ვიწვევთ IT სექტორს!
თუ თქვენ ხართ ინოვატორი, პროგრამისტი ან IT მეწარმე და აპირებთ პოლონეთში ჩამოსვლას.
იპოვეთ საკუთარი თავი.ყოვლისმომცველი პაკეტი, რომელიც ეხმარება IT სპეციალისტებს, სტარტაპებსა და სხვა კომპანიებს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეუფერხებლად გადაადგილებაში. მომსახურების პაკეტის წყალობით, თქვენ შეიტყობთ თუ როგორ დაიწყოთ სწრაფად და ეფექტურად მუშაობა პოლონეთში + როგორ მიიღოთ იურიდიული და სავიზო კონსულტაცია „business concierge" განაცხადის შევსებაში + როგორ მიიღოთ დახმარება თანამშრომლებისა და მათი ოჯახების პოლონეთში ჩამოყვანის საკითხებში. გარდა ამისა, ინდივიდებსა და კომპანიებს შეუძლიათ ისარგებლონ ფასილიტაციის მომსახურებით ადგილობრივ მთავრობებთან ან სპეციალურ ეკონომიკურ ზონებთან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ გადაადგილებული თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის შეთავაზების მომზადებაში, დროებითი საოფისე და საცხოვრებელი ფართის შექმნაში. ბავშვებს, რომლებიც პოლონურ სკოლებში განაგრძობენ სწავლას, დამატებითი საათების აღების უფლება ექნებათ პოლონური ენის უკეთ შესასწავლად. ასევე, პაკეტის ერთერთი ელემენტია მეწარმეების ინვესტორებთან დაკავშირებისა და R&D საქმიანობის გრანტების სახით მხარდაჭერა.
სპეციალური სატელეფონო ხაზი:
დახმარების ხაზი: +48 22 70-343-70 (from 8:00 to 16:00 (CET), 5 days a week)
ელ.ფოსტა: pbh@paih.gov.pl
{"register":{"columns":[]}}