ვიზები - ზოგადი ინფორმაცია
- პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლისას უცხოელისთვის აუცილებელი ფინანსური საშუალებები
- შენგენის საინფორმაციო სისტემასა (SIS) და სავიზო საინფორმაციო სისტემაში (VIS) დამუშავებული ინფორმაციის მიღების უფლება
- იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც უვიზოდ შეუძლიათ პოლონეთში გამგზავრება
- იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც პოლონეთში შესასვლელად ვიზა ესაჭიროებათ
ვიზის ტიპები
სავიზო განაცხადის წარდგენამდე უნდა აირჩიოთ ვიზის ტიპი:
შენგენის ვიზა (C ტიპი)
ეს ვიზა გაიცემა იმ პირთათვის, რომლებიც პოლონეთში ან შენგენის სივრცის სხვა ქვეყნებში აპირებენ დარჩენას არაუმეტეს 90 დღისა ყოველ 180 დღიან პერიოდში. რაც ნიშნავს, რომ შენგენის სივრცეში ლეგალურად დარჩენა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო 180 დღიან პერიოდში შენგენის ზონაში თქვენი ყოფნის პერიოდმა არ გადააჭარბა 90 დღეს. ევროკომისიის ვებ-საიტზე შეგიძლიათ მოიძიოთ სპეციალური კალკულატორი, რომლის მეშვეობითაც გამოთვლით, რამდენი ხნით შეგიძლიათ შენგენის ქვეყნებში დარჩენა.
პოლონეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შენგენის ვიზის მოთხოვნა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ:
- პოლონეთი შენგენის ზონაში თქვენი ვიზიტის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს;
- შენგენის სივრცის ერთზე მეტ ქვეყნას ეწვევით, თუმცა პოლონეთი ვიზიტის ძირითადი ადგილია;
- გიჭირთ განსაზღვროთ, შენგენის ქვეყნებიდან რომელია მოგზაურობის მთავარი მიზანი, მაგრამ შენგენის ზონის საზღვარის კვეთა პირველად პოლონეთში გიწევთ.
გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია ე.წ. შეზღუდული ტერიტორიული მოქმედების მქონე ვიზის გაცემა, რომელიც ვრცელდება შენგენის ზონის გარკვეული ქვეყნების ტერიტორიაზე.
თბილისში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო სავიზო საკითხებში (მხოლოდ შენგენის მოკლევადიან ვიზებთან დაკავშრებით) წარმოადგენს სლოვენიას.
სლოვენიაში გამგზავრების შემთხვევაში აუცილებელია ოფიციალური მოწვევის, ე.წ. საგარანტიო წერილის დედანისა და ქსეროასლის წარმოდგენა, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ. იმ შემთხვევაში, როდესაც პირი მიემგზავრება სლოვენიის სახელმწიფო უწყების მიწვევით, საკმარისია შესაბამისი უწყების უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული მოწვევა.
საგარანტიო წერილის (მოწვევის) ნიმუში: http://www.mzz.gov.si/en/entry_and_residence/visa_regimes_and_visas/letter_of_guarantee/
თუ სლოვენიაში მიმავალ უცხო ქვეყნის მოქალაქეს უზრუნველყოფილი არ აქვს საარსებო სახსრები (მაგ.: ოჯახის მიერ, ტურისტული პაკეტის ფარგლებში წინასწარ გადახდილი საცხოვრებლით და სხვა), ასეთ შემთხვევაში აუცილებელი დღიური საარსებო მინიმუმი 70 ევროს შეადგენს (არასრულწლოვანის შემთხვევაში, რომელსაც თან ახლავს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი - 35 ევროს დღიურად).
დამატებით ინფორმაციას იხილავთ: https://ec.europa.eu/home-affairs/sites/homeaffairs/files/e-library/documents/policies/borders-and-visas/schengen/docs/handbook-annex_25.pdf (გვ. 24)
ეროვნული ვიზა (D ტიპი)
შემოიტანეთ განაცხადი ამ ტიპის ვიზაზე თუ პოლონეთში 90 დღეზე ხანგრძლივი პერიოდით გსურთ დარჩენა. ამასთან, ამ ვიზის მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 1 წელს. უნდა აირჩიოთ ეროვნული ვიზის განაცხადი თუ ითხოვთ თავშესაფარს, რეპატრიაციას ან სარგებლობთ პოლონელის ბარათით მონიჭებული უფლებებით.
აეროპორტის სატრანზიტო ვიზა (A ტიპი)
აირჩიეთ ამ ტიპის ვიზა თუ გეგმავთ მხოლოდ ტრანზიტს შენგენის ზონაში მდებარე აეროპორტის საერთაშორისო ზონის გავლით და იმოგზაურებთ ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნის პასპორტის საფუძველზე: ავღანეთი, ბანგლადეში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ერითრეა, ეთიოპია, განა, ირანი, ერაყი, ნიგერია, პაკისტანი, სომალი, შრი-ლანკა.
გამარტივებული სავიზო პროცედურა ევროკავშირის მოქალაქეთა ოჯახის წევრებისათვის
ვის შეუძლია ამ პროცედურით სარგებლობა?
დ ა ი მ ა ხ ს ო ვ რ ე თ: ეს პროცედურა ხელმისაწვდომია ევროკავშირის იმ მოქალაქეთა ოჯახის წევრებისათვის, რომლებიც არ ფლობენ პოლონეთის მოქალაქეობას ან მუდმივად არ ცხოვრობენ პოლონეთში.
ევროკავშირის მოქალაქეებს მიეკუთვნებიან:
- ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები;
- ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიისა და შვეიცარიის მოქალაქეები.
ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრი არის:
- მეუღლე;
- 21 წლამდე ასაკის მქონე შვილი, რომელიც ევროკავშირის მოქალაქის ან მისი მეუღლის კმაყოფაზე იმყოფება;
რის უფლებას იძლევა გამარტივებული პროცედურა:
- სავიზო განაცხადის წარდგენა უფასოა.
- დიპლომატიურ წარმომადგენლობაში თქვენი განაცხადის მიღება მოხდება წინასაწარი რეგისტრაციის აუცილებლობის გარეშე.
რა დოკუმენტებია საჭირო:
- ამობეჭდილი და ხელმოწერილი სავიზო განაცხადი (შევსებული ვებ-გვერდზე: e-konsulat);
- ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ფერადი ფოტოსურათი ზომებით 3,5 X 4,5 სმ
- მოქმედი პასპორტი;
- ევროკავშირის მოქალაქესთან ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ევროკავშირის მოქალაქესთან ერთად მგზავრობის ან მის საცხოვრებელ ადგილზე ჩასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
უარი ვიზის გაცემაზე
კონსულის მიერ ვიზის გაცემაზე უარის თქმა ხდება გადაწყვეტილების მიღების გზით. ამ ტიპის ვიზის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია პოლონეთის რესპუბლიკის საგარო საქმეთა მინისტრთან.
ბიომეტრიული მონაცემები
საკონსულოში სავიზო განაცხადის წარდგენისას აიღებენ თქვენს ბიომეტრიულ მონაცემებს: ფოტოსურათს ეროვნული ვიზის შემთხვევაში და ფოტოსურათსა და თითების ანაბეჭდს შენგენის ვიზის მოთხოვნის შემთხვევაში.
თუ ბოლო 59 თვის განმავლობაში შეტანილი გქონდათ განაცხადი შენგენის ვიზაზე და აღებულ იქნა თქვენი თითის ანაბეჭდები, განმეორებით ჩაბარება არ მოგიწევთ - სისტემა ავტომატურად გადაიტანს თქვენს მონაცემებს.
თითის ანაბეჭდების ჩაბარების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან შემდეგი პირები:
- ბავშვები 12 წლის ქვემოთ;
- პირები, რომელთა თითების ანაბეჭდის აღება შეუძლებელია (მაგ.: თითების არქონის ან დროებითი დაზიანების გამო);
- სახელმწიფოს მეთაურები და მთავრობის წევრები (მათ შორის ოფიციალური დელეგაციის წევრები და მათი მეუღლეები), რომლებიც მიწვეულნი არიან ოფიციალური მიზნით;
- მონარქები და სამეფო ოჯახის მაღალი რანგის მქონე წევრები, რომლებიც მიწვეულნი არიან ოფიციალური მიზნით.
პერსონალური მონაცემები
სავიზო საინფორმაციო სისტემაში (VIS) არსებული მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოა პოლიციის მთავარი სამმართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის ცენტრალური ტექნიკური ორგანო (KSI), მის.: პულავსკას ქ. 148/150, 02-624 ვარშავა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საჩივრებს განიხილავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის გენერალური ინსპექტორი, მის.: სტავკის ქ. 2, 00-193 ვარშავა.