ინფორმაცია 2020 წლის 25 მაისიდან საკონსულოში მომსვლელთა მიღების ახალი წესის შესახებ
19.05.2020
2020 წლის 25 მაისიდან საკონსულო განყოფილება აღადგენს საკონსულო მომსახურების მიღების შესაძლებლობას მხოლოდ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში. პირები, რომელთაც არ ექნებათ თარიღი დაჯავშნილი ან დაგვიანებით გამოცხადდებიან, მომსახურებას ვერ მიიღებენ.
ძირითადი წესები
- საკონსულო სამსახურის შესასვლელთან რიგში მყოფ პირთა რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, გთხოვთ, დანიშნულ დროზე გამოცხადდეთ;
- საკონსულოში შემოსვლამდე დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია რიგში მდგომ სხვა პირებთან და ნუ დადგებით ერთად 10 კაცზე მეტი;
- გთხოვთ, თან იქონიოთ მხოლოდ საჭირო საბუთების კომპლექტი და საწერი კალამი. ყველა სხვა ნივთი, მათ შორის ხელბარგი, უნდა დატოვოთ გარეთ საკონსულოში შემოსვლამდე;
- საკონსულოში შემოსვლისას უნდა გაიკეთოთ დამცავი პირბადე და ხელთათმანები;
- საკონსულოს შესასვლელში უნდა გაიაროთ ტემპერატურის გაზომვის პროცედურა და სადეზინფექციო სითხით დაიმუშავოთ ხელები;
- თანმხლები პირები საკონსულოში არ დაიშვებიან;
სავიზო საკითხები
- ეროვნული ვიზის მისაღებად განაცხადის შემოტანა შეუძლიათ პოლონეთის ტერიტორიაზე მუშაობით დაინტერესებულ და პოლონელის ბარათის მქონე პირებს;
- ეროვნული ვიზის მიღების მიზნით საკონსულოში ვიზიტის დაჯავშნის ინსტრუქცია: https://www.gov.pl/web/georgia/national-visa-registration-changes
- დროებით შეჩერებულია შენგენის ვიზაზე განაცხადების მიღება;
- პირებს, რომლებიც ადრე დარეგისტრირებულნი იყვნენ საკონსულოში სისტემა e-konsulat-სა და ელ-ფოსტის მეშვეობით, მაგრამ საკონსულო სამსახურის მუშაობის შეჩერების გამო ვერ მოხერხდა მათი მიღება, ვთხოვთ, ხელახლა გაიარონ რეგისტრაცია.
- აუცილებელია, მოამზადოთ ყველა საჭირო საბუთი. საბუთის არქონის შემთხვევაში საჭირო იქნება საკონსულოში ვიზიტის ხელახლა დაჯავშნა;
- პასპორტის გატანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ დანიშნულ ვადაში;
საპასპორტო, სამართლებრივი და მოქალაქეობის საკითხები
- ვიზიტის დაჯავშნა: tbilisi.amb.rk@msz.gov.pl
- აუცილებელია, მოამზადოთ ყველა საჭირო საბუთი. საბუთის არქონის შემთხვევაში საჭირო იქნება საკონსულოში ვიზიტის ხელახლა დაჯავშნა;
პოლონელის ბარათი და რეპატრიაცია
- პოლონელის ბარათის მიღების/გაგრძელების თაობაზე განაცხადის შემოსატანად ვიზიტის დაჯავშნა: tbilisi.amb.rk@msz.gov.pl
- აუცილებელია, მოამზადოთ ყველა საჭირო საბუთი. საბუთის არქონის შემთხვევაში საჭირო იქნება საკონსულოში ვიზიტის ხელახლა დაჯავშნა;
- რეპატრიაციის საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა მიღებას ვწყვეტთ აღნიშნულ მომსახურებაზე შეზღუდვის მოხსნამდე.