In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.
Back

The Polish Embassy in Tbilisi officially handed over the function of the NATO contact embassy in Georgia to the Romanian and British embassies

30.01.2023

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ რუმინეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებს საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოს ფუნქცია ოფიციალურად გადააბარა.

acn

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ რუმინეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებს საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოს ფუნქცია ოფიციალურად გადააბარა.

ჩვენს შემცვლელებს წარმოადგენდნენ ელჩი რაზვან როტუნდუ და საქმეთა დროებითი რწმუნებული კლერ ოლბლესი.

მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის დირექტორი ალექსანდრე ვინნიკოვი, საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი ნათია სულავა, ევროპისა და ნატოს ქვეყნების ელჩები, ჩვენი პროექტების პარტნიორები, რომლებიც ქართულ ანალიტიკურ ცენტრებს, უნივერსიტეტებსა და მედიას წარმოადგენდნენ.

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო 2019 წლიდან იყო ნატოს საკონტაქტო საელჩო საქართველოში. ოთხი წლის განმავლობაში, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობდით რიგითი მოქალაქეებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ისინი იმ სარგებელში გარკვეულიყვნენ უკეთ, რაც ალიანსს მოაქვს უსაფრთხოების კუთხით. ჩვენი ამოცანა იყო ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობა და კითხვებზე პასუხის გაცემა. მიუხედავად COVID-19-ის პანდემიისა, მოვახერხეთ ნატოსადმი მიძღვნილი 50-ზე მეტი ღონისძიების ორგანიზება; კონფერენციები, სადისკუსიო პანელები, კურსები, სამუშაო შეხვედრები და საჯარო დებატები. წვლილი შევიტანეთ მედიის განვითარებაშიც: 40-ზე მეტი ექსპერტის სტატია და 20 ინტერვიუ. მოვახერხეთ ქართულ ენაზე ორი წიგნის გამოცემა და დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას მიძღვნილი ვებგვერდის შექმნა.

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, რომელთა გარეშეც ეს მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა!

ნაყოფიერ და წარმატებულ სამუშაოს ვუსურვებთ ჩვენს შემცვლელებს!

 

The Polish Embassy in Tbilisi officially handed over the function of the NATO contact embassy in Georgia to the Romanian and British embassies.

Our successor embassies were represented by Romanian Ambassador H.E. Răzvan Rotundu and Chargé d'Affaires a.i. of the British Embassy in Georgia, Clare Allbless.

The reception was honored by the presence of Deputy Foreign Minister of Georgia Lasha Darsalia, Deputy Defense Minister of Georgia Lela Chikovani, Head of NATO Liaison Office Alexander Vinnikov, Head of the Chancellery of the President of Georgia Natia Sulava, as well as ambassadors and representatives of European embassies and NATO, and our project partners representing Georgian think tanks, universities, and media.

The Polish Embassy in Tbilisi has served as the NATO Contact Embassy in Georgia since 2019. Over the course of four years, together with local and international partners, we reached out to ordinary citizens across the country to help them understand the benefits of closer cooperation with NATO and answer their questions.

Despite the covid-19 epidemic, we managed to organize more than 50 NATO-dedicated events; conferences, panel discussions, courses, workshops, and public discussions. We also contributed to the creation of more than 40 expert articles, over 20 media interviews, two book publications, and a website dedicated to the fight against disinformation and propaganda.

We sincerely thank our partners, without whom these achievements would not have been possible.

We also wish a fruitful term to our successors and wish them success.

Photos (11)

{"register":{"columns":[]}}