საკონსულო მოსაკრებლები
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილი ძირითადი საკონსულო მოსაკრებლები არ ითვალისწინებს იმ ფასდაკლებებსა და შეღავათებს, რომლებიც ვიზის მთხოვნელს შეიძლება სხვა რეგულაციების საფუძველზე ეკუთვნოდეს. საკონსულოში ვიზიტამდე წაიკითხეთ კონკრეტულ მოქმედებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ჩანართში: „საკონსულო ინფორმაცია“, სადაც განთავსებულია დეტალური ინფორმაცია მოსაკრებლების შესახებ, ნებისმიერი ტიპის საკითხთან დაკავშირებით („რამდენი უნდა გადავიხადო?“).
I. საპასპორტო მოსაკრებლები
1.01 |
პასპორტის გაცემა |
110 ევრო |
1.02 |
პასპორტის გაცემა არასრულწლოვან პირზე, რომელსაც პასპორტზე განაცხადის შეტანის დღისათვის ჯერ არ შესრულებია 13 წელი |
70 ევრო |
1.03 |
დროებითი პასპორტის გაცემა პირზე, რომელსაც განაცხადის შეტანის დღისათვის შეუსრულდა 18 წელი, მაგრამ ჯერ არ შესრულებია 70 წელი |
40 ევრო |
1.04 |
დროებითი პასპორტის გაცემა არასრულწლოვან პირზე |
30 ევრო |
1.05 |
დროებითი პასპორტის გაცემა 70 წლამდე ასაკის მქონე პირისათვის პოლონეთის რესპუბლიკაში მის სახელზე დამზადებული პასპორტის მიღებამდე |
15 ევრო |
1.06 |
ახალი პასპორტის გაცემა არსებული პასპორტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მფლობელის მიზეზით დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში |
330 ევრო |
1.07 |
ახალი პასპორტის გაცემა არსებული პასპორტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე არასრულწლოვან პირზე, რომელსაც პასპორტზე განაცხადის შეტანის დღისათვის ჯერ არ შესრულებია 13 წელი, არასრულწლოვანი პირის მეურვის მიზეზით დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში |
210 ევრო |
1.08 |
მეორე პასპორტის გაცემა |
110 ევრო |
II. საკონსულო მოსაკრებელი პოლონეთის მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით
2.01 |
პოლონეთის მოქალაქეობის მინიჭებაზე განაცხადის მიღება და დოკუმენტაციის დამუშავება, აგრეთვე პოლონეთის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გადაცემა ან პოლონეთის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინება*) |
360 ევრო |
2.02 |
პოლონეთის მოქალაქეობის აღდგენაზე განაცხადის მიღება და დამუშავება, აგრეთვე პოლონეთის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების გადაცემა*) |
40 ევრო |
2.03 |
პოლონეთის მოქალაქეობის ფლობის დასადასტურებლად განაცხადის მიღება და დამუშავება, აგრეთვე აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების გადაცემა*) |
80 ევრო |
2.04 |
პოლონეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის თაობაზე (პოლონეთის მოქალაქეობიდან გასვლაზე) განაცხადის მიღება და დოკუმენტაციის დამუშავება, აგრეთვე პოლონეთის მოქალაქეობიდან გასვლის მოთხოვნაზე მიღებული თანხმობის შეტყობინება* |
360 ევრო |
2.05 |
განაცხადების მიღება 2009 წლის 2 აპრილის პოლონეთის მოქალაქეობის შესახებ კანონის (საკანონმდებლო მაცნე 2018 წ. პოზ. 1829 და 2019 წ. პოზ. 730) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად |
30 ევრო |
III. საკონსულო მოსაკრებელი სავიზო, უცხოელებისათვის „ადგილობრივი სასაზღვრო მიმოსვლის“ ფარგლებში საზღვრის კვეთის ნებართვის გაცემასა და უცხოელებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში
3.01 |
ეროვნულ ვიზაზე განაცხადის მიღება და განხილვა |
80 ევრო |
3.02 |
ეროვნული ან შენგენის ვიზის გაცემაზე განაცხადის განმეორებითი განხილვის შესახებ განცხადების მიღება და განხილვა |
80 ევრო |
3.03
|
„ადგილობრივი სასაზღვრო მიმოსვლის“ ფარგლებში საზღვრის კვეთის ნებართვის გაცემაზე განაცხადის მიღება და განხილვა |
20 ევრო |
3.04 |
„ადგილობრივი სასაზღვრო მიმოსვლის“ ფარგლებში საზღვრის კვეთის ნებართვის გაცემაზე განაცხადის ხელმეორედ განხილვის შესახებ განცხადების მიღება და განხილვა |
20 ევრო
|
3.05 |
უცხოელისათვის პოლონური დროებითი სამგზავრო დოკუმენტის გაცემა |
30 ევრო |
3.06 |
1996 წლის 25 ივნისის დროებითი სამგზავრო დოკუმენტის შემოღების შესახებ საბჭოს 96/409/WPZiB გადაწყვეტილებით განსაზღვრული დროებითი სამგზავრო დოკუმენტის გაცემა (საკ.მ. UE L 168 z 06.07.1996, გვ. 4) |
30 ევრო |
IV. საკონსულო მოსაკრებელი მოწმობებისა და ნებართვების გაცემაზე
4.01 |
პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იარაღისა და ამუნიციის შეტანაზე ან პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით მათ გადატანა-გადაზიდვაზე ნებართვის გაცემა, ან ცეცხლსასროლ იარაღზე ევროპული ლიცენზიის გაცემა |
60 ევრო |
4.02 |
ნებართვის გაცემა ცხედრის გადასვენებაზე პოლონეთში, ან პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებაზე |
50 ევრო |
4.03 |
სხვა მოწმობის გაცემა, რომელიც განსაზღვრული არაა საკონსულო მოსაკრებელთა ცხრილის 4.01 და 4.02 პოზიციებში |
30 ევრო |
V. საკონსულო მოსაკრებელი დოკუმენტის მოპოვებასა და გადაცემაზე
5.01 |
პოლონური სახელმწიფო ორგანოს მიერ მოწოდებული დოკუმენტის ჩაბარება საზღვარგარეთ მყოფი პირისათვის, უშუალოდ ამ ორგანოში შეტანილი მისივე განცხადების საფუძველზე |
30 ევრო |
5.02 |
პოლონეთის მოქალაქის განცხადების საფუძველზე საზღვარგარეთ დოკუმენტის (გარდა ფასიანი ქაღალდებისა) გამოთხოვა და მისი გადაცემა (მის შესაძლო ლეგალიზაციასთან ერთად) |
30 ევრო |
5.03 |
წერილის მიღება და პოლონეთში გადაგზავნა ოფიციალური არხით, თუ კონსულის მიერ ამ წერილის მიღება განაპირობებს ცალკეული რეგულაციებით გათვალისწინებული პროცედურული ვადების დაცვას |
20 ევრო |
5.04 |
უცხოურ ჯარში ან უცხოურ სამხედრო ორგანიზაციაში მსახურზე ნებართვის გაცემის შესახებ განაცხადის მიღება და პოლონეთის კომპეტენტურ ორგანოში გადაგზავნა |
50 ევრო |
5.05 |
საქმის მასალებიდან (ფაილიდან) დოკუმენტის დამოწმებული ამონაწერის ან ასლის გაცემა და ჩაბარება |
30 ევრო |
VI. საკონსულო მოსაკრებელი სალეგალიზაციო, სანოტარო და მთარგმნელობით მომსახურებასთან დაკავშირებით
6.01 |
დოკუმენტის ლეგალიზაცია |
30 ევრო |
6.02 |
წარმოდგენილი დოკუმენტის დედანის ან ამავე დოკუმენტის დამოწმებული ამონაწერის ასლის, დუბლიკატის, ამონაწერის მომზადება და შესაბამისობის დამოწმება, აგრეთვე კონსულის მიერ შესრულებული და საკონსულოში შენახული სანოტარო აქტის ასლის, დუბლიკატის, ამონაწერის მომზადება |
60 ევრო |
6.03 |
წარმოდგენილ დოკუმენტთან ასლის, დუბლიკატის, ამონაწერის შესაბამისობის დამოწმება |
30 ევრო |
6.04 |
ხელმოწერის ან ხელმოწერის ნიშნის დამოწმება |
30 ევრო |
6.05 |
დოკუმენტის წარმოდგენის თარიღის დამოწმება |
30 ევრო |
6.06 |
სანოტარო მოქმედების შესრულება |
200 ევრო |
6.07 |
სხვა სანოტარო მოქმედების შესრულება |
30 ევრო |
6.08 |
პოლონური ენიდან მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ან ფართოდ გამოყენებად ენაზე, ან მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ან ფართოდ გამოყენებადი ენიდან პოლონურ ენაზე თარგმანის შესრულება და დამოწმება - თითოეული გვერდი თარგმანისათვის**) |
90 ევრო |
6.09 |
პოლონური ენიდან მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ან ფართოდ გამოყენებად ენაზე, ან მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ან ფართოდ გამოყენებადი ენიდან პოლონურ ენაზე თარგმანის შემოწმება და დამოწმება - თითოეული გვერდი თარგმანისათვის**) |
30 ევრო |
6.10 |
განმეორებითი შინაარსის მქონე დოკუმენტების პოლონური ენიდან მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ან ფართოდ გამოყენებად ენაზე ან მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ან ფართოდ გამოყენებადი ენიდან პოლონურ ენაზე თარგმანის მომზადება და დამოწმება. |
50 ევრო |
VII. მოსაკრებლები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით
7.01 |
კონსულის წინაშე ქორწინების რეგისტრაციისათვის დოკუმენტაციის მომზადება, დასაქორწინებელ პირთა ერთობლივი წერილობითი განცხადებისა და აგრეთვე მეუღლეებისა და მათი მომავალი შვილების გვარების განსაზღვრის თაობაზე განცხადებების მიღება, ოქმის მომზადება აღნიშნული განცხადებების მიღების თაობაზე და მისი პოლონეთის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის გადაგზავნა, აგრეთვე ქორწინების მოწმობის ამონაწერის გაცემა *)***) |
500 ევრო |
7.02 |
დასაქორწინებელი პირისაგან წერილობითი განცხადების მიღება ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის თაობაზე და პოლონეთის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში გადაგზავნა |
50 ევრო |
7.03 |
პოლონური კანონმდებლობის თანახმად, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის დამადასტურებელი ცნობის მომზადება და გაცემა |
50 ევრო |
7.04 |
პოლონური კანონმდებლობის თანახმად, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის გამოთხოვა პოლონეთის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან და გაცემა***) |
50 ევრო |
7.05 |
მამობის აღიარებასთან დაკავშირებული აუცილებელი განცხადების ან განცხადებების მიღება, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ცნობის გაცემა და დოკუმენტაციის შესაბამისი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის გადაგზავნა |
50 ევრო |
7.06 |
სამოქალაქო მდგომარეობის უცხოური აქტის პოლონურ სამოქალაქო აქტების ჩანაწერების რეესტრში ტრანსკრიფციასა და აღდგენასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, აგრეთვე ამ დოკუმენტის საფუძველზე მომზადებული სამოქალაქო მდგომარეობის პოლონური აქტის ამონაწერის გაცემა *)***) |
50 ევრო |
7.07 |
დაბადების ან გარდაცვალების ფაქტის შესახებ ცნობის მიღება და მისი გადაგზავნა პოლონეთის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, ხოლო ამ დოკუმენტის საფუძველზე მომზადებული დაბადების ან გარდაცვალების მოწმობის ამონაწერის გაცემა ***) |
50 ევრო |
7.08 |
სახელის ან გვარის შეცვლის შესახებ განაცხადის მიღება და მისი გადაგზავნა პოლონეთის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში |
50 ევრო |
7.09 |
სახელის ან გვარის შეცვლის შესახებ განცხადების მიღება, მისი პოლონეთის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში გადაგზავნა და გადაწყვეტილების ჩაბარება |
50 ევრო |
7.10 |
სხვა მოქმედების შესრულება სამოქალაქო მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებში |
30 ევრო |
VIII. საკონსულო მოსაკრებელი საზღვაო და შიდა წყლებით ნავიგაციის საკითხებთან დაკავშირებით
8.01 |
გემის პოლონური დროშის ქვეშ ცურვის უფლების დამადასტურებელი დროებითი მოწმობის გაცემა (გემის სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა) |
240 ევრო |
8.02 |
გემის კაპიტანისაგან საზღვაო პროტესტის ან შიგა წყლებში მომხდარი ინციდენტის შესახებ შედგენილი ოქმის მიღება |
300 ევრო |
8.03 |
გემის მოწმობის ან უსაფრთხოების ბარათის გაცემა ან მისი ვალიდურობის დამოწმება, ან მოწმობის გაგრძელება გემის მიერ ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის სფეროში |
200 ევრო |
8.04 |
სხვა მოქმედების შესრულება საზღვაო და შიდა წყლებით ნავიგაციის საკითხებში |
40 ევრო |
IX. საკონსულო მოსაკრებელი მომსახურების განსაკუთრებული წესით შესრულების შემთხვევაში
9.01 |
მხარის მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების უზრუნველყოფა საკონსულო ოფისის გარეთ, ყოველი 8 საათიანი პერიოდისათვის, რაშიც შედის მგზავრობის დრო. |
90 ევრო |
9.02 |
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკონსულო მოქმედებების შესრულება დაჩქარებული წესით |
30 ევრო |
*დოკუმენტაციის დამუშავების ფარგლებში შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის არ ხდება დამატებითი საკონსულო მოსაკრებლის გადახდევინება, გარდა იმ საფასურისა, რაც საჭიროა თარგმანის შესრულებისა და დამოწმებისათვის, ან თარგმანის სისწორის შემოწმებისა და დადასტურებისათვის (პოზ.: 6.08, 6.09 და 6.10 საკონსულო მოსაკრებლების ცხრილი)
** გადასახდელი საკონსულო მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშებისას, დოკუმენტის მოცულობა განისაზღვრება სერთიფიცირებული თარჯიმნის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წესის მიხედვით.
*** ლეგალიზაციის ან აპოსტილის შესაძლო მოპოვებასთან ერთად
**** საკონსულო მოქმედების განსაკუთრებული წესით შესრულების შემთხვევაში, მოსაკრებლის გადახდევინება, გარდა გაწეული საკონსულო მომსახურების საფასურისა, ხდება აგრეთვე გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად.