსს, რომელსაც პროფესიული კვალიფიკაცია მიენიჭა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  1. გააჩნია სრული ქმედუნარიანობა (ამ პირობის დაკმაყოფილების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოდგენს პარამედიკოსის მიერ ხელმოწერილი განცხადების წარდგენა);
  2. აქვს ჯანმრთელობის სათანადო მდგომარეობა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად (ამ პირობის დაკმაყოფილების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოდგენს ექიმის ცნობა, რომელიც უფლებამოსილია, სამედიცინო კვლევები ჩაუტაროს თანამშრომლებს);
  3. ფლობს პარამედიკოსის პროფესიული ხარისხის მინიჭების დამადასტურებელ დიპლომს ან გააჩნია სულ მცირე სამწლიანი პროფესიული გამოცდილება პარამედიკოსის საქმიანობის განხორციელებაში, მიღებული ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ უნდა უსწრებდეს წინ ნებართვის გაცემას.

შეუძლია, პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს მიმართოს განცხადებით პოლონეთის ტერიტორიაზე პარამედიკოსის პროფესიული საქმიანობის განხორციელების ნებართვის მისაღებად. პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის ნებართვის მოპოვება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუშაობის დაწყების მიზნით ვიზის მოთხოვნის საფუძველს წარმოშობს.

ეპიდემიური საფრთხის მდგომარეობის ან ეპიდემიური მდგომარეობის გამოცხადების პერიოდში პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს შეუძლია პარამედიკოსის პროფესიული საქმიანობის განხორციელების ნებართვა გასცეს პირზე, რომელსაც გააჩნია სულ მცირე ერთწლიანი პროფესიული გამოცდილება.

პარამედიკოსის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე ამ გზით გაცემული ნებართვა ძალაშია 5 წლის ვადით მისი გაცემის დღიდან და ძალას კარგავს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. არ იქნება შესაძლებელი ამ უფლების მომდევნო პერიოდით გაგრძელება ან მისი გაცემის თარიღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ პროფესიული საქმიანობის იმავე პირობებით განსახორციელებლად ახალი ნებართვის გაცემა. ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ პარამედიკოსს პოლონეთში პროფესიული საქმიანობის განხორციელება შეეძლება მხოლოდ პოლონეთის სახელმწიფო სამედიცინო დახმარების შესახებ კანონის რეგულაციების თანახმად.

 

ზემოჩამოთვლილი საბუთები შეგიძლიათ გაგზავნოთ ფოსტით პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს მისამართზე (სამედიცინო კადრების განვითარების დეპარტამენტი, ჯანდაცვის სამინისტრო, მიოდოვას ქ. 15, 00-952 ვარშავა) ან პირადად წარადგინოთ სამინისტროს კანცელარიაში ან საკონსულოში, სადაც უნდა შეიტანოთ სავიზო განაცხადი.

უნდა იზრუნოთ, რომ საბუთები სრულყოფილი სახით იქნეს წარდგენილი, რაც დააჩქარებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. აუცილებელი დოკუმენტაციის ნუსხა განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე.  

 

იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი გაცემულია ქვეყანაში, რომელიც წარმოადგენს ჰააგის კონვენციის მხარეს, რაც საზღვარგარეთ გაცემული ოფიციალური დოკუმენტაციის ლეგალიზების აუცილებლობას აუქმებს (ასეთი ქვეყნების ჩამონათვალს იხილავთ აქ), საჭირო იქნება მისი აპოსტილით დამოწმება იმ სახელმწიფოს კომპეტენტური  უწყების მიერ, სადაც არის გაცემული. (ასეთი უწყებების ჩამონათვალს იხილავთ აქ).

თუ ფლობთ შესაბამის კვალიფიკაციას, აკმაყოფილებთ ზემოჩამოთვლილ ყველა პირობას და გსურთ პოლონეთში ექიმის ან ექიმ-სტომატოლოგის, ექთნის, მეანის ან პარამედიკოსის პროფესიული საქმიანობის განხორციელება, მაგრამ არ ფლობთ პოლონეთში შესასვლელ ვიზას, უნდა იხელმძღვანელოთ შემდეგი ინსტრუქციით:

  1. პოლონეთის საკონსულოში ვიზაზე განაცხადის შეტანამდე პოლონეთის  სამედიცინო დაწესებულებიდან (მაგ.: საავადმყოფო, პოლიკლინიკა) უნდა მოიპოვოთ დასაქმების შესახებ ცნობა.
  2. განაცხადი ვიზის მიღების თაობაზე უნდა შეიტანოთ თქვენს მუდმივ საცხოვრებელ ქვეყანაში მდებარე პოლონეთის საკონსულოში.
  3. საკონსულოში სავიზო განაცხადის შემოსატანად ვიზიტის დაჯავშნის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია შესაბამისი საკონსულოს ვებ-გვერდზე, „საკონსულო ინფორმაციის“,  „ვიზების“, „D ტიპის ეროვნული ვიზის“ კატეგორიაში.   
  4. სავიზო განაცხადის შემოტანის მიზნით ჩანიშნულ შეხვედრაზე აუცილებელია თან იქონიოთ შემდეგი საბუთები:
  1. სისტემა e-konsulat-ში შევსებული, ამობეჭდილი და ხელმოწერილი სავიზო განაცხადის ფორმა;
  2. ფერადი ფოტოსურათი ზომით 3,5 x 4,5 სმ. ფოტოსურათი უნდა იყოს:
  • მკაფიო, შესრულებული თეთრ ფონზე და დაბეჭდილი მაღალი ხარისხის ფურცელზე;
  • გადაღებული არაუმეტეს ბოლო 6 თვის მანძილზე;
  • ადაღებული პირდაპირი ხედით, რომელზეც ნათლად გამოჩნდება თვალები და მთლიანი სახე. კადრი უნდა მოიცავდეს პიროვნების გამოსახულებას თავის ზედა ნაწილიდან მხრების ზედა ზღვრამდე ის, რომ სახე ფოტოსურათის 70-80%  შეადგენდეს. ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს თავსაბურავის გარეშე.  
  1. პასპორტი გაცემული უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში, მოქმედი სულ მცირე სამი თვის ვადით უკან (სამშობლოში) დაბრუნების დაგეგმილი თარიღიდან. პასპორტში დარჩენილი უნდა იყოს ვიზისათვის გათვალისწინებული სულ მცირე ორი თავისუალი გვერდი
  2. პასპორტის იმ გვერდის ქსეროასლი, რომელზეც განთავსებულია პერსონალური მონაცემები და ფოტოსურათი;
  3. ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედი 30 000 ევროს სადაზღვევო ანაზღაურების მქონე სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ასლი დამადასტურებელი დოკუმენტისა, რომ ექვემდებარებით პოლონეთის საყოველთაო დაზღვევას;
  4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ბინადრობის მოწმობის) ასლი, რომელიც ადასტურებს თქვენს ლეგალურად ცხოვრებას იმ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე, სადაც შეგაქვთ ვიზაზე განაცხადი;
  5. ფინანსური საშუალების ფლობის დამადასტურებელი საბუთი, დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ განსაზღვრული ფორმით. აღნიშნული საბუთით უნდა  დაადასტუროთ, რომ ფლობთ საკმარის ფინანსურ საშუალებას სამსახურის დაწყებამდე პოლონეთის ტერიტორიაზე საარსებო ხარჯების დასაფარად; 
  6. პოლონეთის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა დასაქმების შესახებ;
  7. ექიმის, ექიმ-სტომატოლოგის დიპლომი ან სპეციალისტის ხარისხის მინიჭების  დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც გაცემულია ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში;
  8. დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ფლობთ ექიმის პროფესიით მუშაობის სულ მცირე სამწლიან გამოცდილებას მედიცინის კონკრეტულ სფეროში, მიღებულს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ უნდა უსწრებდეს წინ პოლონეთის სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობის მიღებას, რაც საუბარია „h” პუნქტში.  

იმ შემთხვევაში, თუ უცხოელმა საკონსულოში სავიზო განაცხადის შემოტანამდე მოიპოვა პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს პოლონეთში ექიმის/ექიმ-სტომატოლოგის პროფესიული საქმიანობის განხორციელების ნებართვას (ან დანაპირს, ასეთი ნებართვის გაცემის შესახებ), „h” და „J” პუნქტებში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენის აუცილებლობა აღარ წარმოიშობა.  

ზოგადი სავიზო პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პოლონეთის საკონსულოებს. საზღვარგარეთ პოლონეთის საკონსულოების სიას იხილავთ აქ. საკონსულო სამსახურთან დაკავშირება შესაძლებელია როგორც ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ასევე სატელეფონო კომუნიკაციის გზით.

  1. სავიზო განაცხადის მიღებისა და განხილვის საფასურის ოდენობა მითითებულია შესაბამისი საკონსულოს ვებსაიტზე - აირჩიეთ კატეგორიები: „სავიზო ინფორმაცია“, „ვიზები“, „D ტიპის ეროვნული ვიზა“, „რამდენი უნდა გადავიხადო?“

 

  1. გადაწყვეტილება ვიზის გაცემის თაობაზე მიიღება მოსაკრებლის გადახდიდან 15 დღის განმავლობაში. გამონაკლის შემთხვევებში პროცედურა შესაძლოა გაგრძელდეს.

 

  1. განმცხადებელს სავიზო განაცხადის შეტანისას ეცნობება გადაწყვეტილების მიღების სავარაუდო თარიღის შესახებ.

 

  1. თუ აპლიკანტი არ ეთანხმება კონსულის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, განაცხადი შემოიტანოს სავიზო აპლიკაციის ხელმეორედ განხილვის მოთხოვნით. განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს იმ დაწესებულებაში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, მისი ხელზე მიღებიდან 14 დღის ვადაში. საკონსულო მოსაკრებლის ოდენობა მითითებულია შესაბამისი საკონსულოს ვებსაიტზე - აირჩიეთ კატეგორიები: „სავიზო ინფორმაცია“, „ვიზები“, „D ტიპის ეროვნულ ვიზა“, „რამდენი უნდა გადავიხადო?“.
{"register":{"columns":[]}}