A ტიპის შენგენის ვიზა
სად შევძლებ სავიზო განაცხადის შეტანას?
სავიზო განაცხადის შეტანა შეგიძლიათ პოლონეთის რესპუბლიკის საკონსულოში ტერიტორიული კომპეტენციის მიხედვით.
პირადად უნდა წარვადგინო დოკუმენტაცია?
სავიზო განაცხადი პირადად უნდა შემოიტანოთ. დიპლომატიური წარმომადგენლობა არ ღებულობს ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან ფოსტით გამოგზავნილ განაცხადებს.
როგორ დავნიშნო შეხვედრა საკონსულოში?
სავიზო განაცხადის შემოტანის მიზნით ვიზიტის დანიშვნა ხდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით: e-konsulat.
სავიზო განაცხადის წარდგენის მიზნით ვიზიტის დასაჯავშნი თარიღების სისტემაში განთავსება ხდება ყოველი თვის 10, 20 და 30 რიცხვებში. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული თარიღი დაემთხვევა უქმე დღეს (ოფიციალური დასვენების დღეს პოლონეთსა და საქართველოში ან შაბათ-კვირას), საიტზე თარიღების განთავსება მოხდება დასვენების წინა დღეს.
დაიმახსოვრეთ, რომ სავიზო განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დაგეგმილ მგზავრობამდე მაქსიმუმ 6 თვით ადრე (მეზღვაურების შემთხვევაში 9 თვით ადრე) და არა უგვიანეს 15 დღისა.
რა დოკუმენტები უნდა წარმოვადგინო?
დაიმახსოვრეთ!
A ტიპის ვიზაზე იმ შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ განაცხადი, თუ:
- მხოლოდ და მხოლოდ აეროპორტის სატრანზიტო ზონაში დაჰყოფთ და არ აპირებთ მის დატოვებას. A ტიპის ვიზა არ იძლევა შენგენის ზონაში ყოფნის უფლებას.
- ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნის მოქალაქე ხართ:
ავღანეთი, ბანგლადეში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ერითრეა, ეთიოპია, ირანი, ერაყი, ნიგერია, პაკისტანი, სომალი, შრი ლანკა.
A ტიპის ვიზის მიღების ვალდებულებისგან თავისუფლდებით, თუ:
- დიპლომატიური პასპორტის მფლობელი ხართ;
- ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრი ხართ;
- ფლობთ C ან D ტიპის ვიზას, ან ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის მიერ გაცემულ ბინადრობის ნებართვას;
- ფლობთ ანდორას, კანადის, იაპონიის, სან მარინოს ან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაცემულ, ევროკავშირის ერთიანი სავიზო კოდექსის მე-5 მუხლში მითითებულ ბინადრობის საბუთს;
- ფლობთ ვიზას, რომელიც მოქმედია ევროპის ეკონომიკურ ზონაში შემავალ ქვეყანაში ან კანადაში, იაპონიში, აშშ-ში, ან ბრუნდებით ერთ-ერთი ამ ქვეყნიდან ასეთი ვიზის გმოყენების შემდეგ.
საჭირო დოკუმენტაცია:
- სისტემა e-konsulat-ში შევსებული, ამობეჭდილი და ხელმოწერილი სავიზო განაცხადის ფორმა. სავიზო განაცხადის ფორმა უფასოა (შევსებული განაცხადის ნიმუში);
- ფერადი ფოტოსურათი ზომით 3,5 x 4,5 სმ. ფოტოსურათი უნდა იყოს:
ა) მკაფიო, შესრულებული თეთრ ფონზე, დაბეჭდილი მაღალი ხარისხის ფურცელზე;
ბ) გადაღებული არაუმეტეს ბოლო ექვსი თვის მანძილზე;
გ) გადაღებული პირდაპირი ხედით, რომელზეც ნათლად გამოჩნდება თვალები და მთლიანი სახე. კადრი უნდა მოიცავდეს პიროვნების გამოსახულებას თავის ზედა ნაწილიდან მხრების ზედა ზღვრამდე ისე, რომ სახე ფოტოსურათის 70-80%-ს შეადგენდეს. ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს თავსაბურავის გარეშე.
- პასპორტი, გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში, მოქმედი სულ მცირე სამი თვის ვადით უკან დაბრუნების დაგეგმილი თარიღიდან. პასპორტში დარჩენილი უნდა იყოს ვიზისათვის გათვალისწინებული სულ მცირე ორი თავისუფალი გვერდი.
- პასპორტის იმ გვერდის ქსეროასლი, რომელზეც განთავსებულია პერსონალური მონაცემები და ფოტოსურათი.
- სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა მინიმუმ 30 000 ევროს ოდენობის სადაზღვევო ანაზღაურებით, მოქმედი ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე.
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ბინადრობის მოწმობის) ასლი, რომელიც ადასტურებს თქვენს ლეგალურად ცხოვრებას იმ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე, სადაც შეგაქვთ ვიზაზე განაცხადი.
- სატრანზიტო ზონის დატოვების შემდეგ მგზავრობის გაგრძელების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.: თვითმფრინავის ბილეთი ან დანიშნულების ქვეყნის ვიზა);
- ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ არ აპირებთ შენგენის ზონის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე გასვლას.
გარდა ამისა, არასრულწლოვანთა სავიზო განაცხადის შეტანისას, წარმოადგინეთ:
- სავიზო განაცხადის ჩაბარებაზე მშობლის/მშობლების ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი თანხმობა. თუ მხოლოდ ერთი მეურვეა, საჭიროა ამის დასაბუთება დაბადების მოწმობის, მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ან მეორე მშობლის გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენით.
- მშობლების პასპორტები - დედანი და ქსეროასლი;
- დაბადების მოწმობა - დედანი და ქსეროასლი;
დაიმახსოვრეთ:
- სავიზო განაცხადი უნდა წარადგინოთ იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, რომლის საკონსულო ოლქშიც შედის თქვენი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
- როგორც წესი, ზემოჩამოთვლილი დოკუმენტაცია საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა კონსულს აქვს დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის უფლება.
- კონსულს აპლიკანტის გასაუბრებაზე მოწვევის უფლება აქვს საკონსულოში, თუმცა არ არის ვალდებული ეს გააკეთოს.
- A ტიპის ვიზა აეროპორტის სატრანზიტო ზონის დატოვების გარანტიას არ იძლევა.
რამდენი უნდა გადავიხადო?
სავიზო განაცხადის განხილვის მოსაკრებელი შეადგენს - 80 ევროს.
მოსაკრებლის გადახდა ხდება საკონსულოს სალაროში სავიზო განაცხადის წარდგენისას.
გადახდის მისაღები ფორმა: ნაღდი ანგარიშსწორება.
სავიზო განაცხადის განხილვის საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას კონსულის გადაწყვეტილების მიუხედავად.
რა ვადაში ხდება განხილვა?
სავიზო გადაწყვეტილების მისაღებად კონსულს აქვს 15 კალენდარული დღე. გამონაკლის შემთხვევებში აღნიშნული ვადა შესაძლოა გაგრძელდეს 30 ან 60 დღემდე.
როგორ გავიტან დოკუმენტებს?
პასპორტის გასატანად პირადად უნდა გამოცხადდეთ ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 15:30-16:30 პერიოდში.
როგორ გავასაჩივრო გადაწყვეტილება?
თუ არ ეთანხმებით კონსულის გადაწყვეტილებას, უფლება გაქვთ განაცხადი შემოიტანოთ სავიზო აპლიკაციის ხელმეორედ განხილვის მოთხოვნით. განაცხადი უნდა წარადგინოთ იმ დაწესებულებაში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, მისი ხელზე მიღებიდან 14 დღის ვადაში.
ასეთი განაცხადის წარდგენის მოსაკრებელი შეადგენს 80 ევროს.
სავიზო განაცხადის ხელმეორედ განხილვის შესახებ განაცხადი საკონსულოში შეგიძლიათ შემოიტანოთ ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით მიღების საათებში: 09:15-დან 14:00-მდე.
Materials
Schengen visa application formSchengen_visa_application_form.pdf 0.08MB Schengen visa application exemple
Schengen_visa_application_exemple.pdf 0.22MB