In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.
Back

სწავლის საფასურის დაბრუნება/Refund of student fee

12.08.2021

Komunikat

სწავლის დაწყების ან გაგრძელების მიზნით პოლონეთში გასამგზავრებელ ვიზაზე უარის მიღების შემთხვევაში სწავლის საფასურის დაბრუნების მოთხოვნის წესების შესახებ ინფორმაცია

სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ გაწეული საგანმანათლებლო მომსახურების საფასურის გადახდის პირობებს განსაზღვრავს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების შესახებ პოლონეთის 2018 წლის 20 ივლისის კანონი, ხოლო კერძო უნივერსიტეტების შემთხვევაში, სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული პირობები გამომდინარეობს ამ  უნივერსიტეტების შინაგანაწესიდან.

სასწავლებელში მიღებული სტუდენტები უნივერსიტეტებთან დებენ ხელშეკრულებებს, რომელთა პუნქტებში არსებული ჩანაწერებიც შეიცავს სასწავლებელში მიღების პროცესთან, სწავლის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ დეტალურ პირობებს, მათ შორის დებულებებს, რომლებიც ეხება საფასურის ოდენობას და აგრეთვე გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების წესებს. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის კანდიდატები ყურადღებით უნდა გაეცნონ ამ საბუთებს, განსაკუთრებით კი გადახდილი სწავლის საფასურის დაბრუნების წესებთან დაკავშირებულ ჩანაწერებს.   

სწავლის საფასურის დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა ხდება უშუალოდ სტუდენტსა და უმაღლეს სასწავლებელს შორს. პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოები, ისევე როგორც პოლონეთის რესპუბლიკის საკონსულოები არ შუამდგომლობენ სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის, აგრეთვე არ გააჩნიათ რაიმე სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლებიც უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა სტუდენტური ვიზის გაცემაზე, შესაძლებლობას მისცემს, დაიბრუნოს მის მიერ გადახდილი სწავლის საფასური.  

თუ უნივერსიტეტი არ ასრულებს სტუდენტთან დადებული ხელშეკრულების დებულებებს, კერძოდ, არ უზრუნველყო სწავლის საფასურის დაბრუნება იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით ასე იყო გათვალისწინებული, სწავლის საფასურთან დაკავშირებულ საკითხებზე უფლებების დაცვის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ სამოქალაქო-სამართლებრივი გზით.  

INFORMATION ABOUT REFUNDING STUDENT FEES IN CASE OF RECEIVING A VISA REFUSAL IN ORDER TO START OR CONTINUE STUDIES

The charging fees issues for educational services by public universities are regulated in the Act of 20 July 2018, Law on Higher Education and Science, and in the case of non-public universities, they result from the internal regulations of these universities.

Students conclude civil law contracts with universities, which contain special conditions related to the admission process, the course of studies, as well as provisions regarding the amount of the fees and the rules related to the fee refunds. Candidates for studies should carefully study these documents in detail, in particular the provisions on the rules for obtaining the refund of the paid tuition fees.

Refund issues are settled between students and universities. The Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland, the Embassies of the Republic of Poland, as well as the Consulates of the Republic of Poland do not mediate in issues between the student and the university and do not have legal measures allowing a foreigner, who has been refused a student visa, to obtain a refund of the tuition fees.

If the university fails to comply with the provisions of the contract concluded with the student, in particular, it has not refunded the fee, claims regarding student fees may only be pursued through civil law.

{"register":{"columns":[]}}