პოლონეთში პროფესიული სამედიცინო საქმიანობის განხორციელებაზე გამარტივებული წვდომა
10.06.2021
2020 წლის 30 დეკემბრიდან ამოქმედდა ახალი რეგულაციები, რომლებიც ამარტივებს პოლონეთში პროფესიული სამედიცინო საქმიანობის განხორციელებაზე წვდომას:
- ექიმების
- ექიმ-სტომატოლოგების
- ექთნების
- მეანების
- პარამედიკოსების
მიერ, რომელთაც აღნიშნული პროფესიული საქმიანობის განხორციელების კვალიფიკაცია მიენიჭათ ევროკაშირის არაწევრ ქვეყანებში.
პოლონეთში ზემოაღნიშნული პროფესიული საქმიანობის განხორციელების ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული საქმის წარმოება გამარტივდა, ხოლო პროცედურის ვადა მნიშვნელოვნად შემცირდა. პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროში შეტანილი განაცხადები, მათ შორის პოლონეთის კონსულების შუამდგომლობით წარდგენილი განაცხადები ექვემდებარება სწრაფ განხილვას.
დეტალური ინფორმაცია ამა თუ იმ პროფესიით მუშაობის დაწყების წესებთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია საელჩოს ინტერნეტ გვერდზე, აგრეთვე პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინტერნეტ გვერდზე.
ცხელი ხაზი: (+48) 22 427 65 60 (სატელეფონო კონსულტაციის ენებია: პოლონური, უკრაინული, რუსული და ინგლისური)
ცხელი ხაზის სამუშაო საათებია: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 08:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე პოლონური დროით.
დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ კითხვით მიმართონ პოლონეთის რესპუბლიკის შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას საცხოვრებელი ქვეყნის მიხედვით.