In order to ensure the highest quality of our services, we use small files called cookies. When using our website, the cookie files are downloaded onto your device. You can change the settings of your browser at any time. In addition, your use of our website is tantamount to your consent to the processing of your personal data provided by electronic means.

D ტიპის ეროვნული ვიზა

სად შევძლებ სავიზო განაცხადის შეტანას?

სავიზო განაცხადის შეტანა შეგიძლიათ პოლონეთის რესპუბლიკის საკონსულოში ტერიტორიული კომპეტენციის მიხედვით.     

პირადად უნდა წარვადგინო დოკუმენტაცია?

სავიზო განაცხადი პირადად უნდა შემოიტანოთ. დიპლომატიური წარმომადგენლობა არ ღებულობს ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან ფოსტით გამოგზავნილ განაცხადებს. 

როგორ დავნიშნო შეხვედრა საკონსულოში?

 

სავიზო განაცხადის შემოტანის მიზნით დაჯავშნეთ ვიზიტი სისტემა e-konsulat-ში.

გახსოვდეთ, რომ სავიზო განაცხადი უნდა შემოიტანოთ დაგეგმილ გამგზავრებამდე არა უგვიანეს ორი კვირით ადრე.

ყურადღება - რეგისტრაციის დროს მიუთითეთ სრული და ავთენტური მონაცემები, რომლებიც მითითებულია წარმოდგენილ საბუთებში. განაცხადში მითითებული მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს (მათ შორის მართლწერის თვალსაზრისით).

 

დასაქმების მიზნით ეროვნული ვიზის მიღებით დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, საკონსულოში ვიზიტის თარიღი დაჯავშნონ  მხოლოდ და მხოლოდ e-konsulat-ის სისტემაში.

ეროვნული სამუშაო ვიზის მისაღებად სავიზო განაცხადის შემოსატანად თარიღის დაჯავშნის მიზნით უნდა იხელმძღვანელოთ შემდეგი ინსტრუქციით:

 

  • უნდა ეწვიოთ ვებსაიტს: https://secure.e-konsulat.gov.pl/
  • MENU“-დან აირჩიეთ „ეროვნული ვიზა - დაარეგისტრირეთ ფორმა“, ხოლო შემდეგ აირჩიეთ, სამუშაო ვიზაზე აკეთებთ განაცხადს თუ სხვა ტიპის ვიზაზე და ეთანხმებით თუ არა სავიზო განაცხადის შემოტანის წესებს:
    • თუ აირჩევთ „ეროვნული ვიზა - სამუშაო“, შეავსეთ წინასწარი სავიზო განაცხადი, რომელიც შეიცავს თქვენს პირად მონაცემებს და იმ დოკუმენტის მონაცემებს, რომელიც პოლონეთში მუშაობის დაწყების უფლებას გაძლევთ (ინფორმაციას იხილავთ გვერდის ბოლოს ). თუ შეყვანილი მონაცემები სწორია, შეტყობინებას მიიღებთ ელ-ფოსტაზე სრული სავიზო განაცხადის შესავსებ ბმულთან ერთად. 48 საათი გაქვთ განაცხადის სრულად შესავსებად. შეავსეთ განაცხადი, ჩაწერეთ და ამობეჭდეთ. თუ მონაცემები არ იქნება სწორედ მითითებული ან 48 საათის განმავლობაში სრულ განაცხადს არ შეავსებთ, რეგისტრაცია გაუქმდება;
    • თუ აირჩევთ „ეროვნული ვიზა - სხვა“, „ეროვნული ვიზა-სასწავლო“, აირჩიეთ ვიზიტის თარიღი, შეავსეთ სავიზო განაცხადი, ჩაწერეთ და ამობეჭდეთ;
    • ყველა სახის ინფორმაცია, დადასტურებები, განაცხადების შესავსები ბმულები ავტომატურად იგზავნება ელექტრონული გზით თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე.
    • დადგენილ/შეთანხმებულ დროს საკონსულოში უნდა გამოცხადდეთ ამობეჭდილი და ხელმოწერილი სავიზო განაცხადით, სამუშაო ნებართვის დედნითა და საჭირო დოკუმენტაციის კომპლექტით.
რა დოკუმენტები უნდა წარმოვადგინო?
  1. სისტემა e-konsulat-ში შევსებული, ამობეჭდილი და ხელმოწერილი სავიზო განაცხადის ფორმა. სავიზო განაცხადის ფორმა უფასოა (შევსებული განაცხადის ნიმუში);
  2. ფერადი ფოტოსურათი ზომით 3,5 x 4,5 სმ. ფოტოსურათი უნდა იყოს:

ა) მკაფიო, შესრულებული თეთრ ფონზე და დაბეჭდილი მაღალი ხარისხის ფურცელზე;

ბ) გადაღებული არაუმეტეს ბოლო 6 თვის მანძილზე;

გ) გადაღებული პირდაპირი ხედით, რომელზეც ნათლად გამოჩნდება თვალები და მთლიანი სახე. კადრი უნდა მოიცავდეს პიროვნების გამოსახულებას თავის ზედა ნაწილიდან მხრების ზედა ზღვრამდე ისე, რომ სახე ფოტოსურათის 70-80%- შეადგენდეს. ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს თავსაბურავის გარეშე.  

  1. პასპორტი, გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში, მოქმედი სულ მცირე სამი თვის ვადით უკან დაბრუნების დაგეგმილი თარიღიდან. პასპორტში დარჩენილი უნდა იყოს ვიზისათვის გათვალისწინებული სულ მცირე ორი თავისუფალი გვერდი.
  2. პასპორტის (პერსონალიზებული) გვერდის ასლი, რომელზეც დატანილია პერსონალური მონაცემები და ფოტოსურათი, აგრეთვე პასპორტის ყველა ვიზიანი და ბეჭდიანი გვერდის ასლი.
  3. ეროვნული ვიზის მისაღებად განაცხადის წარმდგენმა პირმა პირადად უნდა წარმოადგინოს სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევის ფლობის დამადასტურებელი საბუთი, განსაზღვრული 2013 წლის 12 დეკემბრის უცხოელთა შესახებ კანონის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან ჯანმრთელობის დაზღვევის ფლობის დამადასტურებელი საბუთი, 2004 წლის 27 აგვისტოს სახელმწიფო სახსრებიდან დაფინანსებული ჯანდაცვის სერვისების შესახებ კანონის შესაბამისად. სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა, მინიმუმ 30 000 ევროს სადაზღვევო თანხით, მოქმედი უნდა იყოს უცხოელის პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის მთლიანი პერიოდის განმავლობაში და ფარავდეს ნებისმიერ ხარჯს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში შეიძლება წარმოიშვას სამკურნალო მიზეზით სამშობლოში დაბრუნების აუცილებლობასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან, გადაუდებელ ჰოსპიტალურ მკურნალობასა თუ გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რაზეც მზღვეველი იღებს ვალდებულებას, დაზღვეული პირისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები დაფაროს პირდაპირ ასეთი მომსახურების მიმწოდებელი სუბიექტის სასარგებლოდ, ამ სუბიექტის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.        

    დამატებითი ინფორმაცია: https://www.gov.pl/web/dyplomacja/wizy --> საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიებისა და მათ მიერ შეთავაზებული სადაზღვევო პაკეტების შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებს 2013 წლის 12 დეკემბრის უცხოელთა შესახებ კანონის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და 1ბ ნაწილით განსაზღვრულ პირობებს.

  4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ბინადრობის მოწმობის) ასლი, რომელიც ადასტურებს თქვენს ლეგალურად ცხოვრებას იმ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე, სადაც შეგაქვთ ვიზაზე განაცხადი.
  5. ფინანსური საშუალების ფლობის დამადასტურებელი საბუთი, დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ განსაზღვრული ფორმით:

- სამგზავრო ჩეკები;

- საკრედიტო ბარათები;

- საგადახდო ბარათები;

- საბანკო ანგარიშიდან არანაკლებ ბოლო სამი თვის ამონაწერი;

- პოლონეთის რესპუბლიკის ან ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე ბანკში საგადახდო  საშუალებების ფლობის შესახებ ცნობა, საზღვრის კვეთამდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე გაცემული, ბანკის წარმომადგენლის ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული);

- სავოევოდო სამსახურში დარეგისტრირებული ოფიციალური მოწვევის დედანი;

8. საცხოვრებლის დამადასტურებელი საბუთი (მაგალითად, ოფიციალური მოსაწვევი ან სასტუმროს ჯავშანი);​​​

9. პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები.

არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში, რომელიც  დამოუკიდებლად ან ერთ-ერთ მშობელთან ერთად მოგზაურობს, აუცილებელია მეორე მშობლის ან კანონიერი მეურვის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (დედანი და ქსეროასლი). იმ შემთხვევაში, თუ ასეთი თანხმობის მოპოვება შეუძლებელია, მისი არარსებობის მიზეზის დასაბუთების მიზნით, საჭიროა დამატებითი საბუთების წარმოდგენა (მაგალითად მარტოხელა მშობლის ცნობა  ან სხვა დოკუმენტი). დამატებით საჭიროა არასრულწლოვანის დაბადების მოწმობა (დედანი და ქსეროასლი), მშობლების ან კანონიერი მეურვის პასპორტის და ვიზების ასლები - ერთად მგზავრობის შემთხვევაში.

 

გამგზავრების მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა

 

  1. მომდევნო 12 თვის განმავლობაში არაუმეტეს 6 თვის ვადით სამუშაოს შესრულების მიზნით გამგზავრებისას (ეხება შესაბამის რეესტრში დარეგისტრირებულ დამსაქმებლის განაცხადს უცხოელის დასაქმების შესახებ):
  • დამსაქმებლის განაცხადი უცხოელის სამსახურში აყვანის შესახებ, დარეგისტრირებული პოლონეთში პოვიატის (მუნიციპალური) დასაქმების სამსახურსა და დამსაქმებლის განაცხადების რეესტრში - დედანი და ქსეროასლი.  

აღნიშნული განაცხადი შევსებული უნდა იყოს პოვიატის (მუნიციპალური) დასაქმების სამსახურის მიერ დადგენილ ოფიციალურ ბლანკზე და მითითებული უნდა იყოს შემდეგი სახის ინფორმაცია: 

  • გაცემის თარიღი, პოვიატის (მუნიციპალური) დასაქმების სამსახურის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და ბეჭედი;
  • მომწვევი კომპანიის დასახელება, დამსაქმებლის ხელმოწერა;
  • მიწვეული პირის სრული პერსონალური მონაცემები, პასპორტის სერია და ნომერი;
  • ვიზიტის მიზანი და ხანგრძლივობა (თარიღები, დღეებისა და შესვლების რაოდენობა);

დამსაქმებლის განაცხადის საფუძველზე ვიზა გაიცემა მხოლოდ დოკუმენტში მითითებულ პირზე. აღნიშნული განაცხადის საფუძველზე ვიზის მსურველის ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება, შეიტანონ ვიზაზე განაცხადი.     

  1. კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 9 თვის ვადით სამუშაოს შესრულების მიზნით გამგზავრებისას (ე. წ. სეზონური სამუშაო):
  • ცნობა პოლონეთში პოვიატის (მუნიციპალური) დასაქმების სამსახურის მიერ წარმოებული, სეზონურ სამუშაოებთან დაკავშირებული განაცხადების რეესტრში დამსაქმებლის განაცხადის შეტანის შესახებ - დედანი და ქსეროასლი.  

აღნიშნული ცნობა უნდა გაიცეს ოფიციალურ ბლანკზე და მასში მითითებული უნდა იყოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • ცნობის გამცემი ორგანოს დასახელება, ნომერი, გაცემის თარიღი, პოვიატის (მუნიციპალური) დასაქმების სამსახურის პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა,  ხელმოწერა და ბეჭედი;
  • უწყების ოფიციალური ბეჭედი;
  • დამსაქმებელი კომპანიის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • მიწვეული უცხოელის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა);
  • ინფორმაცია სეზონური სამუშაოს შესახებ (სამუშაოს შესრულების ადგილი, სამართლებრივი საფუძველი, სამუშაო საათების რაოდენობა, შეთავაზებული დასაბეგრი ხელფასის ოდენობა, ძირითადი მოვალეობების ჩამონათვალი);
  • სეზონურ სამუშაოებთან დაკავშირებული განაცხადების რეესტრში დამსაქმებლის განაცხადის შეტანის თარიღი, სამუშაოს შესრულების ვად(ები)ა.

დასაქმების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე ვიზა გაიცემა მხოლოდ დოკუმენტში მითითებულ პირზე. აღნიშნული ცნობის საფუძველზე ვიზის მსურველის ოჯახის წევრებს არ აქვთ უფლება, შეიტანონ ვიზაზე განაცხადი.     

 

  1. სამუშაო ნებართვის საფუძველზე სამუშაოს შესრულების მიზნით გამგზავრებისას (2004 წლის 20 აპრილის დასაქმების ხელშეწყობისა და დამსაქმებელი ინსტიტუციების შესახებ კანონის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის 43ა პუნქტის შესაბამისად):

 

ვოევოდას ოფისში დარეგისტრირებული პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუშაობის ნებართვა, გაცემული დამსაქმებელი სუბიექტის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით  (დედანი და ქსეროასლი).

 

ვოევოდას ოფისის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემულ სამუშაო ნებართვაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • გაცემის თარიღი, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი;
  • მომწვევი ფირმის სახელწოდება, დამსაქმებლის ხელმოწერა და ბეჭედი;
  • მიწვეული პირის სრული სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პასპორტის სერია და ნომერი;
  • ვიზიტის მიზანი და ხანგრძლივობა (თარიღები, დღეებისა და შესვლების რაოდენობა);

 

  1. პოლონეთში უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე (სწავლების ფორმა-დასწრებული) სწავლის მიზნით გამგზავრებისას (სტუდენტები):

- ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის ჩარიცხვის ან სწავლის გაგრძელების შესახებ (სასწავლებლის ან პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტის დასახელება, აგრეთვე ფაკულტეტის სახელწოდება, უმაღლესი სასწავლებლის მისამართი, სპეციალობის სახელწოდება, სასწავლო წელი/კურსი, სტუდენტის ჩარიცხვის ან სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობაზე ხელისმომწერი პირის სახელი და გვარი, სასწავლო დაწესებულების იმ განყოფილების საკონტაქტო ნომერი, რომელსაც სტუდენტის სტატუსის დადასტურება შეუძლია);

- სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, იმ შემთხვევაში თუ სწავლა ფასიანია;

- სწავლის საფასურის, პოლონეთს ტერიტორიაზე საარსებო ხარჯების, წარმოშობის ან საცხოვრებელ ქვეყანაში დასაბრუნებელი ან საცხოვრებელი, ან იმ მესამე ქვეყნის მიმართულებით ტრანზიტის ხარჯების დასაფარად საკმარისი ფინანსური სახსრების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელმაც მის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა უნდა გასცეს.

თუ სავიზო განაცხადს მასში მითითებული მონაცემებისა და ვიზის გაცემის მოთხოვნის დასასაბუთებელი გარემოებების დამადასტურებელი ყველა საჭირო დოკუმენტი არ ერთვის, აპლიკანტს უფლება აქვს, განაცხადის შემოტანიდან 14 დღის ვადაში წარმოადგინოს დამატებით. ზემოაღნიშნული ვიზის განაცხადის განხილვა შეიძლება გაგრძელდეს 60 დღემდე.

 

  1. სამეცნიერო კვლევების ჩატარების ან განვითარების სამუშაოების შესრულების მიზნით გამგზავრებისას (მეცნიერ-მკვლევარები):

- სამეცნიერო კვლევების ჩატარების ან განვითარების სამუშაოების შესრულების მიზნით  უცხოელის მიღების თაობაზე დადებული შრომითი ხელშეკრულება, მომსახურების კონტრაქტი, ერთჯერადი მომსახურების კონტრაქტი ან სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან.

ხელშეკრულებაში უნდა განისაზღვროს:

a)         სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამუშაოების სახელწოდება, ჩატარების მიზანი და საგანი;

b)         მკვლევარის ვალდებულება, მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო კვლევით ან განვითარების სამუშაოების შესრულებაში;

c)         სამეცნიერო დაწესებულების ვალდებულება, უზრუნველყოს მკვლევარი მასზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობებით;

d)         სამეცნიერო კვლევების ან განვითარების სამუშაოების სავარაუდო ხანგრძლივობა, დაწყების და დასრულების თარიღი;

e)         მეცნიერ-მკვლევარის ანაზღაურება და სხვა სამუშაო პირობები;

f)         ინფორმაცია ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაგეგმილი სამეცნიერო კვლევების ჩატარების ან განვითარების სამუშაოების შესრულების შესახებ.

-პოლონეთის ტერიტორიაზე საარსებო ხარჯების, წარმოშობის ან საცხოვრებელ ქვეყანაში დასაბრუნებელი ან საცხოვრებელი, ან იმ მესამე ქვეყნის მიმართულებით ტრანზიტის ხარჯების დასაფარად საკმარისი ფინანსური სახსრების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელმაც მის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა უნდა გასცეს.

-სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წერილობითი განცხადება იმის თაობაზე, რომ იღებს ვალდებულებას, უცხოელთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში  დაფაროს უცხოელის პოლონეთის ტერიტორიიდან გაძევებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისა და შესრულებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯები, თუ უცხოელის ქვეყნიდან გაძევების საფუძველს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მისი არალეგალური ყოფნა წარმოადგენს.

თუ სავიზო განაცხადს მასში მითითებული მონაცემებისა და ვიზის გაცემის მოთხოვნის დასასაბუთებელი გარემოებების დამადასტურებელი ყველა საჭირო დოკუმენტი არ ერთვის, აპლიკანტს უფლება აქვს, განაცხადის შემოტანიდან 14 დღის ვადაში წარმოადგინოს დამატებით. ზემოაღნიშნული ვიზის განაცხადის განხილვა შეიძლება გაგრძელდეს 60 დღემდე.

  1. სტაჟირების გავლის მიზნით გამგზავრებისას (სტაჟიორები):

-სტაჟირებაზე განაცხადის შეტანამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ევროკავშირის ფარგლებს გარეთ უმაღლესი სასწავლებელში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

-დამადასტურებელი საბუთი, რომ პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი აქვს საცხოვრებელი ადგილი;

-სტაჟირების, პოლონეთის ტერიტორიაზე საარსებო ხარჯების,  წარმოშობის ან საცხოვრებელ ქვეყანაში დასაბრუნებელი ან საცხოვრებელი, ან იმ მესამე ქვეყნის მიმართულებით ტრანზიტის ხარჯების დასაფარად საკმარისი ფინანსური საშუალების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელმაც მის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა უნდა გასცეს;

-სტაჟირების ორგანიზატორისგან წერილობითი განცხადება იმის თაობაზე, რომ იღებს ვალდებულებას, დაფაროს უცხოელის პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან გაძევებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისა და შესრულების ხარჯები;

-სტაჟირების ორგანიზატორთან წერილობითი სახით დადებული ხელშეკრულება, რის საფუძველზეც გაივლის სტაჟირებას უცხოელი; (სტაჟირების ორგანიზატორის სახელწოდება და მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი - REGON (იურიდიული პირის შემთხვევაში) ან პირადი ნომერი - PESEL (ფიზიკური პირის შემთხვევაში), პირის საკონტაქტო ნომერი, რომელსაც შეუძლია უცხოელის სტაჟირებაში მონაწილეობის დადასტურება).  

ხელშეკრულებაში უნდა განისაზღვროს:

a) სტაჟირების პროგრამის აღწერა, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მისი საგანმანათლებლო მიზნის, თეორიული და პრაქტიკული სწავლებისა და იმ პოზიციის შესახებ, რომელზეც ჩატარდება სტაჟირება. აგრეთვე პროგრამაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია თუ რა ენაზე მოხდება სტაჟირების გავლა და რა დონეზე მოითხოვება უცხო ენის ცოდნა, ასევე პროგრამა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შესასრულებელი ამოცანების სფეროსა და სახეობის, ცოდნის სფეროს, პროფესიული გამოცდილებისა და პრაქტიკული უნარების შესახებ, რომელთა შეძენაც გათვალისწინებულია სტაჟირების პროგრამის გავლის შედეგად;

b) სტაჟირების ხანგრძლივობა;

c) სტაჟირების მიმდინარეობისა და ზედამხედველობის პირობები, მათ შორის სტაჟირების ადგილის განსაზღვრა და სტაჟიორისთვის კურატორის დანიშვნა;

d) სტაჟირების საათები;

e) მხარეთა უფლება-მოვალეობანი (სტაჟირების ხარჯების დაფარვასთან, აუცილებელ სამედიცინო გამოკვლევებთან, უბედური შემთხვევებისგან დაზღვევასთან, თავისუფალ დღეებსა და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებთან დაკავშირებით);

f) შეძენილი ცოდნის, პრაქტიკული უნარებისა და პროფესიული გამოცდილების დადასტურების ფორმა.

-გარდა ამისა, სტაჟირება მიღებული ან მიმდინარე უმაღლესი განათლების სფეროსა და დონის ადეკვატური უნდა იყოს;

-ინფორმაცია, რომ უცხოელმა გაიარა ან გადის პოლონური ან სხვა უცხო ენის კურსს, რომელზეც სტაჟირება ტარდება, სტაჟირების გავლისთვის აუცილებელი ენის ცოდნის დონის შესაბამისად. 

თუ სავიზო განაცხადს მასში მითითებული მონაცემებისა და ვიზის გაცემის მოთხოვნის დასასაბუთებელი გარემოებების დამადასტურებელი ყველა საჭირო დოკუმენტი არ ერთვის, აპლიკანტს უფლება აქვს, განაცხადის შემოტანიდან 14 დღის ვადაში წარმოადგინოს დამატებით. ზემოაღნიშნული ვიზის განაცხადის განხილვა შეიძლება გაგრძელდეს 60 დღემდე.

 

  1. ევროპის მოხალისეობრივ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამგზავრებისას (მოხალისეები)

-დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი აქვს საცხოვრებელი ადგილი;

-პოლონეთის ტერიტორიაზე საარსებო ხარჯების,  წარმოშობის ან საცხოვრებელ ქვეყანაში დასაბრუნებელი ან საცხოვრებელი, ან იმ მესამე ქვეყნის მიმართულებით ტრანზიტის ხარჯების დასაფარად საკმარისი ფინანსური საშუალების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელმაც მის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა უნდა გასცეს;

-პროგრამის ორგანიზატორთან დადებული ხელშეკრულება, რის საფუძველზეც უცხოელმა უნდა შეასრულოს მოხალისეობრივი საქმიანობა. 

 ხელშეკრულებაში უნდა განისაზღვროს:

a) მოხალისეობრივი პროგრამის აღწერა;

b) მოხალისეობრივი პროგრამის ხანგრძლივობა;

c) მოხალისეობრივი საქმიანობის შესრულებისა და ზედამხედველობის პირობები;

d) მოხალისეობრივი სერვისის განხორციელების საათები;

e) უცხოელის საარსებო და საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად აუცილებელი ფინანსური სახსრებისა და მოხალისისთვის გადასახდელი მინიმალური სახარჯო თანხის ოდეობა.

f) უცხოელის მომზადება (დატრენინგება), რაც აუცილებელია მოხალისეობრივი საქმიანობის შესასრულებლად.

თუ სავიზო განაცხადს მასში მითითებული მონაცემებისა და ვიზის გაცემის მოთხოვნის დასასაბუთებელი გარემოებების დამადასტურებელი ყველა საჭირო დოკუმენტი არ ერთვის, აპლიკანტს უფლება აქვს, განაცხადის შემოტანიდან 14 დღის ვადაში წარმოადგინოს დამატებით. ზემოაღნიშნული ვიზის განაცხადის განხილვა შეიძლება გაგრძელდეს 60 დღემდე.

  1. უცხოელთა შესახებ კანონის მე-60 მუხლის 1-ლი ნაწილის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისაგან განსხვავებული ფორმით სწავლა-განათლების მიღების მიზნით გამგზავრებისას:
  • პოლონური სკოლის მიერ გაცემული ცნობა სკოლაში მიღების ან სწავლის გაგრძელების შესახებ, ან სხვა ფორმის სასწავლო პროგრამაში (მაგ.: ენის შემსწავლელ კურსებში) მონაწილეობის შესახებ ან მოსწავლის ბილეთი.

თუ აპლიკანტი სწავლას აპირებს ისეთ სასწავლო დაწესებულებაში, რომელიც არ წარმოადგენს არც დაწყებით სკოლას, არც გიმნაზიასა და ლიცეუმს,  ეროვნულ ვიზაზე განაცხადის შემოტანისას სავიზო განაცხადს უნდა დაურთოს სასწავლო კურსის ლექციების ცხრილი, ლექციების ჩატარების სიხშირისა (კვირაში, თვეში) და საერთო საათების რაოდენობის მითითებით.

 

  1. პოლონეთის მეწარმეთა რეესტრში დარეგისტრირებული იურიდიული პირის ან  კომერციული საზოგადოების გამგეობის წევრის ან თანამფლობელის ფუნქციის შესრულების მიზნით გამგზავრებისას:

- იურიდიული პირის დაფუძნების დამადასტურებელი, სახელმწიფო სასამართლო რეესტრიდან ამონაწერი (ასლი), აგრეთვე საბანკო ანგარიშის ბოლო ექვსი თვის ბრუნვის ამონაწერი.

რეესტრიდან ამოღებული ამონაწერის საფუძველზე ვიზები გაიცემა 12 თვიან პერიოდში 180 დღიანი მოქმედების ვადით. აღნიშნული ამონაწერის საფუძველზე 180 დღიან ვიზაზე ხანგრძლივი ვიზის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ ვოევოდას მიერ გაცემული სამუშაო ნებართვის საფუძველზე. აღნიშნულ ამონაწერში მითითებული პირის მეუღლესა და შვილებს აქვთ მხოლოდ შენგენის მოკლევადიანი ვიზის მოთხოვნის უფლება.

 

  1. პოლონელის ბარათის საფუძველზე გამგზავრებისას:

პოლონელის ბარათის დედანი და ქსეროასლი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პოლონელის ბარათის საფუძველზე გაიცემა მხოლოდ ეროვნული ვიზა.

პოლონელის ბარათის მფლობელსა და მის არასრულწლოვან შვილებს ვიზაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ წინასწარი ონლაინ რეგისტრაციის გარეშე (საჭიროა სავიზო განაცხადის შევსება, ვებ-გვერდზე: https://secure.e-konsulat.gov.pl/ შესაძლო ვარიანტებიდან უნდა აირჩიოთშეავსე განაცხადი“).

 

  1. პოლონელის ბარათის საფუძველზე მიღებული პოლონეთის მუდმივი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე პოლონეთის ტერიტორიაზე მყოფი პირის ოჯახის წევრის პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩასვლისას:
  • პოლონეთის ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების დედანი და ასლი;
  • ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ოჯახის წევრებად ითვლებიან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მეუღლე და შვილები;

 

  1. პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეპატრიანტის ოჯახის წევრის ჩასვლისას:

- რეპატრიანტის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციული გადაწყვეტილების დედანი და ასლი;

ოჯახის წევრებად ითვლებიან რეპატრიანტის მეუღლე და შვილები;

 

  1. საწარმოს შიდა როტაციის ფარგლებში სამუშაოს შესასრულებლად და დროებითი ბინადრობის ნებართვის ასაღებად გამგზავრებისას (2014 წლის 15 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/66/UE დირექტივა საწარმოს შიდა როტაციის ფარგლებში მესამე ქვეყნის მოქალაქეების შესვლისა და ყოფნის პირობების შესახებ (კანონთა კრებული UE L 157 2014 წლის 27 მაისი)).

- დამსაქმებელი სუბიექტის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვოევოდას ოფისში დარეგისტრირებული ნებართვა საწარმოს შიდა როტაციის ფარგლებში სამუშაოს შესრულებაზე. 

ნებართვის საფუძველზე ვიზის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ ნებართვაში მითითებულ პირს.

 

  1. პოლონეთის საშუალო განათლების ზედა საფეხურის (ტექნიკუმის, ლიცეუმის), უმაღლესი სასწავლებლების პირველი და მეორე საფეხურის (სწავლის ფორმა: დასწრებული), აგრეთვე პოლონეთის უნივერსიტეტების, კვლევითი ინსტიტუტების ან პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინსტიტუტების სადოქტორო პროგრამების (სწავლის ფორმა: დასწრებული) კურსდამთავრებულების პოლონეთში დასაქმების მიზნით გამგზავრებისას:  

შრომითი ხელშეკრულება, შემდეგი ინფორმაციის მითითებით:

  • განმცხადებლის საპასპორტო მონაცემები;
  • დასაქმების ფორმა, დასაქმების პერიოდი, ანაზღაურების ოდენობა;

პოლონური სკოლის ან უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატი ან დიპლომი (დედანი);

დაიმახსოვრეთ:

  • სავიზო განაცხადი უნდა წარადგინოთ იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, რომლის საკონსულო ოლქშიც შედის თქვენი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
  • როგორც წესი, ზემოჩამოთვლილი დოკუმენტაცია საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა კონსულს აქვს დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის უფლება.
  • კონსულს აპლიკანტის გასაუბრებაზე მოწვევის უფლება აქვს საკონსულოში, თუმცა  არ არის ვალდებული ეს გააკეთოს. 
  • D ტიპის ვიზები შენგენის სივრცის ქვეყნების ტერიტორიაზე ყოველ 180 დღიან პერიოდში არა უმეტეს 90 დღით დარჩენის უფლებას იძლევა. რაც ნიშნავს, რომ შენგენის სივრცეში ლეგალურად დარჩენა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო 180 დღიან პერიოდში შენგენის ზონაში თქვენი ყოფნის პერიოდმა არ გადააჭარბა 90 დღეს.
  • D ტიპის ვიზა შეიძლება გაიცეს მაქსიმუმ ერთწლიანი მოქმედების ვადით.
  • დაიმახსოვრეთ, რომ ვიზა არ იძლევა პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლის გარანტიას, საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის სასაზღვრო სამსახური იღებს.
რამდენი უნდა გადავიხადო?

სავიზო განაცხადის განხილვის მოსაკრებელი შეადგენს - 135 ევროს. 

მოსაკრებლის გადახდა ხდება საკონსულოს სალაროში სავიზო განაცხადის წარდგენისას.

გადახდის მისაღები ფორმა: ნაღდი ანგარიშსწორება. 

სავიზო განაცხადის განხილვის საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას კონსულის გადაწყვეტილების მიუხედავად. 

რა ვადაში ხდება განხილვა?

გადაწყვეტილება ვიზის გაცემის თაობაზე მიიღება მოსაკრებლის გადახდიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. დოკუმენტაციის დეტალური შემოწმების საჭიროების შემთხვევაში,  სავიზო განაცხადის განხილვის ვადა შესაძლოა გაგრძელდეს 30 დღემდე. გადაუდებელ და დასაბუთებულ შემთხვევებში გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებულ იქნას სამი სამუშაო დღის განმავლობაში. 

როგორ გავიტან დოკუმენტებს?

პასპორტის გასატანად პირადად უნდა გამოცხადდეთ ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 15:30-16:30 პერიოდში. 

როგორ გავასაჩივრო გადაწყვეტილება?

თუ არ ეთანხმებით კონსულის გადაწყვეტილებას, უფლება გაქვთ, განაცხადი შემოიტანოთ სავიზო აპლიკაციის ხელმეორედ განხილვის მოთხოვნით. განაცხადი უნდა წარადგინოთ იმ დაწესებულებაში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, მისი ხელზე მიღებიდან 14 დღის ვადაში. 

ასეთი განაცხადის წარდგენის მოსაკრებელი შეადგენს 135 ევროს. 

სავიზო განაცხადის ხელმეორედ განხილვის შესახებ განაცხადი საკონსულოში შეგიძლიათ შემოიტანოთ ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით მიღების საათებში: 09:15-დან 14:00-მდე.

ხშირად დასმული შეკითხვები

საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი  დოკუმენტაციის წარმოდგენა:

  • საქართველოს ბინადრობის ნებართვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნების უფლებას იძლევა; (პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუშაობის მიზნით ვიზაზე განაცხადის შემოტანის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოეთხოვებათ მუდმივი ბინადრობის ნებართვის წარმოდგენა);
  • მგზავრობის ხარჯების დასაფარად საჭირო ფინანსური სახსრების  ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაგ.: ბოლო 3-6 თვის ბრუნვის ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ხელმოწერილი სამგზავრო ჩეკები, ცნობა ბანკიდან საკრედიტო/სადებეტო ბარათზე თანხის არსებობის შესახებ, ცნობა სამუშაო ადგილიდან დაკავებული თანამდებობისა და ბოლო 6 თვის განმავლობაში მიღებული ხელფასის მითითებით ან ვოევოდას ოფისის მიერ, 2013 წლის 12 დეკემბრის უცხოელთა შესახებ კანონის შესაბამისად გაცემული კერძო პირის მოწვევა (დედანი და ასლი);
  • დასაქმებულ პირთა შემთხვევაში: ცნობა სამუშაო ადგილიდან ტიტულიან ბლანკზე (დედანი), დამსაქმებელი ორგანიზაციის მონაცემების, დასაქმებული პირის მიერ დაკავებული თანამდებობის, სამუშაო სტაჟის, ყოველთვიურად ასაღები ხელფასისა და ბოლო 6 თვის მანძილზე მიღებული შემოსავლის მითითებით;
  • მეწარმეების შემთხვევაში: საქართველოში კომპანიის რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (დედანი და ასლი);
  • სტუდენტების შემთხვევაში: ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან.

Materials

სწავლის საფასურის დაბრუნება
Refund​_of​_student​_fee​_ge.pdf 0.09MB
National visa application
National​_visa​_application.pdf 0.33MB
National visa application exemple
National​_visa​_application​_exemple.pdf 0.26MB

Video

Photos (1)

{"register":{"columns":[]}}