C ტიპის შენგენის ვიზა
სად შევძლებ სავიზო განაცხადის შეტანას?
სავიზო განაცხადის შეტანა შეგიძლიათ პოლონეთის რესპუბლიკის საკონსულოში ტერიტორიული კომპეტენციის მიხედვით.
პირადად უნდა წარვადგინო დოკუმენტაცია?
სავიზო განაცხადი პირადად უნდა შემოიტანოთ. დიპლომატიური წარმომადგენლობა არ ღებულობს ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან ფოსტით გამოგზავნილ განაცხადებს.
როგორ დავნიშნო შეხვედრა საკონსულოში?
სავიზო განაცხადის შემოტანის მიზნით საკონსულოში ვიზიტს ელექტრონული სისტემის მეშვეობით დანიშნავთ: e-konsulat.
რა დოკუმენტები უნდა წარმოვადგინო?
რა დოკუმენტები უნდა წარმოვადგინო?
- სისტემა e-konsulat-ში შევსებული, ამობეჭდილი და ხელმოწერილი სავიზო განაცხადის ფორმა. სავიზო განაცხადის ფორმა უფასოა (შევსებული განაცხადის ნიმუში);
- ფერადი ფოტოსურათი ზომით 3,5 x 4,5 სმ. ფოტოსურათი უნდა იყოს:
ა) მკაფიო, შესრულებული თეთრ ფონზე და დაბეჭდილი მაღალი ხარისხის ფურცელზე;
ბ) გადაღებული არაუმეტეს ბოლო 6 თვის მანძილზე;
გ) გადაღებული პირდაპირი ხედით, რომელზეც ნათლად გამოჩნდება თვალები და მთლიანი სახე. კადრი უნდა მოიცავდეს პიროვნების გამოსახულებას თავის ზედა ნაწილიდან მხრების ზედა ზღვრამდე ისე, რომ სახე ფოტოსურათის 70-80%-ს შეადგენდეს. ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს თავსაბურავის გარეშე.
- პასპორტი, გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში, მოქმედი სულ მცირე სამი თვის ვადით უკან დაბრუნების დაგეგმილი თარიღიდან. პასპორტში დარჩენილი უნდა იყოს ვიზისათვის გათვალისწინებული სულ მცირე ორი თავისუფალი გვერდი.
- პასპორტის (პერსონალიზებული) გვერდის ასლი, რომელზეც დატანილია პერსონალური მონაცემები და ფოტოსურათი, აგრეთვე პასპორტის ყველა ვიზიანი და ბეჭდიანი გვერდის ასლი.
-
შენგენის (ერთიანი) ერთჯერადი ან ორჯერადი შესვლის უფლების მქონე ვიზის მისაღებად განაცხადის წარმდგენმა პირებმა უნდა აჩვენონ, რომ ფლობენ შესაბამის მოქმედ სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევას, რომელიც დაფარავს ნებისმიერ ხარჯს, რაც შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე მათი ყოფნის პერიოდში შეიძლება წარმოიშვას სამკურნალო მიზეზით სამშობლოში დაბრუნების აუცილებლობასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან, გადაუდებელ ჰოსპიტალურ მკურნალობასა თუ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. შენგენის მრავალჯერადი ვიზის მიღების მსურველებმა უნდა აჩვენონ, რომ ფლობენ შესაბამის მოქმედ სამოგზაურო დაზღვევას, რომელიც ფარავს მათი დაგეგმილი ვიზიტის პირველ პერიოდს. დაზღვევა მოქმედი უნდა იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთელ ტერიტორიაზე და ფარავდეს დაგეგმილი ყოფნის მთლიან პერიოდს. მინიმალური სადაზღვევო თანხა შეადგენს 30 000 ევროს.
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ბინადრობის მოწმობის) ასლი, რომელიც ადასტურებს თქვენს ლეგალურად ცხოვრებას იმ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე, სადაც გსურთ ვიზაზე განაცხადის შეტანა.
- ფინანსური საშუალების ფლობის დამადასტურებელი საბუთი, დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ განსაზღვრული ფორმით:
ა) ბანკის მიერ გაცემული ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
ბ) მოქმედი საკრედიტო ბარათი და ცნობა, რომელიც ადასტურებს ფინანსური საშუალების ხელმისაწვდომობას;
გ) ბოლო სამი თვის მანძილზე მიღებული შემოსავლის ამსახველი ცნობა;
დ) ვიზის მთხოვნელი პირის სახლზე გაცემული სამგზავრო ჩეკები - დედანი და ქსეროასლი.
- საცხოვრებლის დამადასტურებელი საბუთი (მაგალითად, ოფიციალური მოსაწვევი ან სასტუმროს ჯავშანი);
- პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის მიზნისა და პირობების დამადასტურებელი დოკუმენტები.
ტურისტული ვიზა:
ტურისტებს სავიზო განაცხადი სასტუმროს ჯავშნის საფუძველზე შეუძლიათ შემოიტანონ.
პოლონეთის გარდა შენგენის სხვა ქვეყნებში გამგზავრების შემთხვევაში, საჭიროა სამგზავრო მარშრუტის სრული გეგმის წარმოდგენა;
ვიზა კერძო ვიზიტის ფარგლებში:
-კერძო ვიზიტის შემთხვევაში, მთავარი დოკუმენტი ვოევოდას ოფისში დარეგისტრირებული ოფიციალური მოწვევაა;
-ახლო ნათესავების მონახულების შემთხვევაში, (მაგ.: მშობლები, შვილები, მეუღლეები), დასაშვებია ხელნაწერი მოწვევის წარმოდგენა, იმ პირობით, რომ მოხდება ნათესაური კავშირისა და მომწვევი პირის პიროვნების დადასტურება, იმის მიუხედავად, მომწვევი პირი საქართველოს მოქალაქეა თუ პოლონეთის. თუ მასპინძელი საქართველოს მოქალაქეა, ლეგალურად უნდა ცხოვრობდეს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და შესაბამისად ფლობდეს ბინადრობის ნებართვას ან ეროვნულ ვიზას.
გარდა ამისა, არასრულწლოვანთა სავიზო განაცხადის შეტანისას, წარმოადგინეთ:
- სავიზო განაცხადის ჩაბარებაზე მშობლის/მშობლების ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი თანხმობა. თუ მხოლოდ ერთი მეურვეა, საჭიროა ამის დასაბუთება დაბადების მოწმობის, მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ან მეორე მშობლის გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენით.
- მშობლების პასპორტები - დედანი და ქსეროასლი;
- დაბადების მოწმობა - დედანი და ქსეროასლი;
თუ ბავშვი ჩაწერილია მშობლის ან იურიდიული მეურვის პასპორტში - შემოიტანეთ ცალკე სავიზო განაცხადი. ვიზა ჩაიკვრება მშობლის ან იურიდიული მეურვის პასპორტში.
დაიმახსოვრეთ:
- სავიზო განაცხადი უნდა წარადგინოთ იმ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, რომლის საკონსულო ოლქშიც შედის თქვენი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
- როგორც წესი, ზემოჩამოთვლილი დოკუმენტაცია საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა კონსულს აქვს დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის უფლება.
- სავიზო განაცხადი უნდა წარმოადგინოთ დაგეგმილ მგზავრობამდე მაქსიმუმ 6 თვით ადრე (მეზღვაურების შემთხვევაში - 9 თვით ადრე) და არა უგვიანეს 15 დღისა.
- კონსულს აპლიკანტის გასაუბრებაზე მოწვევის უფლება აქვს საკონსულოში, თუმცა არ არის ვალდებული ეს გააკეთოს.
- გაყალბებული საბუთების წარმოდგენამ ან ცრუ ინფორმაციის მოწოდებამ შესაძლოა გამოიწვიოს შენგენის სივრცის წევრ ქვეყნებში შესვლის აკრძალვა.
- ვიზა არ იძლევა შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესვლის გარანტიას, საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის იმ ქვეყნის სასაზღვრო სამსახური იღებს, სადაც აპირებთ შენგენის ზონის საზღვრის კვეთას.
რამდენი უნდა გადავიხადო?
სავიზო განაცხადის განხილვის მოსაკრებელი შეადგენს 80 ევროს. (6-12 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში - 40 ევროს)
მოსაკრებლის გადახდა ხდება საკონსულოს სალაროში სავიზო განაცხადის წარდგენისას.
გადახდის მისაღები ფორმა: ნაღდი ანგარიშსწორება.
სავიზო განაცხადის განხილვის მოსაკრებელი არ ექვემდებარება დაბრუნებას კონსულის გადაწყვეტილების მიუხედავად.
სავიზო მოსაკრებელი უნდა მოეხსნას განმცხადებლებს, რომლებიც შემდეგ კატეგორიებს განეკუთვნებიან:
(ა) ბავშვებს ექვსი წლის ასაკამდე;
(ბ) მოსწავლეებს, სტუდენტებს, დოქტორანტებს და თანმხლებ მასწავლებლებს, რომლებიც მიემგზავრებიან სწავლის ან სასწავლო ტრეინინგში მონაწილეობის მიზნით;
(გ) მეცნიერებს მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც მიემგზავრებიან სამეცნიერო კვლევების ჩატარების მიზნით, თანახმად განმარტებისა, რომელიც მოცემულია ევროკავშირის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ჩატარების მიზნით მესამე ქვეყნების მეცნიერთათვის წევრი ქვეყნების მიერ ერთიანი მოკლევადიანი ვიზის გაცემის გამარტივების მიზნით ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2005 წლის 28 სექტემბრის 2005/761/WE რეკომენდაციაში;
(დ) არაკომერციული ორგანიზაციების 25 წლამდე ასაკის მქონე წამომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობენ არაკომერციული ორგანიზაციების მიერ გამართულ სემინარებში, კონფერენციებში, სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში,
(ე) ევროკავშირის მოქალაქეთა ოჯახის წევრებს.
სავიზო მოსაკრებელი შეიძლება მოეხსნას:
- 6-18 წლამდე ასაკის მქონე ბავშვებს;
- დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელებს;
- არაკომერციული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილე 25 წლის ან უფრო ნაკლები ასაკის პირებს.
საბოლოო გადაწყვეტილებას სავიზო მოსაკრებლის მოხსნის შესახებ იღებს საკონსულო სამსახური.
რა ვადაში ხდება განხილვა?
სავიზო გადაწყვეტილების მისაღებად კონსულს აქვს 15 კალენდარული დღე. გამონაკლის შემთხვევებში ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს 45 დღემდეც.
ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებთან ან მოგზაურთა კატეგორიებთან მიმართებით სავიზო განაცხადზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს სავიზო კონსულტაციების აუცილებლობის გამო.
მესამე ქვეყნების მიმდინარე სია, რომელთა მოქალაქე ან მოგზაურთა კატეგორიები ექვემდებარებიან სავიზო კონსულტაციებს, ხელმისაწვდომია ინტერნეტ გვერდზე.
როგორ გავიტან დოკუმენტებს?
პასპორტის გასატანად პირადად უნდა გამოცხადდეთ ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 15:30-16:30 პერიოდში.
როგორ გავასაჩივრო გადაწყვეტილება?
თუ არ ეთანხმებით კონსულის გადაწყვეტილებას, უფლება გაქვთ, განაცხადი შემოიტანოთ სავიზო აპლიკაციის ხელმეორედ განხილვის მოთხოვნით. განაცხადი უნდა წარადგინოთ იმ დაწესებულებაში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, მისი ხელზე მიღებიდან 14 დღის ვადაში.
ასეთი განაცხადის წარდგენის მოსაკრებელი შეადგენს 80 ევროს. (6-12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის - 40 ევროს)
სავიზო განაცხადის ხელმეორედ განხილვის შესახებ განაცხადი საკონსულოში შეგიძლიათ შემოიტანოთ ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით მიღების საათებში: 09:15-დან 14:00-მდე.
შენგენის ვიზის გაუქმება ან გაბათილება
თუ შენგენის ვიზის გაუქმების ან გაბათილების შესახებ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც არ ეთანხმებით, უფლება გაქვთ წარადგინოთ განაცხადი საქმის განმეორებით განხილვის მოთხოვნით. თუმცა თუ შენგენის ვიზის გაუქმება თავად მოითხოვეთ და კონსულმა დააკმაყოფილა თქვენი განცხადება, აღარ გაქვთ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
განაცხადი კონსულის მიერ თქვენი საქმის განმეორებითი განხილვის შესახებ შენგენის ვიზის გაუქმების ან გაბათილების შესახებ გადაწყვეტილების ხელზე მიღებიდან 14 დღის ვადაში უნდა იქნეს წარდგენილი იმავე დაწესებულებაში, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.
სავიზო განაცხადის განმეორებით განხილვის შესახებ განაცხადი შეგიძლიათ შემოიტანოთ ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 09:30-დან 12:00-საათამდე.
შენგენის ვიზის გაუქმების ან გაბათილების შემთხვევაში საქმის განმეორებითი განხილვის შესახებ განაცხადის წარდგენა უფასოა.
საჩივარი შენგენის ვიზაზე უარის თქმაზე, შენგენის ვიზის გაუქმების ან გაბათილების შესახებ გადაწყვეტილებაზე და ამ მხრივ კონსულის მოქმედებაზე
თუ კონსულმა საქმის განმეორებით განხილვის შესახებ თქვენი განაცხადის განხილვის შემდეგ კვლავ მიიღო გადაწყვეტილება ვიზაზე უარის თქმის, ვიზის გაბათილების ან გაუქმების შესახებ, რომელსაც არ ეთანხმებით, უფლება გაქვთ საჩივარი შეიტანოთ სავოევოდო ადმინისტრაციულ სასამართლოში ვარშავაში. საჩივარი უნდა შეიტანოთ კონსულის შუამავლობით, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, კონსულის მიერ საქმის განმეორებით განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ხელზე მიღებიდან 30 დღის ვადაში.
კონსულისთვის საჩივრის გადაცემისას არ იხდით არანაირ საკონსულო მოსაკრებელს, თუმცა ადმინისტრაციულ სასამართლოში საქმის წარმოება ექვემდებარება გადახდას. ასე რომ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სასამართლო გამოგიძახებთ სასამართლო ბაჟის გადასახდელად. ადმინისტრაციულ სასამართლოში საჩივრის შეტანის შემთხვევაში ინფორმაციას სასამრთლო ბაჟის ოდენობის, აგრეთვე საქმის წარმოების ხარჯებისაგან გათავისუფლების მოთხოვნის შესაძლებლობებისა და სასამართლო წარმოების ენის შესახებ გაეცნობით ქვემოთ მოცემულ ბმულზე:
http://bip.warszawa.wsa.gov.pl/133/wpis-sadowy-zasady-dokonywania-wpisu.html
ხშირად დასმული შეკითხვები
ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გეგმავენ მოგზაურობას პოლონეთში ან შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში არაუმეტეს 90 დღის ვადით 180 დღიან პერიოდში, 2017 წლის 28 მარტიდან აღარ ეხებათ შენგენის ვიზის მიღების ვალდებულება.
სამართლებრივი საფუძველი: ევროკავშირის N539/2001 რეგულაციის ნოველიზაცია (ძალაში შევიდა 2017 წლის 28 მარტს).
საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
- საქართველოს ბინადრობის ნებართვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნების უფლებას იძლევა; (პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუშაობის მიზნით ვიზაზე განაცხადის შემოტანის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოეთხოვებათ მუდმივი ბინადრობის ნებართვის წარმოდგენა);
- მგზავრობის ხარჯების დასაფარად საჭირო ფინანსური სახსრების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაგ.: ბოლო 3-6 თვის ბრუნვის ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ხელმოწერილი სამგზავრო ჩეკები, ცნობა ბანკიდან საკრედიტო/სადებეტო ბარათზე თანხის არსებობის შესახებ, ცნობა სამუშაო ადგილიდან დაკავებული თანამდებობისა და ბოლო 6 თვის განმავლობაში მიღებული ხელფასის მითითებით ან ვოევოდას ოფისის მიერ, 2013 წლის 12 დეკემბრის უცხოელთა შესახებ კანონის შესაბამისად, გაცემული კერძო პირის მოწვევა (დედანი და ასლი);
- დასაქმებულის პირის შემთხვევაში: ცნობა სამუშაო ადგილიდან ტიტულიან ბლანკზე (დედანი), დამსაქმებელი ორგანიზაციის მონაცემების, დასაქმებული პირის მიერ დაკავებული თანამდებობის, სამუშაო სტაჟის, ყოველთვიურად ასაღები ხელფასისა და ბოლო 6 თვის მანძილზე მიღებული შემოსავლის მითითებით;
- მეწარმეების შემთხვევაში: საქართველოში კომპანიის რეგისტრაციის დამადასტურებელი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (დედანი და ასლი);
- სტუდენტის შემთხვევაში: ცნობა უმაღესი სასწავლებლიდან.
იმ ქვეყნების (უცხოელთა განსაზღვრული კატეგორიების) ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებიც სავალდებულო კონსულტაციებს ექვემდებარებიან |
a ეხება მხოლოდ სამსახურებრივი და არაბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს |
|
ავღანეთი |
X |
|
ალჟირი |
X |
|
საუდის არაბეთი |
X |
|
აზერბაიჯანი |
X |
|
ბანგლადეში |
X |
|
ბელარუსი |
Xa |
|
ეგვიპტე |
X |
|
ერითრეა |
X |
|
ეთიოპია |
X |
|
ირანი |
X |
|
ერაყი |
X |
|
იემენი |
X |
|
იორდანია |
X |
|
კენია |
X |
|
ყირგიზეთი |
X |
|
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
X |
|
ჩრდილოეთი კორეა |
X |
|
ლიბანი |
X |
|
ლიბია |
X |
|
მალი |
X |
|
მავრიტანია |
X |
|
მაროკო |
X |
|
ნიგერი |
X |
|
ნიგერია |
X |
|
პაკისტანი |
X |
|
რუანდა |
X |
|
რუსეთი |
X |
|
სომალი |
X |
|
შრი-ლანკა |
X |
|
სუდანი |
X |
|
სამხრეთი სუდანი |
X |
|
სირია |
X |
|
ტაჯიკეთი |
X |
|
ტუნისი |
X |
|
თურქმენეთი |
X |
|
უზბეკეთი |
X |
|
ვიეტნამი |
X |
|
პალესტინელები |
X |
|
ლტოლვილები |
X |
|
მოქალაქეობის არმქონე პირები |
X |
Materials
FAQ_GEFAQ_GE.pdf 0.17MB Schengen visa application form
Schengen_visa_application_form.pdf 0.08MB Schengen visa application exemple
Schengen_visa_application_exemple.pdf 0.22MB