W celu świadczenia usług na najwyższym poziomie stosujemy pliki cookies. Korzystanie z naszej witryny oznacza, że będą one zamieszczane w Państwa urządzeniu. W każdym momencie można dokonać zmiany ustawień Państwa przeglądarki. Zobacz politykę cookies.

მიზეზები პოლონეთის არჩევისათვის

უსაფრთხოება და სტუმართმოყვარეობა

ინვესტიცია უცხო ქვეყანაში ზოგჯერ თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრების გადაცხოვრებასაც ნიშნავს. ამის გაკეთება ადვილი არსდროს არის. ამასთან ერთად, პოლონეთში უცხოელთა დასაქმების წესების ბოლოდროინდელი ცვლილებები ჩვენი შრომის ბაზარს უცხოელებს კიდევ უფრო მეტად უხსნის. გაფართოვდა ჯგუფი, რომელსაც შეუძლია მუშაობა ნებართვის გარეშე და გამარტივდა პროცედურები შესაბამისი ნებართვის მოპოვებისათვის.

polish map

პოლონეთი: ევროპის გული

პოლონეთი მდებარეობს ევროპის ცენტრში, რაც მას შესანიშნავ ადგილმდებარეობად აქცევს კომპანიებისთვის, რომლებიც საქმიანობენ და სურთ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. ინვესტორებს პოლონეთში შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობითა და ევროკავშირში ჩვენი წევრობით. ჩვენი ადგილმდებარეობა ლოგისტიკის თვალსაზრისითაც ძალიან მიმზიდველია. პოლონეთში აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს. პოლონეთი იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილია, რომლებიც ევროპის ჩრდილოეთს სამხრეთთან აკავშირებს.

Map of Poland's logistical hubs

ეკონომიკური სტაბილიზაცია და მედეგობა კრიზისებთან მიმართებაში

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, პოლონეთის მშპ უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე სხვა რომელიმე სახელმწიფოსი ევროპაში. 1989 წლიდან პოლონეთმა რეცესია განიცადა მხოლოდ ერთხელ - და მხოლოდ 2001 წლის რამდენიმე თვე. ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და კონკურენტუნარიანობის წყალობით, 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროსაც კი იზრდებოდა ჩვენი მშპ. უფრო მეტიც, ევროკომისიის შეფასებით, 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ 4.6 პროცენტით შემცირდება, კორონავირუსის კრიზისის შედეგად. ამიტომაც, რეცესია პოლონეთში, ალბათ, ყველაზე მცირე იქნება მთელ ევროკავშირში.

information

ჩვენ ღია ვართ ბიზნესისთვის

პოლონეთმა მოიპოვა ბიზნესის კეთების კუთხით საუკეთესო რეპუტაცია. ამას ადასტურებს ისეთი საერთაშორისო მოხსენებები, როგორიცაა "გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში 2019", "ბიზნესის კეთება 2020", "კორუფციის აღქმის ინდექსი 2019". პოლონეთი მაღალ პოზიციებს იკავებს და ლიდერია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. შეიტყვეთ თუ როგორ უნდა შექმნათ კომპანია პოლონეთში..

კორუფციის აღქმის ინდექსი 2019 

პოლონეთი - 41.
ჩეხეთი - 44.
სლოვაკეთი - 59.
ბულგარეთი - 74.
უნგრეთი - 70.
რუმინეთი – 74.

ბიზნესის კეთება 2020

პოლონეთი - 40.
ჩეხეთი - 41.
სლოვაკეთი - 45.
უნგრეთი - 52.
რუმინეთი - 55.
ბულგარეთი - 61.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში 2019

ჩეხეთი - 32.
პოლონეთი - 37.
სლოვაკეთი - 42.
უნგრეთი - 47.
ბულგარეთი - 49.
რუმინეთი - 51.

ჩვენ ვიცით, როგორ მოვიზიდოთ ბიზნესი პოლონეთში

  • პოლონეთის საინვესტიციო ზონა: მთელი პოლონეთი იქცა ეკონომიკურ ზონად, რომლის წყალობითაც ქვეყნის ნებისმიერ წერტილში კომპანიებს შეუძლიათ საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების იმედი ჰქონდეთ. გადაწყვეტილება ინვესტიციის მხარდაჭერის შესახებ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ მიიღება.polish map
  • კვლევისა და განვითარების შემწეობები: კომპანიებს შეუძლიათ ხელფასებთან, აღჭურვილობის გამოყენებასთან ან შესყიდვასთან დაკავშირებული საგადასახადო ბაზის 200%-მდე ჩამოიჭრან (ხოლო კვლევისა და განვითარების ცენტრების შემთხვევაში - 250%).
  • ინოვაცია: ინტელექტუალური საკუთრების უფლებების რეალიზაციით მიღებულ შემოსავალზე დაწესებულია შეღავათიანი გადასახადის განაკვეთი (5%). შეღავათიანი კურსი მოქმედებს პატენტის დაცვის მთელი პერიოდის განმავლობაში და სრულად შეესაბამება OECD მიდგომას.
  • პოლონეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციების მხარდაჭერის პროგრამა:მთავრობის სუბსიდირების პროგრამა საშუალებას აძლევს კომპანიებს მიიღონ მხარდაჭერა პროექტის შესაბამისი ხარჯების 20%-მდე სტრატეგიული ან ინოვაციური წარმოების პროექტებისთვის ან სპეციალიზირებული სერვის ცენტრებისთვის.
     

კონტაქტი

სპეციალური სატელეფონო ხაზი:

  • ინფორმაცია რუსულ, ინგლისურ და პოლონურ ენებზე მეწარმეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ხელმისაწვდომი შეღავათების შესახებ (რა, სად, როგორ, როდის) 
  • კურატორის დანიშვნა, რომელიც მობილობის მთელ პროცესს გაამარტივებს

დახმარების ხაზი:  +48 22 70-343-70 (from 8:00 to 16:00 (CET), 5 days a week)
ელ.ფოსტა: pbh@paih.gov.pl

 

{"register":{"columns":[]}}