In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.
Back

ტენდერი სამსახურეობრივი ავტომანქანის შესყიდვაზე

16.04.2021

Uwaga

ტენდერი სამსახურეობრივი ავტომანქანის შესყიდვაზე AUDI Q 7

 

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში, მისამართზე ონიაშვილის ქ. 24, 0160, თბილისი (საქართველო) აცხადებს ტენდერს სამსახურეობრივი ავტომობილის შესყიდვაზე  AUDI Q 7; გამოშვების წელი 2007.  

 1.მანქანის ტექნიკური მონაცემები:  

  • მარკა /მოდელი: AUDI Q7 – TDI
  • საწვავის ტიპი: diesel
  • ცილინდრების რაოდენობა: 6
  • ძრავის მოცულობა: 2 967
  • გამოშვების წელი: 2007წ.
  • ძრავის ნრ: BUG 077796
  • ვინ კოდი: WAUZZZ4L28DO32245
  • გადაცემათა კოლოფი: ავტომატური- 6 საფეხურიანი გადაცემის კოლოფი- ტიპტრონიკი
  • ფერი: შავი
  • ავტომანქანის შეძენის თარიღი/ მაისი 2008 წელი
  • გარბენის ჩვენება: 241 400 კმ.

2. საწყისი ფასი: 4 500,00 ევრო (სიტყვიერად: ოთხი ათას ხუთასი  და 00/100 ევრო).

3.  ავტომობილიდათვალიერება შეიძლება  თბილისში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოში, მისამართზე ონიაშვილის ქ. 24, 0160,  2021 წლის 16 აპრილიდან 18 მაისამდე,  10:00-დან 14:00 საათამდე. ვიზიტის შესათანხმებლად გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ  ტელეფონის ნომრებზე:

- 00 995 599 568 100 (პოლონური, ინგლისური);

- 00 995 595 887 997 (ქართული, რუსული).

4. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობა არის გამოცხადებული საწყისი ფასის 10% -ის ოდენობის მოსაკრებლის  წინასწარი გადახდა, რაც შეადგენს 450.00 ევროს (სიტყვიერად: ოთხას ორმოცდაათი და 00/100 ევრო). სატენდერო მოსაკრებლის გადახდა  უნდა მოხდეს პოლონეთის საელჩოს სალაროში, მისამართზე ონიაშვილის ქ. 24. მოსაკრებლის გადახდის ბოლო ვადაა ე 2021 წლის  18 მაისი, 16:00 საათამდე.   

5. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, პრეტენდენტმა უნდა წერილობით შეავსოს  სატენდერო წინადადება - დანართი 1, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) პრეტენდენტის სახელი და გვარი ან კომპანიის დასახელება, ზუსტი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი.

ბ) პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასი (გამოხატული ციფრებში  და სიტყვიერად), ასევე გადახდის პირობები.

გ) პრეტენდენტის განაცხადი, სადაც იგი ადასტურებს, რომ იგი გაეცნო შესყიდვის ობიექტის მდგომარეობას, ან ის, რომ იგი  პასუხისმგებელია  იმ  შედეგებზე, რომელიც მოყვება თუკი უარს იტყვის შესყიდვის ობიექტის დათვალიერებაზე.  

დ) სატენდერო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

ე) პრეტენდენტის განცხადება, რომ წაიკითხა და გაეცნო წესებს პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.

(დანართი No2).

 6. სატენდერო წინადადება (თანდართული - დანართი 1-ის შესაბამისად) სატენდერო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის ასლთან ერთად, პრეტენდენტმა  უნდა წარმოადგინოს  პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოში, მისამართზე: ონიშვილის ქ.  24,  0160 თბილისიდახურულ კონვერტში,  წარწერით "ტენდერი AUDI Q7 - არ გახსნათ". სატენდერო წინადადების წარდგენის ბოლო ვადა არის 2021 წლის 18 მაისი, 16:00 საათამდე.    

 7. კონვერტების ოფიციალური გახსნა და სატენდერო წინადადებების განხილვა მოხდება სატენდერო კომისიის კრებაზე , რომელიც გაიმართება  19/05/2021 წ.  10:00.   

8. კომისია შეარჩევს იმ პრეტენდენტს, რომელმაც ყველაზე მაღალფასი შესთავაზა.

9. ტენდერში წაგებული პრეტენდენტების მიერ გადახდილი სატენდერო მოსაკრებლი, ექვემდებარება დაბრუნებას გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში.  ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ გადახდილი სატენდერო მოსაკრებელი ჩაითვლება შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულებაში.

10. სატენდრო მოსაკრებელი არ ექვემდებარება დაბრუნებას, იმ შემთხვევაში, თუკი ტენდერში გამარჯვებული უარს იტყვის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებაზე.

 11. სატენდერო წინადადება არ განიხილება იმ შემთხვევაში, თუკი მისი წარდგენა მოხდება ვადის გასვლის შემდეგ, ან არასწორ მისამართზე, ან მოსაკრებლის არ გადახდის შემთხვევაში.  ასევე, თუ  სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი  მონაცემები და დოკუმენტები არის არასრული, არარელევანტური ან საეჭვო.

12. თუ პრეტენდენტების მიერ შემოთავაზებული ფასი იქნება ერთნაირი, ტენდერი გაგრძელდება აუქციონის ფორმით.

13. ტენდერში გამარჯვებულს წინასწარ შეატყობინებენ ხელშეკრულების გაფორმების ადგილსა და დროს. ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა განისაზღვბრება არაუგვიანეს 10 დღისა სატენდერო წინადადების განხილვის მომენტიდან.    

14. მყიდველი ვალდებულებას იღებს გადაიხადოს შესყიდვის ობიექტის  ღირებულება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებიდან  არაუგვიანეს 7 დღის ვადაში.

15.  ავტომანქანა გადაეცემა მყიდველს დაუყოვნებლივ მყიდველის მიერ ავტომობილის ღირებულების გადახდის შემდეგ.

16. მყიდველი ვალდებულია თვითონ დაფაროს შესყიდვის ობიექტის შეძენასთან  დაკავშირებული ყველა ხარჯი, გადასახადები და მოსაკრებლები.  (მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადი, ავტომობილის რეგისტრაციის მოსაკრებელი, და ყველა სხვა გადასახადი), რომელიც სავალდებულოა საქართველოში, პოლონეთში ან სხვა ნებისმიერ ქვეყანაში  სადაც ავტომობილი გაიყიდება.

17. პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს,   ახსნის გარეშე, შეწყვიტოს ტენდერი.

18. პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში არ არის პასუხისმგებელი ავტომანქანის ფარული დეფექტებისთვის.

 

დანართები:

დანართი ნრ 1, სატენდერო წინადადება

დანართი ნრ 2,  პრეტენდენტის განცხადება, რომ წაიკითხა და გაეცნო წესებს პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.

Materials

დანართი ნრ 1, სატენდერო წინადადება
დანართი​_ნრ​_1​_სატენდერო​_წინადადება.pdf 0.48MB
დანართი ნრ 2, პრეტენდენტის განცხადება, რომ წაიკითხა და გაეცნო წესებს პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ
დანართი​_ნრ​_2​_ინფორმაცია​_პოლონეთის​_საელჩოს​_მიერ​_პერსონალური​_მონაცემების​_დამუშავების​_​_შესახებ.pdf 0.40MB
ავტომანქანის სურათები
ავტომანქანის​_სურათები.pdf 0.97MB
{"register":{"columns":[]}}