ინფორმაცია სავიზო განაცხადის შემოტანის მიზნით ვიზიტის დაჯავშნის ახალი წესის შესახებ
27.01.2021
სავიზო განაცხადის შემოტანის მიზნით დაჯავშნეთ ვიზიტი სისტემა e-konsulat-ში. გახსოვდეთ, რომ სავიზო განაცხადი უნდა შემოიტანოთ დაგეგმილ გამგზავრებამდე არა უგვიანეს ორი კვირით ადრე. ყურადღება - რეგისტრაციის დროს მიუთითეთ სრული და ავთენტური მონაცემები, რომლებიც მითითებულია წარმოდგენილ საბუთებში. განაცხადში მითითებული მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს (მათ შორის მართლწერის თვალსაზრისით).
დასაქმების მიზნით ეროვნული ვიზის მიღებით დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, საკონსულოში ვიზიტის თარიღი დაჯავშნონ მხოლოდ და მხოლოდ e-konsulat-ის სისტემაში.
ეროვნული სამუშაო ვიზის მისაღებად სავიზო განაცხადის შემოსატანად თარიღის დაჯავშნის მიზნით უნდა იხელმძღვანელოთ შემდეგი ინსტრუქციით:
- უნდა ეწვიოთ ვებსაიტს: https://secure.e-konsulat.gov.pl/
- „MENU“-დან აირჩიეთ „ეროვნული ვიზა - დაარეგისტრირეთ ფორმა“, ხოლო შემდეგ აირჩიეთ, სამუშაო ვიზაზე აკეთებთ განაცხადს თუ სხვა ტიპის ვიზაზე და ეთანხმებით თუ არა სავიზო განაცხადის შემოტანის წესებს:
- თუ აირჩევთ „ეროვნული ვიზა - სამუშაო“, შეავსეთ წინასწარი სავიზო განაცხადი, რომელიც შეიცავს თქვენს პირად მონაცემებს და იმ დოკუმენტის მონაცემებს, რომელიც პოლონეთში მუშაობის დაწყების უფლებას გაძლევთ (ინფორმაციას იხილავთ გვერდის ბოლოს). თუ შეყვანილი მონაცემები სწორია, შეტყობინებას მიიღებთ ელ-ფოსტაზე სრული სავიზო განაცხადის შესავსებ ბმულთან ერთად. 48 საათი გაქვთ განაცხადის სრულად შესავსებად. შეავსეთ განაცხადი, ჩაწერეთ და ამობეჭდეთ. თუ მონაცემები არ იქნება სწორედ მითითებული ან 48 საათის განმავლობაში სრულ განაცხადს არ შეავსებთ, რეგისტრაცია გაუქმდება;
- თუ აირჩევთ „ეროვნული ვიზა - სხვა“, „ეროვნული ვიზა-სასწავლო“, აირჩიეთ ვიზიტის თარიღი, შეავსეთ სავიზო განაცხადი, ჩაწერეთ და ამობეჭდეთ;
- იმ შემთხვევაში, თუ მსურველთა რაოდენობა აჭარბებს ხელმისაწვდომი ადგილების რაოდენობას, ვიზიტის თარიღის მინიჭება მოხდება ე. წ. ელექტრონული გათამაშების (ელექტრონულად შერჩევის მეთოდით) გზით.
- ყველა სახის ინფორმაცია, დადასტურებები, განაცხადების შესავსები ბმულები ავტომატურად იგზავნება ელექტრონული გზით თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე.
- დადგენილ/შეთანხმებულ დროს საკონსულოში უნდა გამოცხადდეთ ამობეჭდილი და ხელმოწერილი სავიზო განაცხადით, სამუშაო ნებართვის დედნითა და საჭირო დოკუმენტაციის კომპლექტით.
სისტემა e-konsulat-ში სავიზო განაცხადების შემოსატანად ვიზიტის თარიღების გათამაშება გაიმართება ყოველ შაბათ დღეს. საკონსულო სამსახურის თანამშრომლებს არ აქვთ შესაძლებლობა, ჩაერიონ განაცხადების გათამაშების პროცესში, რომელთაც საკონსულოში ვიზიტის თარიღი უნდა მიენიჭოს.
ე. წ. გათამაშების შემდეგ მიიღებთ ინფორმაციას შედეგების შესახებ:
- თუ თქვენი განაცხადი შეირჩევა, მიიღებთ ინფორმაციას საკონსულოში ვიზიტის თარიღის თაობაზე;
- თუ თქვენი განაცხადი არ შეირჩევა, მონაწილეობას მიიღებს მომდევნო გათამაშებებში იქამდე, სანამ არ მოხდება მისი შერჩევა ან სამუშაო ნებართვის ვადა არ ამოიწურება.
ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალს გაეცნობით საელჩოს ვებსაიტზე: https://www.gov.pl/web/georgia/visa-type-d-georgian