In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.
Back

ინფორმაცია სამთავრობო პროგრამის „POLAND BUSINESS HARBOUR”-ის ფარგლებში ვიზის მისაღებად განაცხადის წარდგენის წესის შესახებ

2021 წლის 13 ივლისიდან „POLAND BUSINESS HARBOUR”-ის პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, რუსეთი და უკრაინა.

პროგრამაში მონაწილეობის წესები აღწერილია ვებგვერდზე https://www.gov.pl/web/poland-businessharbour. პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულთათვის ამოქმედებულია აგრეთვე სპეციალური საინფორმაციო ცხელი ხაზი.

პროგრამა განკუთვნილია IT ინდუსტრიის წარმომადგენელთა სამი ჯგუფისთვის:

  1. IT სპეციალისტი;
  2. სტარტაპი;
  3. მცირე/საშუალო/მსხვილი საწარმო

ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანის წესები IT ინდუსტრიის ცალკეულ ჯგუფთათვის:

  1. IT სპეციალისტი:

ამ კატეგორიის უცხოელთათვის გათვალისწინებული გამარტივებული სავიზო პროცედურის ფარგლებში, უცხოელმა, რომელიც ინდივიდუალურად აკეთებს განაცხადს ვიზაზე აღნიშვნით „PBH“, უნდა წარმოადგინოს:

  1. შევსებული და ხელმოწერილი ეროვნული ვიზის განაცხადი ფოტოსურათთან ერთად;
  2. მოსაწვევი ერთ-ერთი პარტნიორული კომპანიიდან (სია განთავსებულია ვებგვერდზე: https://www.gov.pl/web/poland-businessharbour), რომელმაც გამოთქვა უცხოელის დასაქმებით დაინტერესება, ასევე ერთ-ერთი ქვემოთ მითითებული საბუთი (შერჩევითი):
  1. ტექნიკური განათლების (ICT) მიღების დამადასტურებელი საბუთი

ან

  1. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი.
  1. მოქმედი პასპორტი, გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ ორი თავისუფალი გვერდით. ამასთან, პასპორტი მოქმედი უნდა იყოს არა უმცირეს 3 თვის ვადით ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვიდან;
  2. სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა მოქმედი ვიზის მოქმედების მთლიანი პერიოდის  განმავლობაში (თუ, რა თქმა უნდა, უცხოელს არ ექნება პოლონური დაზღვევა, რომელიც მას სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას მისცემს).

 

ოჯახთან ერთად (მეუღლე, კმაყოფაზე მყოფი შვილები) ვიზის მოთხოვნის შემთხვევაში, არასრულწლოვანთათვის დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:  

  1. შევსებული და მშობლების (ბავშვის კანონიერი მეურვეების) ან ერთ-ერთი მშობლის მიერ ხელმოწერილი ეროვნული ვიზის განაცხადი, თუ მხოლოდ ამ მშობელს გააჩნია  მშობლის უფლება-მოვალეობანი. თუ ვიზაზე ანოტაციით „PBH“ განაცხადი შეაქვს ბავშვის მხოლოდ ერთ-ერთ მშობლებს/კანონიერ მეურვეს, საჭიროა მეორე მშობლის/კანონიერი მეურვის ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი თანხმობა სავიზო განაცხადის შეტანაზე. თუ მხოლოდ ერთი კანონიერი მეურვე არსებობს, აუცილებელია დასაბუთება დაბადების მოწმობის, მშობლისთვის ერთპიროვნული უფლება-მოვალეობის (მეურვეობის) მინიჭების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ან მეორე მშობლის გარდაცვალების მოწმობის  წარდგენით;
  2. მშობლების პასპორტები - დედანი (დედანში გაცნობის მიზნით) და ქსეროასლი;
  3. ბავშვის დაბადების მოწმობა - დედანი (დედანში გაცნობის მიზნით) და ქსეროასლი. 

 

  1. სტარტაპი:

ამ კატეგორიის უცხოელთათვის გათვალისწინებული გამარტივებული სავიზო პროცედურის ფარგლებში, უცხოელმა, რომელიც მეწარმეობის განვითარების პოლონური სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე აკეთებს განაცხადს ვიზაზე აღნიშვნით „PBH”, უნდა წამოადგინოს:

  1. შევსებული და ხელმოწერილი ეროვნული ვიზის განაცხადი ფოტოსურათთან ერთად;
  2. Poland Prize-ის პროგრამაში მოხვედრის დამადასტურებელი ინფორმაცია;
  3. მოქმედი პასპორტი, გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ ორი თავისუფალი გვერდით. ამასთან, პასპორტი მოქმედი უნდა იყოს არა უმცირეს 3 თვის ვადით ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვიდან;
  4. სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა მოქმედი ვიზის მოქმედების მთლიანი პერიოდის  განმავლობაში (თუ, რა თქმა უნდა, უცხოელს არ ექნება პოლონური დაზღვევა, რომელიც მას სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას მისცემს).

 

ოჯახთან ერთად (მეუღლე, კმაყოფაზე მყოფი შვილები) ვიზის მოთხოვნის შემთხვევაში, არასრულწლოვანთათვის დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:  

  1. შევსებული და მშობლების (ბავშვის კანონიერი მეურვეების) ან ერთ-ერთი მშობლის მიერ ხელმოწერილი ეროვნული ვიზის განაცხადი, თუ მხოლოდ ამ მშობელს გააჩნია  მშობლის უფლება-მოვალეობანი. თუ ვიზაზე ანოტაციით „PBH“ განაცხადი შეაქვს ბავშვის მხოლოდ ერთ-ერთ მშობლებს/კანონიერ მეურვეს, საჭიროა მეორე მშობლის/კანონიერი მეურვის ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი თანხმობა სავიზო განაცხადის შეტანაზე. თუ მხოლოდ ერთი კანონიერი მეურვე არსებობს, აუცილებელია დასაბუთება დაბადების მოწმობის, მშობლისთვის ერთპიროვნული უფლება-მოვალეობის (მეურვეობის) მინიჭების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ან მეორე მშობლის გარდაცვალების მოწმობის  წარდგენით;
  2. მშობლების პასპორტები - დედანი (დედანში გაცნობის მიზნით) და ქსეროასლი;
  3. ბავშვის დაბადების მოწმობა - დედანი (დედანში გაცნობის მიზნით) და ქსეროასლი. 

 

3. მცირე/საშუალო/მსხვილი საწარმო

ამ კატეგორიის უცხოელთათვის გათვალისწინებული გამარტივებული სავიზო პროცედურის ფარგლებში, უცხოელმა, რომელიც ინვესტიციებისა და ვაჭრობის პოლონური სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე აკეთებს განაცხადს ვიზაზე აღნიშვნით „PBH”, უნდა წამოადგინოს:

  1. შევსებული და ხელმოწერილი ეროვნული ვიზის განაცხადი ფოტოსურათთან ერთად;
  2. ინფორმაცია პროგრამაში მონაწილეობაზე პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციის თაობაზე;
  3. მოქმედი პასპორტი, გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ ორი თავისუფალი გვერდით. ამასთან, პასპორტი მოქმედი უნდა იყოს არა უმცირეს 3 თვის ვადით ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვიდან;
  4. სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა მოქმედი ვიზის მოქმედების მთლიანი პერიოდის განმავლობაში (თუ, რა თქმა უნდა, უცხოელს არ ექნება პოლონური დაზღვევა, რომელიც მას სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას მისცემს).

 

ოჯახთან ერთად (მეუღლე, კმაყოფაზე მყოფი შვილები) ვიზის მოთხოვნის შემთხვევაში,  არასრულწლოვანთათვის დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული და მშობლების (ბავშვის კანონიერი მეურვეების) ან ერთ-ერთი მშობლის მიერ ხელმოწერილი ეროვნული ვიზის განაცხადი, თუ მხოლოდ ამ მშობელს გააჩნია  მშობლის უფლება-მოვალეობანი. თუ ვიზაზე ანოტაციით „PBH“ განაცხადი შეაქვს ბავშვის მხოლოდ ერთ-ერთ მშობლებს/კანონიერ მეურვეს, საჭიროა მეორე მშობლის/კანონიერი მეურვის ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი თანხმობა სავიზო განაცხადის შეტანაზე. თუ მხოლოდ ერთი კანონიერი მეურვე არსებობს, აუცილებელია დასაბუთება დაბადების მოწმობის, მშობლისთვის ერთპიროვნული უფლება-მოვალეობის (მეურვეობის) მინიჭების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ან მეორე მშობლის გარდაცვალების მოწმობის  წარდგენით;
  2. მშობლების პასპორტები - დედანი (დედანში გაცნობის მიზნით) და ქსეროასლი;
  3. ბავშვის დაბადების მოწმობა - დედანი (დედანში გაცნობის მიზნით) და ქსეროასლი.
{"register":{"columns":[]}}