In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.
Back

ინფორმაცია საკონსულო სისტემებში შენახული პირადი მონაცემების დამუშავების შესახებ

ინფორმაცია საკონსულო ბაზებში პირადი მონაცემების დამუშავების შესახებ

 

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვისა და ასეთი მონაცემების თავისუფალი მიმოცვლის შესახებ, 2016 წლის 27 აპრილის ევროპარლამენტისა და საბჭოს (UE) 2016/679 დადგენილების, რომელიც აუქმებს 95/46/WE დირექტივას, მე-13 მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ:

  1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, თქვენი პირადი მონაცემების ადმინისტრატორი გახლავთ პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი (მისამართი: ი. შუხის გამზ. 23,  00-580 ვარშავა).
  2. საკონსულო ბაზებში შეყვანილ მონაცემებთან დაკავშირებით პერსონალური მონაცემების ადმინისტრატორის მოვალეობებს ასრულებს პოლონეთის რესპუბლიკის კონსული თბილისში, (მისამართი: პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში, ოთარ ონიაშვილის ქ. 24, 0160 თბილისი).
  3. საგარეო საქმეთა მინისტრი ნიშნავს მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომელიც საკუთარ მოვალეობებს ასრულებს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მონაცემების დამუშავებასთან მიმართებით.

აღნიშნულ ფუნქციას ასრულებს ბატონი დანიელ შჩესნი.

 

მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საკონტაქტო მონაცემებია:

მისამართი: ი. შუხის გამზ. 23,00-580 ვარშავა

ელექტრონული ფოსტის მისამართი: iod@msz.gov.pl

  1. მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ ადმინისტრატორის მიერ დანიშნულ უფლებამოსილ პირებს.
  2. საკონსულო ბაზებში არსებული მონაცემების დამუშავება წარმოებს მონაცემთა დაცვის შესახებ დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის
    C ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე და ემსახურება პოლონეთის კონსულის მიერ ცალკეული დებულებებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებას (იხ. დანართი).
  3. მონაცემები დაცულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ დადგენილების საფუძველზე, დაუშვებელია მათი გადაცემა უფლებამოსილების არმქონე მესამე პირთათვის და მესამე ქვეყნისთვის, რომელიც არ იძლევა მონაცემთა დაცვის გარანტიას სულ მცირე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ დადგენილებით გათვალისწინებულ დონეზე. მონაცემების მესამე ქვეყნისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ვალდებულება გათვალისწინებულია პოლონეთის ან ევროკავშირის კანონმდებლობით, თანახმად პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ დადგენილების 44-46-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა.
  4. თქვენი მონაცემები შეიძლება გადაეცეს შესაბამის დაწესებულებებს, მათ შორის საჯარო სამსახურებს, კანონით დადგენილ ფარგლებში.
  5. თქვენს მიერ პერსონალური მონაცემების წარმოდგენა არის კანონით განსაზღვრული მოთხოვნა და აუცილებელია საქმის განხილვისათვის.  
  6. თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ დადგენილების მე-15 მე-19 მუხლების შესაბამისად, გაქვთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების კონტროლის, განსაკუთრებით, მონაცემებზე წვდომისა და მათი შესწორების, წაშლის და დამუშავების შეზღუდვის უფლება. (თუ ამას დაუშვებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-17 და მე-18 მუხლები).
  7. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არ წარმოებს ავტომატურ რეჟიმში, რაც გავლენას იქონიებს სამართლებრივი შედეგების მქონე გადაწყვეტილებების მიღებაზე ან სხვაგვარად იქონიებს მასზე არსებით გავლენას. არ ხდება მონაცემების პროფილირება.
  8. უფლება გაქვთ, პრეტენზია წარუდგინოთ ზედამხედველ ორგანოს მისამართზე:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამმართველოს თავმჯდომარე

სტავკის ქ. #2

00-193 ვარშავა

{"register":{"columns":[]}}